მარტო ვარ, მარტოოო! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარტო ვარ, მარტოოო!

რომელიღაცა დიდი კლინიკის, რომელიღაცა ფლიგელის, რომელიღაცა პალატიდან ქალის განწირული ხმა ისმის, - მარტო ვარ! მარტოოო!

ალერგოლოგის მისაღებში ვზივართ!

დღეს ჩემი მიღების დღე და საათია!

შენ ხომ ყველაფერი სასწაული უნდა დაგემართოს,-შეწუხდა დედა,როცა გაიგო,რომ ღამის ქალაქი საშინელ ალერგიას მაძლევს! დღე არაფერი, დღე მშვიდად და მშვენივრად ვარ! აი, საღამომოსკენ თუ ქუჩაში გავედი წარმოუდგენელი ალერგიული შეტევით ვბრუნდები უკან!

-რაღაცაზე ვერ თანხმდებით მაგ დროს შენ და ბარსელონა (ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით), დაეჭვებით იცინის ჩემი და, აბა ასეთი, არაფერი მინახავს!

მოკლედ, ველოდებით ექიმს, თან იმ ქალის ხმა ძვლებამდე ატანს!

- ნეტავ ვინ არის?

ფეხზე წამოვდექი!

- არც გაბედო ხმას მიჰყვე,-მეუბნება და ,შესვლის დრო გაქვს!

- ამისთვის არ ავმდგარვარ!

- ვითომ?

მერე ზედიზედ მომიწია მისვლამ.

იკვლევენ, რა ხდება ღამე,რა იწვევს ალერგიას!

და იქ ისევ ის ხმა! გაუჩერებლად, - მარტო ვარ, მარტოოო!

ვკვდები ისე მინდა, ამ ხმამ პატრონამდე მიმიყვანოს.იქ კი დრო ვიხელთო ექიმებს ,ექთნებს გავუძვრე, დავხედო და ვნახო ვინ არის !

მოვახერხე!

ერთადგილიან პალატაში წევს.კარი ისეა შეღებული მთლიანად არ ჩანს.საავადმყოფოს ხალათში ჩაცმული წევს, ფეხები და ხელის მტევნები უჩანს და მთელი სხეულით ცახცახებს !

შევიდე მინდა! ვინ დამიჭერს! ის მაინც მოვასწრო თავზე ხელი გადავუსვა ზუსტად იმ დროს,როცა მთელ სამყაროს შესტირის, რომ მარტოა!

გამატარეთ,მესმის უკნიდან კაცის ხმა და სანამ შემოვბრუნდები,ვფიქრობ,-არ ყოფილა მარტო, კიდევ კარგი,კიდევ კარგი!

შემოვბრუნდი და სახტად დავრჩი, ეტლში ზის კაცი! ესეც აშკარად ამ საავადმყოფოს პაციენტია,რომელიღაცა ფლიგელის,რომელიღაცა პალატიდან!

გავატარე და კარებს მივეყრდენი! შეგორდა!

-მარტო ვარ! მარტოოო!დაიწყო ქალმა!

-არ ხარ მარტო! არ ხარ მარტო,-გაეპასუხა ესეც!

-ვინ ხარ,ვინ ხარ? ნერვიულად იკითხა ქალმა და არ დამავიწყდება,როგორ ცდილობდა აკანკალებული ხელებით ტანზე,ფეხებზე რაც შეიძლება ქვემოთ ჩამოექაჩა პერანგი,რომ მაქსიმალურად დაეფარა სხეულის სიშიშვლე! (ამის თავი ჰქონდა)

- ვინ ხარ, ვინ?

- რა მნიშვნელობა აქვს,ვინ ვარ,მთავარია, ახლა მარტო არ ხარ,უპასუხა კაცმა და პალატიდან გამოსვლა დაიწყო!

ოღონდ რაღაცნაირად უხერხულად,მოუხერხებლად და ეტლიანად კარებში გაეჩხირა !

გამოვიყვანე!

არ ელოდა!

არც ექიმს ვგავდი, არც სანიტარს!

ვინ ხართ?მეკითხება მშვიდად!

- რა მნიშვნელობა აქვს, ვეუბნები!

- ისევე, როგორც იმ ქალთან, - არა? - ეღიმება!

ზუსტად,ისე, როგორც იმ ქალთან ვეთანხმები და მეც მეღიმება!

- ხშირად მოაკითხეთ,ხოლმე,ვთხოვ მერე!

- ასეც ვაპირებ,დიდი ხანია ვუსმენ ამ ხმას და დღეს პირველად გამოვყევი!

ლიფტთან დავემშვიდობეთ ერთმანეთს! მარჯვნივ გაუხვია,დარბაზისკენ! ბოლომდე მივადევნე თვალი, ეტლი ფანჯრებთან გააჩერა და შორს დაიწყო ყურება! ეს ფოტოც მაშინ გადავუღე.ჩუმად და შეუმჩნევლად!

მარტო იყო!