სოციალური პრობლემები

სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფულადი დახმარების გაცემის სტრუქტურა წლის ბოლომდე გახდება ცნობილი

სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფულადი დახმარების გაცემის სტრუქტურა წლის ბოლომდე გახდება ცნობილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფულადი დახმარების გაცემის სტრუქტურა წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.

კერძოდ, დავით სერგეენკოს თქმით, წლის ბოლომდე დასრულდება მუშაობა საკითხზე, ბავშვებზე გასაცემი 50-ლარიანი დახმარება სრულად მონეტარული იქნება თუ ვაუჩერულ ნაწილსაც მოიცავს.

„სოციალურად დაუცველი ბავშვების თანხა, რომელიც 10 ლარი იყო, გახდა 50 ლარი. რაც შეეხება ამ დახმარების სტრუქტურას, იქნება ეს სრულად მონეტარული თუ მეორე ნაწილი ვაუჩერული, ჩვენ წლის ბოლომდე ამ საბოლოო ვერსიის დამუშავებას დავასრულებთ და მომავალი წლის იანვრიდან ამუშავდება.
ახლა გავდივართ ფაქტობრივად, ბოლო ტექნიკურ კონსულტაციებს“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მსგავსი სიახლეები
ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლეიკემიისთვის გადამწყვეტი ცილის (MLL) სტაბილიზებით
13-06-2019
ექიმები 14 წლამდე ბავშვებში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ მიზეზებს
08-05-2019
10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანხმლები ქალი ამბობს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან
20-04-2019