არც სტუდენტი გავმხდარვარ, არც არავინ გადამირჩენია, არც შეყვარებული მყოლია - მე 18 წლის ასაკში თავი მოვიკალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

არც სტუდენტი გავმხდარვარ, არც არავინ გადამირჩენია, არც შეყვარებული მყოლია - მე 18 წლის ასაკში თავი მოვიკალი

 არც სტუდენტი გავმხდარვარ, არც არავინ გადამირჩენია, არც შეყვარებული მყოლია - მე 18 წლის ასაკში თავი მოვიკალი
ბოლო დროს გახშირებული სუიციდის შემთხვევები საზოგადოების
შეშფოთებას იწვევს.

სტუდენტი ნიკა ჯიაძე სუიციდთან დაკავშირებით, "ფეისბუქზე" ჩანახატს აქვეყნებს.

ჩანახატით ის მოზარდებს მიმართავს, რომლებიც თვითმკვლელობაზე ფიქრობენ.

ახალგაზრდა წერს იმ მოვლენებზე თუ მომენტებზე, რომელსაც ისინი ვეღარ მოესწრებიან, თუ სუიციდის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ნიკა ჯიაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გამარჯობა! მე დათუნა ვარ, და მინდა 18 წლის შემდეგ მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები მოგიყვეთ ჩემი ცხოვრებისა:

2/07/2010 – სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ მაღიარეს, რადგან მთელი ჩემი ძალით ვცდილობდი საუკეთესო შედეგი დამედო.

15/08/2010 – ჩემი ოცნება ახდა, ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში! ბავშვობიდანვე
ჩამესმოდა, რომ სხვებს უნდა დავხმარებოდი და აი, დავადექი ამ გზას.

1/01/2011 – მშობლებმა მანქანით დამასაჩუქრეს! როგორ გამიხარდა!

თუმცა ზედმეტი მომივიდა. ერთ დღეს, მეგობრებთან ერთად, სიჩქარეს გადავაჭარბე, სველ საფარზე მოვსრიალდი და საგზაო შემთხვევაში მოვხვდით. ყველანი საავადმყოფოში.. გადავრჩით, ოღონდ რის ფასად! ღმერთის წყალობით, სიკვდილს გადავურჩით. მიხაროდა რომ
ცოცხალი ვიყავი.

22/03/2012 – გავიცანი გოგონა, რომლის მსგავსიც დედამიწის გულზე არ დადიოდა! საოცრებას ვეძახდი.

ისეთი საოცრება იყო, დედამიწა ამაყობდა მისი არსებობით.

რაღაც იცვლებოდა ჩემში, სხვანაირი გავხდი. ხომ გესმით, სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი.

30/05/2012 – მეზობლად ხანძარი გაჩნდა, ცეცხლის ენები უკვე გარეთ აღწევდა, 3 პატარა ბავშვი იყო ოთახში გამოკეტილი, ეშინოდათ გარეთ გამოსვლა. ყველა იძახდა სახანძროს დაველოდოთო, მაგრამ, არ ვიცი ექიმობას რომ ვაპირებდი თუ რა ძალამ, არ მომასვენა და სახლში შევვარდი.. ღმერთო! როგორ ცხელოდა!

თვალები უმალ დამეხუჭა, გაგუდვის პირას ვიყავი და უკან გამოსვლა დავაპირე, რომ ბავშვების შეკივლება გავიგონე. გადარეულმა, ოთახში შევვარდი და ეს გაგიჟებული ბავშვები გარეთ გამოვიყვანე.

რა გმირობა ჩავიდინე! იმ დღეს, თითქოს რაღაც შემემატა. იმ დღეს მივხვდი, რომ ადამიანი მიყვარდა ზოგადად, და ვერ ვეგუებოდი, ვინმეს სიკვდილს, ან ცრემლს, ან დაცემულ მდგომარეობას. გადავწყვიტე ადამიანებს მოვმსახურებოდი!

თან, სადღაც წავიკითხე, ვინც ერთი ადამიანი გადაარჩინა, მან მთელი მსოფლიო გადაარჩინაო.

25/06/2014 – უკვე წარჩინებული სტუდენტი, მაგზავნიან უცხოეთში სასწავლებლად. ვგეგმავ, საუკეთესო საავადმყოფოს აშენებას. საუკეთესო ატმოსფეროს შევქმნი, კოლეგებს ჩამოვიყვან, ძლიერი პერსონალი.. სიყვარულითა და მშვიდობით გაჟღენთილი გარემო. რამდენ ადამიანს გადავარჩენ, რამდენს მოვემსახურები, რამდენს დავუბრუნებთ ძალებს!

18/09/2016 – დავქორწინდი! ისეთი ადამიანი აღმოჩნდა ჩემი მეუღლე, რომ მიზნად დავისახეთ, უფასოდ მოვმსახურებოდით ადამიანებს, ამასთან ოფიციალურადაც ვმუშაობდით, რათა ფული დაგვეგროვებინა საავადმყოფოს ასაშენებლად.

7/05/2018 – შვილი შეგვეძინა! უბედნიერესი ვიყავი. ადამიანები ყველაფერს სახელს ვარქმევთ და აღვწერთ, მაგრამ შვილის დაბადებას, ამ საოცარ გრძნობას, სახელი ვერ დავარქვი!..

20/08/2019 – ამ ყველაფერთან ერთად, ხალხის სიყვარული მათთან დროის გატარებას მაიძულებდა. ანგარიშს არ ვუწევდი სტატუს, სოციალურ მდგომარეობას თუ სხვა ნიშნებს, ყველასთან ვიყავი, ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო, და ამის გამო საპატიო მოქალაქის წოდებაც მივიღე.

შემდეგ…



მე თქვენ მოგატყუეთ! მწარედ მოგატყუეთ! ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი თარიღი არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში. არც წარმატებული ვყოფილვარ, არც სტუდენტი გავმხდარვარ, არც არავინ გადამირჩენია, არც შეყვარებული მყოლია, არც შვილი გამჩენია, არც ჩემი საავადმყოფო ამიშენებია…

იმიტომ რომ 18 წლის ასაკში თავი მოვიკალი. დიახ, თავი ჩამოვიხრჩე, რადგან ჩემს ემოციებსა და პრობლემებს ვერ ვაჯობე. ჩავთვალე, რომ სუსტი ვიყავი. ჩავთვალე, რომ არაფერი გამომივიდოდა და, სიმართლე გითხრათ, სიცოცხლის გაგრძელების აზრსაც ვერ ვხედავდი.

მაგრამ ვწუხვარ.. როგორ ვწუხვარ, ღმერთო!.. ეს რა გავაკეთე.. რა სისულელე ჩავიდინე! როგორც კი სახრჩობელას ყულფში თავი გავყავი, უკვე ვნანობდი…

მაპატიეთ!



…გთხოვ, თუ დღეს ცოცხალი ხარ, კარგად დამიგდე ყური:

გთხოვ, იცოცხლე!

გთხოვ, გაუძელი!

გთხოვ, იბრძოლე!

გთხოვ, ილოცე!

გთხოვ, გაიმარჯვე!

წარმოუდგენლად მნიშველოვანი ხარ.

შენ ვალდებული ხარ იცოცხლო!

ადამიანი ცალკე გარიყული კუნძული როდია, არამედ ყოველი ადამიანი ერთი მთლიანის ნაწილია. ყოველი ადამიანის სიკვდილით მე მაკლდება!

ასე, რომ ნუ იკითხავ: "რა აზრი აქვს?"

მარტო არ ხარ!

ბიბლია:

"ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ…

თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის [უფალი] ზრუნავს თქვენზე."
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 01-10-2019
ინგა
უძაანმაგრესი სტატუსია
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
35 წლის მაია არუ­ნაშ­ვილს, რო­მელ­საც მკერ­დზე ავთსვი­სე­ბი­ა­ნი, მე­ტას­ტა­ზუ­რი სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა,
გთავაზობთ პოეტისა და ჟურნალისტის - სოფიკო ტყეშელაშვილის ჩანახატს ბარსელონის ერთ-ერთი კლინიკიდან:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ საერთაშორისო კარიტასისა და ევროპის კარიტასის წევრი ორგანიზაციაა,
ტექნოლოგიისა და მედიცინის განვითარების წყალობით მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად