/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სოციალური

ქონებრივი ურთიერთობა მეუღლეთა შორის

ქონებრივი ურთიერთობა მეუღლეთა შორის
მეუღლეებს შეიძლება ჰქონდეთ მატერიალური და სულიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად განკუთვნილი ქონება.

ქონება მეუღლეებს შეიძლება ეკუთვნოდეთ ინდივიდუალური (განცალკევებული) ან საერთო თანასაკუთრების უფლებით. ინდივიდუალურ საკუთრებას განეკუთვნება:

* ქონება, რომელიც თითოეულ მეუღლეს ეკუთვნოდა ქორწინებამდე -ქორწინება და ოჯახის შექმნა არ ნიშნავს მათი წინანდელი ქონების გაერთიანებას საერთო თანასაკუთრების საწყისებზე.

* მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად (მაგალითად, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი), გარდა ძვირფასეულობისა. ძვირფასეულობა და ფუფუნების საგნები, რომლებიც განკუთვნილია ინდივიდუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ შეძენილია საერთო სახსრებით, ითვლება თანასაკუთრებად. ასეთია, მაგალითად, პროფესიული იარაღები (ექიმის კაბინეტის მოწყობილობა), ძვირადღირებული სამკაული, როიალი მუსიკოსისთვის. თუმცაღა ესენი ინდივიდუალური მოხმარებისათვის არის განკუთვნილია, თუ შეძენილია საერთო სახსრებით, მაინც თანასაკუთრებაა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

* ჩუქების ან მემკვიდრეობის წესით მიღებული ქონება (თუ ქონება საჩუქრად ეძლევა ერთ-ერთ მეუღლეს, იგი მის ინდივიდუალურ საკუთრებად ითვლება; თუ საჩუქრად ეძლევა ოჯახს - თანასაკუთრებად). განცალკევებულად ჩაითვლება აგრეთვე ერთ-ერთი მეუღლის მიერ მემკვიდრეობით (კანონით ან ანდერძით) მიღებული ქონება. ეს წესი ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როცა ქონება შეძენილია ერთად ცხოვრების პერიოდში, მაგრამ იმ ქონების რეალიზაციის ხარჯზე, რომელიც განეკუთვნებოდა ერთ-ერთის განცალკევებულ ქონებას.

* ქონება მიღებული მეუღლის მიერ პრემიის, წახალისების ან ჯილდოს სახით თანასაკუთრებას წარმოადგენს. განცალკევებულ ქონებად ითვლება მხოლოდ ის პრემია, რომელიც პირს მიეცა თვალსაჩინო მიღწევებისთვის მეცნიერების, ხელოვნების ან ლიტერატურის დარგში.

თითოეულ მეუღლეს უფლება აქვს ფლობდეს, სარგებლობდეს ან განაგებდეს განცალკევებულ ქონებას მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე. თუ დადგინდა, რომ განცალკევებულმა ქონებამ თანაცხოვრების პერიოდში განიცადა ტრანსფორმაცია საერთო სახსრების ხარჯზე, მაშინ ასეთი ქონება შეიძლება ჩაითვალოს თანასაკუთრებად. მაგალითად, მანქანის კაპიტალური რემონტი, რომელმაც მოითხოვა მნიშვნელოვანი სახსრები საერთო ქონებიდან, მშენებლობის დასრულება, უძრავი ქონების გადაკეთება და სხვა.

მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფა

მეუღლეთა საერთო თანასაკუთრება წყდება ქონების გაყოფით. თითოეული ხდება იმ ქონების ნაწილის მესაკუთრე, რომელიც ქონების გაყოფამდე მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებაში იმყოფებოდა. საერთო ქონების გაყოფა შესაბამის ნაწილებად შეიძლება მოხდეს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. შეთახმება (აქტი) გაყოფის შესახებ შეიძლება გაფორმდეს გაყოფის თაობაზე ხელშეკრულების ფორმით. სანოტარო ბიუროში თითოეულ მეუღლეს მიეცემა თავის წილზე საკუთრების უფლების მოწმობა ("ნოტარიუსის შესახებ" კანონის 41-ე მუხლი). თუ მეუღლეები ვერ შეთანხმდნენ საერთო თანასაკუთრების გაყოფაზე, დავას მათ შორის მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით გადაწყვეტს სასამართლო. განქორწინება არ წარმოადგენს ქონების გაყოფისთვის აუცილებელ პირობას - ეს შეიძლება მოხდეს ქორწინების განმავლობაშიც. ქონების გაყოფის საფუძვლად შეიძლება იქცეს:

  • საქორწინო ურთიერთობის ფაქტობრივი შეწყვეტა;
  • ერთ-ერთი მეუღლის მფლანგველური დამოკიდებულება საერთო თანასაკუთრების ქონებისადმი;
  • მეუღლეთა შორის თანხმობის მიუღწევლობა საერთო თანასაკუთრების გაყოფაზე;
  • ერთ-ერთი მეუღლის საჭიროება, დაეხმაროს შვილებს პირველი ქორწინებიდან ან ღრმად მოხუც მშობლებს;
  • საერთო თანასაკუთრებაში იმ მეუღლის წილზე გადახდევინების მიღწევა, რომელიც თავს არიდებს ალიმენტის გადახდას.

ქორწინების განმავლობაში საერთო თანასაკუთრების გაყოფა სასამართლო წესით ნებადართულია როგორც გამონაკლისი ისეთ განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას, რომლებიც საფრთხეს უქმნის ოჯახის ინტერესებს. განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის მოთხოვნაზე დადგენილია ხანდაზმულობის ვადა - 3 წელი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლი).

საერთო თანასაკუთრებაში წილის განსაზღვრის მოთხოვნის უფლება აქვს თითოეულ მეუღლეს, იმასაც კი, რომლის სახლზეც არ არის რეგისტრირებული ქონება. მაგალითად, საცხოვრებელი სახლის რეგისტრაცია ერთ-ერთი მეუღლის სახელზე არ ცვლის მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების კანონიერ რეჟიმს. მეუღლეები საერთო საკუთრების თანასწორუფლებიანი სუბიექტები არიან, რის გამოც თითოეულ მათგანს აქვს უფლება, მოითხოვოს კუთვნილი წილის განსაზღვრა და გამოყოფა.

მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფა განქორწინების გარეშე ეხება მხოლოდ იმ ქონებას, რომელიც მათ მიერ შეძენილია გაყოფის მომენტამდე. მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფა შეიძლება აგრეთვე ერთ-ერთი მეუღლის კრედიტორის მოთხოვნით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სრულიად ჯანმრთელ ბავშვს მოულოდნელად გული გაუჩერდა - 6 წლის ლევანიკოს დახმარება სჭირდება
სრულიად ჯანმრთელ ბავშვს მოულოდნელად გული გაუჩერდა - 6 წლის ლევანიკოს დახმარება სჭირდება
ეს 6 წლის ლევან ფრუიძეა, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება.
სრულად
ყოველ წუთას შესაძლებელია, უბედურება დატრიალდეს - 29 წლის ერეკლე ონიკაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება
ყოველ წუთას შესაძლებელია, უბედურება დატრიალდეს - 29 წლის ერეკლე ონიკაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება
სოფიო ბასილაშვილი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:
სრულად
როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება, ვინ დაფარავს მათი გერმანიაში წასვლის და ცხოვრების ხარჯებს?
როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება, ვინ დაფარავს მათი გერმანიაში წასვლის და ცხოვრების ხარჯებს?
სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.
სრულად
5 წლის სანდრო ალაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
5 წლის სანდრო ალაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
5 წლის სანდრო ალაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
სრულად
დედა, ვერ გირეკავ ხოლმე...  გიგზავნი 300 ლარს, მეტი არ დამრჩა ხელფასიდან
დედა, ვერ გირეკავ ხოლმე... გიგზავნი 300 ლარს, მეტი არ დამრჩა ხელფასიდან
დედა, ვერ გირეკავ ხოლმე, ბილაინი მანდ რომ ვერ იჭერს, მაგთის ნომერს გიგზავნი,
სრულად
რომელი ასაკია იდეალური ბედნიერი ქორწინებისთვის - სოციოლოგთა დასკვნა
რომელი ასაკია იდეალური ბედნიერი ქორწინებისთვის - სოციოლოგთა დასკვნა
ამერიკელმა სოციოლოგებმა განსაზღვრეს იდეალური ასაკი ბედნიერი ქორწინებისთვის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქონებრივი ურთიერთობა მეუღლეთა შორის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქონებრივი ურთიერთობა მეუღლეთა შორის

ქონება მეუღლეებს შეიძლება ეკუთვნოდეთ ინდივიდუალური (განცალკევებული) ან საერთო თანასაკუთრების უფლებით. ინდივიდუალურ საკუთრებას განეკუთვნება:

* ქონება, რომელიც თითოეულ მეუღლეს ეკუთვნოდა ქორწინებამდე -ქორწინება და ოჯახის შექმნა არ ნიშნავს მათი წინანდელი ქონების გაერთიანებას საერთო თანასაკუთრების საწყისებზე.

* მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად (მაგალითად, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი), გარდა ძვირფასეულობისა. ძვირფასეულობა და ფუფუნების საგნები, რომლებიც განკუთვნილია ინდივიდუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ შეძენილია საერთო სახსრებით, ითვლება თანასაკუთრებად. ასეთია, მაგალითად, პროფესიული იარაღები (ექიმის კაბინეტის მოწყობილობა), ძვირადღირებული სამკაული, როიალი მუსიკოსისთვის. თუმცაღა ესენი ინდივიდუალური მოხმარებისათვის არის განკუთვნილია, თუ შეძენილია საერთო სახსრებით, მაინც თანასაკუთრებაა.

* ჩუქების ან მემკვიდრეობის წესით მიღებული ქონება (თუ ქონება საჩუქრად ეძლევა ერთ-ერთ მეუღლეს, იგი მის ინდივიდუალურ საკუთრებად ითვლება; თუ საჩუქრად ეძლევა ოჯახს - თანასაკუთრებად). განცალკევებულად ჩაითვლება აგრეთვე ერთ-ერთი მეუღლის მიერ მემკვიდრეობით (კანონით ან ანდერძით) მიღებული ქონება. ეს წესი ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როცა ქონება შეძენილია ერთად ცხოვრების პერიოდში, მაგრამ იმ ქონების რეალიზაციის ხარჯზე, რომელიც განეკუთვნებოდა ერთ-ერთის განცალკევებულ ქონებას.

* ქონება მიღებული მეუღლის მიერ პრემიის, წახალისების ან ჯილდოს სახით თანასაკუთრებას წარმოადგენს. განცალკევებულ ქონებად ითვლება მხოლოდ ის პრემია, რომელიც პირს მიეცა თვალსაჩინო მიღწევებისთვის მეცნიერების, ხელოვნების ან ლიტერატურის დარგში.

თითოეულ მეუღლეს უფლება აქვს ფლობდეს, სარგებლობდეს ან განაგებდეს განცალკევებულ ქონებას მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე. თუ დადგინდა, რომ განცალკევებულმა ქონებამ თანაცხოვრების პერიოდში განიცადა ტრანსფორმაცია საერთო სახსრების ხარჯზე, მაშინ ასეთი ქონება შეიძლება ჩაითვალოს თანასაკუთრებად. მაგალითად, მანქანის კაპიტალური რემონტი, რომელმაც მოითხოვა მნიშვნელოვანი სახსრები საერთო ქონებიდან, მშენებლობის დასრულება, უძრავი ქონების გადაკეთება და სხვა.

მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფა

მეუღლეთა საერთო თანასაკუთრება წყდება ქონების გაყოფით. თითოეული ხდება იმ ქონების ნაწილის მესაკუთრე, რომელიც ქონების გაყოფამდე მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებაში იმყოფებოდა. საერთო ქონების გაყოფა შესაბამის ნაწილებად შეიძლება მოხდეს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. შეთახმება (აქტი) გაყოფის შესახებ შეიძლება გაფორმდეს გაყოფის თაობაზე ხელშეკრულების ფორმით. სანოტარო ბიუროში თითოეულ მეუღლეს მიეცემა თავის წილზე საკუთრების უფლების მოწმობა ("ნოტარიუსის შესახებ" კანონის 41-ე მუხლი). თუ მეუღლეები ვერ შეთანხმდნენ საერთო თანასაკუთრების გაყოფაზე, დავას მათ შორის მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით გადაწყვეტს სასამართლო. განქორწინება არ წარმოადგენს ქონების გაყოფისთვის აუცილებელ პირობას - ეს შეიძლება მოხდეს ქორწინების განმავლობაშიც. ქონების გაყოფის საფუძვლად შეიძლება იქცეს:

  • საქორწინო ურთიერთობის ფაქტობრივი შეწყვეტა;
  • ერთ-ერთი მეუღლის მფლანგველური დამოკიდებულება საერთო თანასაკუთრების ქონებისადმი;
  • მეუღლეთა შორის თანხმობის მიუღწევლობა საერთო თანასაკუთრების გაყოფაზე;
  • ერთ-ერთი მეუღლის საჭიროება, დაეხმაროს შვილებს პირველი ქორწინებიდან ან ღრმად მოხუც მშობლებს;
  • საერთო თანასაკუთრებაში იმ მეუღლის წილზე გადახდევინების მიღწევა, რომელიც თავს არიდებს ალიმენტის გადახდას.

ქორწინების განმავლობაში საერთო თანასაკუთრების გაყოფა სასამართლო წესით ნებადართულია როგორც გამონაკლისი ისეთ განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას, რომლებიც საფრთხეს უქმნის ოჯახის ინტერესებს. განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის მოთხოვნაზე დადგენილია ხანდაზმულობის ვადა - 3 წელი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლი).

საერთო თანასაკუთრებაში წილის განსაზღვრის მოთხოვნის უფლება აქვს თითოეულ მეუღლეს, იმასაც კი, რომლის სახლზეც არ არის რეგისტრირებული ქონება. მაგალითად, საცხოვრებელი სახლის რეგისტრაცია ერთ-ერთი მეუღლის სახელზე არ ცვლის მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების კანონიერ რეჟიმს. მეუღლეები საერთო საკუთრების თანასწორუფლებიანი სუბიექტები არიან, რის გამოც თითოეულ მათგანს აქვს უფლება, მოითხოვოს კუთვნილი წილის განსაზღვრა და გამოყოფა.

მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფა განქორწინების გარეშე ეხება მხოლოდ იმ ქონებას, რომელიც მათ მიერ შეძენილია გაყოფის მომენტამდე. მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფა შეიძლება აგრეთვე ერთ-ერთი მეუღლის კრედიტორის მოთხოვნით.


ერთ-ერთი მეუღლის პირადი ვალების გამო საერთო ქონებაში მის კუთვნილ წილზე გადახდევინების მისაღწევად საერთო თანასაკუთრების გაყოფისას აუცილებელია განისაზღვროს იმ ქონების შემადგენლობა, რომელიც გაყოფას ექვემდებარება. ამასთანავე, სასამართლოები ხელმძღვანელობენ პრეტენზიით, რომ მეუღლეებს არსებული ქონება განეკუთვნებათ საერთო თანასაკუთრების უფლებით.

თუ დადგენილია ქონების შეძენის დრო, მაშინ ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლის მიერ ქორწინების განმავლობაში, ითვლება საერთო ქონებად, ხოლო ქორწინებამდელი - განცალკევებულად.

თუ რომელიმე მეუღლეს მიაჩნია, რომ ქონება მის პირად საკუთრებას წარმოადგენს, იგი მოვალეა წარუდგინოს სასამართლოს სათანადო მტკიცებულებანი. სასამართლო მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებიდან გამოავლენს და გამოყოფს:

  • ქონებას, რომელიც მეუღლეებს ეკუთვნით ინდივიდუალური საკუთრების უფლებით;
  • ნივთებს, რომლებიც შეძენილია მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში საერთო სახსრებით, მაგრამ განკუთვნილია თითოეული მათგანის ინდივიდუალური სარგებლობისთვის.

როგორც წესი, ქონების გაყოფა ხდება ნატურით. აუცილებელია, საბოლოო ანგარიშით თითოეული მეუღლისთვის გადაცემული ნივთების ღირებულება შეესაბამებოდეს საერთო ქონებაში მისი კუთვნილი წილის მოცულობას. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი თანხმობის მიღწევა შეუძლებელია და ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც საერთო ქონებაში მის კუთვნილ წილზე მეტია, მაშინ მეორე მეუღლეს უნდა მიეცეს ფულადი კომპენსაცია (სსკ-ის 1166-ე მუხლი).

თუ გაყოფის ობიექტი არის საცხოვრებელი სახლი ან სხვა ქონება, რომლის ნატურით გაყოფაც შეუძლებელია, სასამართლოს შეუძლია, იგი მიაკუთვნოს ერთ-ერთ მეუღლეს, ხოლო მეორეს კომპენსაციის სახით გადაეცეს სხვა ქონება ან ფული ანდა აღიაროს ეს ქონება თითოეული მეუღლის კუთვნილად, საერთო წილის საკუთრების უფლებით განუსაზღვროს თითოეულს თავისი წილი, აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული საცხოვრებელი ბინით სარგებლობის წესზე.

საერთო თანასაკუთრება მეუღლეთა შორის იყოფა თანაბრად. ამასთანავე, სასამართლო არ შემოიფარგლება წილის არითმეტიკული განსაზღვრით, - ის ადგენს, სახელდობრ რომელი ნივთი უნდა გადაეცეს თითოეულ მეუღლეს საერთო ქონებიდან. ქორწინების განმავლობაში საერთო სახსრებით შეძენილი პროფესიული შრომის საგნები ქონებრივი დავის შემთხვევაში გადაეცემა იმ მეუღლეს, რომლის სარგებლობაშიც იმყოფებოდა იგი. ამასთანავე, სასამართლო ავალდებულებს მას, მისცეს მეორე მეუღლეს კომპენსაცია სხვა ქონებით ან ფულით.

მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფისას არასრულწლოვანი შვილის სარგებლობაში მყოფი ნივთები გასაყოფ ქონებაში არ შედის. ასეთი ნივთები რჩება ბავშვის პირად საკუთრებაში - კომპენსაციის სახით. ასეთივე სამართლებრივი რეჟიმი ვრცელდება ბავშვის სახელზე შეტანილ ანაბარზე.

თუ მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფისას სასამართლო დაადგენს, რომ ერთ-ერთ მეუღლეს არ სჭირდება მიღებული ქონება, უფლება აქვს, საერთო თანასაკუთრების ქონებიდან წილის ნატურით გადაცემის ნაცვლად მას ამ ქონების ღირებულების ოდენობის ფულადი კომპენსაცია მიაკუთვნოს.

თუ გასაყოფი ქონება შეძენილია როგორც მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მოპოვებული სახსრებით, ისე იმ სახსრებითაც, რომლებიც მათ ქორწინებამდე ეკუთვნოდათ, მაშინ სასამართლო თანაბარ წილად ყოფს მხოლოდ იმ ქონებას, რომელიც მეუღლეებმა საერთო სახსრებით შეიძინეს, ამ წილს კი მიუმატებს თითოეული მეუღლის იმ წილს, რაც მათ ქორწინებამდე ეკუთვნოდათ.

საერთო თანასაკუთრების გაყოფის დროს თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის საფუძვლები

მოქმედი საოჯახო კანონმდებლობა გამოდის ყველა ქონებრივ ურთიერთობაში მეუღლეთა სრული თანასწორობის პრინციპიდან. გაყოფის გზით საერთო თანასაკუთრების შეწყვეტისას მათი წილი თანაბარია. ამასთანავე, ცალკეულ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს, თუ ამას მოითხოვს არასრულწლოვანი შვილების ინტერესები ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესები (სსკ-ის 1168-ე მუხლი).

სასამართლოს უფლება აქვს გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს, თუ დადგინდება, რომ იმ მეუღლის წილის გაუდიდებლად, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილები რჩებიან, შეუძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს მათი სათანადოდ აღზრდა.

შვილების ინტერესების მხედველობაში მიღება შეიძლება მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისიდან გადახვევის გარეშეც. მშობელს, ვისთანაც შვილი (ან შვილები) რჩება, თანაბრად გაყოფილი ქონებიდან გადაეცემა საერთო თანასაკუთრებაში მყოფი ისეთი ობიექტები, რომლებიც აუცილებელია შვილების აღზრდისთვის ნორმალური პირობების შესაქმნელად (მუსიკალური ინსტრუმენტები, სპორტული ინვენტარი), ბავშვებისთვის ყოველდღიურ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად (ტელევიზორი, სარეცხი და საკერავი მანქანები და სხვა).

არ შეიძლება შეუმცირდეს წილი იმ მეუღლეს, რომელსაც ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო ვერც ხელფასი მიჰქონდა სახლში და ვერც საოჯახო მეურნეობის წარმართვაში მონაწილეობდა. სასამართლოს ასევე არ აქვს პატიმრობაში მყოფი მეუღლისთვის წილის შემცირების უფლება.

მეუღლეთა ქონების გაყოფისას სასამართლო შრომისუუნარო მეუღლეს აკუთვნებს გადიდებულ წილს. საერთო ქონებაში ითვალისწინებს იმასაც, რომ ის მოკლებულია შესაძლებლობას, შეიძინოს საოჯახო მოწყობილობა. მეუღლეთათვის ქონებიდან არათანაბარი წილის განსაზღვრა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის გამო დიდხანს არ ზრუნავდა საერთო ქონებაზე, არ მონაწილეობდა მისი შენახვის ხარჯებში, როდესაც მეორე მეუღლე ეწეოდა ყველა ხარჯს ამ ქონების მოვლისა და შენახვისთვის.

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული კითხვებით, ასევე - საინტერესო საკითხების თაობაზე მიმართეთ რუბრიკის წამყვანს. ტელ: 893 35 99 09