საქართველოს კარიტასი შინმოვლის პროგრამა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

საქართველოს კარიტასი შინმოვლის პროგრამა

საქართველოს კარიტასი შინმოვლის პროგრამა
საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ საერთაშორისო კარიტასისა და ევროპის კარიტასის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1993 წლიდან მოქმედებს და მისი მიზანი სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვაა.

ორგანიზაციის მრავალ მიმართულებათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შინმოვლის სერვისია. ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე შინმოვლის კონცეფცია საქართველოს კარიტასის მიერ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა.

ამ ეტაპზე ორგანიზაცია ახორციელებს მასშტაბურ პროექტს: „შინმოვლის განვითარება საქართველოში“, რომელიც მიზნად ისახავს შინმოვლის ინტეგრაციის ხელშეწყობას ჯანდაცვის სისტემაში, პაციენტების მომსახურებასთან ერთად, სტუდენტის სწავლებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას, საექთნო განათლებისა და საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების განვითარებას მოსახლეობისათვის
ზრუნვის სერვისის ორგანიზაციის მიზნით.

შინმოვლის სამსახური საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ერთ-ერთი პროექტია, ამიტომ ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი, გაიოზ ყუბანეიშვილი გვესაუბრება.

- ბატონო გაიოზ, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ დაიწყო შინმოვლის პროგრამა საქართველოში და ვინ გიწევთ პარტნიორობას
მის განხორციელებაში?

- პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს, გერმანიის კარიტასის ფინანსური მხარდაჭერით წარმოებს. პროექტის პარტნიორები არიან ასევე საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები, საქართველოს ექთნებისა და კერძო კოლეჯების ასოციაციები, ჯანდაცვისა და განათლების ცენტრები, ადგილობრივი თვითმმართველობები.

- როგორია პროგრამის მოქმედების არეალი და უშუალოდ რომელი დარგის სპეციალისტები არიან ჩართულნი?

- საქართველოს კარიტასის შინმოვლის პროექტების მოქმედების არეალია: თბილისი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ახალციხე და გორი.

საქართველოს კარიტასის შინმოვლის სამსახური მულტიდისციპლინური გუნდია, მის შემადგენლობაში შედიან: ექიმი, რეაბილიტოლოგი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ექთნები, ექთნის ასისტენტები და მოხალისეები.

ეს გუნდი, ასაკის, სქესის, რელიგიური ან ეთნიკური წარმომავლობის განურჩევლად, ეხმარება დროებითი ან მუდმივი მზრუნველობის საჭიროების მქონე ადამიანებს.

- ჩვენი მკითხველისთვის უკეთ გასაგები რომ იყოს, თუ შეიძლება, კონკრეტულად შინმოვლის პროგრამის ფარგლებში წარმოებულ სერვისებზე გვიამბეთ?

- შინმოვლის პროგრამა 4 ძირითადი მიმართულებით ტარდება: სამედიცინო მომსახურება, ბაზისური მოვლა, ფსიქო-სოციალური მომსახურება და საგანმანათლებო მიმართულება.

სამედიცინო მომსახურება ითვალისწინებს ბინაზე ექიმის კონსულტაციას და საექთნო მომსახურებას. დასაწყისში საჭიროა ბენეფიციარის დიაგნოსტიკა, სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი, მკურნალობა, მედიკამენტების მიღების კონტროლი, ჭრილობების დამუშავება, სტომის, კათეტერის მოვლა ან შეცვლა, ინექციები, ინფუზიები, ექიმის დანიშნულების შესრულება, გართულებების, გამწვავებებისა და თანმხლები დაავადებების პრევენცია, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.

ბაზისური მოვლა გულისხმობს ძირეულ მოვლას და დახმარებას ყოველდღიურ საქმიანობაში.

მოგეხსენებათ, როდესაც ოჯახში ქრონიკულად მოავადე, მძიმე პაციენტია, მის მომვლელებს, ოჯახის დანარჩენ წევრებს, მეურვეს, ხშირად მათაც, ესაჭიროებათ ფსიქოლოგიური დახმარება. ამ მიზნით პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ვიზიტები ბინაზე, საშუამავლო აქტივობა, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მეურვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

როგორც ყველგან, ჩვენთანაც, ხანდაზმულ, ქრონიკულად მოავადე პაციენტთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, ამიტომ აუცილებელი ხდება თავად მეურვე ან მისი ოჯახის წევრი მომზადდეს, რომ პაციენტის დამოუკიდებლად მოვლა შეძლოს. სწორედ ამიტომ მათთან ტარდება საგანმანათლებლო მუშაობა, რომ პაციენტის, მის ოჯახის წევრების თვითმოვლისა და მოვლის უნარ-ჩვევები ვასწავლოთ.

საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობის შედეგია სასწავლო-მეთოდური ცენტრის ფუნქციონირება, რომელიც სტუდენტებს და მოქმედ ექთნებს ისეთ სასწავლო პროგრამებს სთავაზობს, როგორიცაა: ზრუნვის უნარ-ჩვევები, ქრონიკული ჭრილობების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და სხვა. პერსონალის მომზადება ხდება გერმანელი სპეციალისტების მონაწილეობით.

- ვის შეუძლია შინმოვლის პროგრამით სარგებლობა?

- ამ პროგრამის ბენეფიციარები არიან საწოლს ან სახლს მიჯაჭვული, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული პაციენტები, რომლებსაც 200 000-მდე ქულა აქვთ და 18 წელს ზემოთ ასაკის პირები, თითოეულის მოვლა ინდივიდუალური გეგმით წარმოებს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
35 წლის მაია არუ­ნაშ­ვილს, რო­მელ­საც მკერ­დზე ავთსვი­სე­ბი­ა­ნი, მე­ტას­ტა­ზუ­რი სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა,
გთავაზობთ პოეტისა და ჟურნალისტის - სოფიკო ტყეშელაშვილის ჩანახატს ბარსელონის ერთ-ერთი კლინიკიდან:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად