ჯანდაცვის არასწორი რეფორმა და სოციალური პრობლემები - არჩევნებში დამარცხების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი! - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

ჯანდაცვის არასწორი რეფორმა და სოციალური პრობლემები - არჩევნებში დამარცხების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი!

ჯანდაცვის არასწორი რეფორმა და სოციალური პრობლემები - არჩევნებში დამარცხების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი!
დღეს მთელი საქართველო საუბრობს "ოცნების" მარცხის მიზეზებზე, ბევრი რამ ითქვა, მაგრამ მიზეზთა შორის არ მომისმენია ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ბოლო 2 წელია, რელსებიდან გადავარდა და საით მიექანება, მემანქანემაც აღარ იცის.

გახსოვთ ალბათ, შარშან გაზაფხულიდან ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცხადებული რეფორმის "რეფორმა", რომელიც ასაკობრივი და სახელფასო ჯგუფების შექმნას და შესაბამისად დაფინანსებათა გადანაწილებას, სინამდვილეში კი სამედიცინო მომსახურებებზე სახელმწიფოსგან დაფინანსების შეზღუდვას ითვალისწინებდა, თუმცა მინისტრი იმასაც შეგვპირდა, ზოგადად ამ მიზნებისთვის გამოყოფილი საერთო ჯამური დაფინანსება ბიუჯეტიდან გაიზრდებაო.

აბა გავიხედოთ და გამოვიხედოთ: ჩემ ირგვლივ, ბოლო 2
წელია, ვისაც რაიმე სერიოზული პრობლემა ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველას უარი მოუვიდა საყოველთაოდანაც, რეფერალურიდანაც და მერიიდანაც, ან იმდენად მიზერულ თანხას აძლევდნენ (მაგალითად, 5 ათასი თუ სჭირდება, 500 ლარს გამოუყოფენ), რომ ნერვები კიდევ უფრო მეტად დაწყდომოდა ავადმყოფს.

ორიოდე წლის წინ კი ჯანდაცვის ბიუჯეტი რატომღაც ყველას სწვდებოდა, ყველა
პრობლემას ჰყოფნიდა. ახლა ვიღაცას მადა გაეზარდა, როგორც ჩანს.

ბატონო მინისტრო! სახელფასო ჯგუფები რომ შექმენით (1000 ლარი ვისაც აქვს ხელფასი, მას არ ეკუთვნის სახელმწიფოსგან სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაო), იმას რატომ არ ანგარიშობთ, იმ 1000 ლარად 2 წლის წინ რასაც ვყიდულობდით, დღეს იმის ნახევარსაც რომ ვეღარ ვყიდულობთ? ან იმას რატომ არ ანგარიშობთ, რომ სამედიცინო მომსახურების ფასები ყველგან გაორმაგდა და გასამმაგდა?

ხალხი სამედიცინო მომსახურების გარეშეა დარჩენილი, უფრო მეტიც, წამლების გარეშე. კითხულობთ რა ხდება კლინიკებში? პაციენტები ვეღარ ახერხებენ მკურნალობას. ბევრი კლინიკა დახურვის პირასაა.

რეცეპტომანია რომ დაატრიალეთ, მაშინ ხომ გთხოვდით და გეუბნებოდით, რომ ეს არ იყო გონივრული გადაწყვეტილება და რომ კიდევ უფრო მეტად გააძვირებდა წამლებს?

განა რა გახდა ბოლოს და ბოლოს ამ ფარმაცევტული მაფიის მოსპობა ქვეყანაში? რა გახდა ამ მონოპოლიის მოსპობა? განა რას შოულობთ ამდენს, რომ ყველა ხელისუფლება კისრამდე ეფლობა ამ მაფიის ტალახში?

ნუთუ დასაშვებია, რომ თითქმის ყველა ექიმი, იძულებულია, ჩაერთოს კორუფციულ გარიგებაში (თქვენ რომ დისტრიბუციას უწოდებთ) ფარმაცევტულ ფირმებთან და ნებისმიერ პაციენტს დაუნიშნოს წამლები, რომელთა ღირებულება 60 ლარიდან იწყება, მაშინ როცა ამ წამლების 3 ლარიანი ანალოგებიც არსებობს? ამას სახელმწიფო ჯანდაცვა უნდა უწყობდეს ხელს? არ უნდა რეგულირდებოდეს სამედიცინო მომსახურებისა და წამლების ფასები? ეს ხომ ფუფუნების საგნები არ არის? ეს ხომ ადამიანის სიცოცხლეს ეხება? და ადამიანის სიცოცხლეს არ უნდა იცავდეს სახელმწიფო? ვინ, რომელი რგოლი ფიქრობს პაციენტზე? ვინ იცავს პაციენტის უფლებებს საქართველოში?

სოციალურმა პრობლემებმა იმატა ქვეყანაში, ადეკვატური რეაგირება კი არ ჩანს სახელმწიფოს მხრიდან. დღე არ გავა, სოციალურ ქსელში არ შეხვდე რამდენიმე განწირული ადამიანის მოთქმა-გოდებას, რომ შვილი ან დედა უკვდება და დახმარება სჭირდება. დაიღალა ხალხი! თავადაც გაჭირვებულია ყველა და ირგვლივ სულ კვნესა-გოდება ისმის! დავიღალეთ!

ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს ცოტა ხნის წინ ჩვენს თანამშრომელს, რომლის ხელფასი და პენსია ერთად 300 ლარია. ექიმი ეუბნება, რომ მისთვის აუცილებელია პრეპარატი მაბტერა, რომლის ღირებულება 3000 ლარია და 6 გადასხმა მაინც უნდა გაიკეთოს. საერთო ღირებულება თავად გამოთვალეთ და მითხარით, საიდან უნდა მოიტანოს ამ ადამიანმა ეს თანხა? შეიტანა თქვენს ყველა ინსტანციაში და მხოლოდ მერიიდან მიიღო ერთი გადასხმის ნახევარი დოზის დაფინანსება. საყოველთაომ და რეფერალურმა კი უარი უთხრა! ანუ რა ვქნათ? გადავაგდოთ ეს ადამიანი? აღარ გვჭირდება? ხომ თქვით საპენსიო ასაკის ადამიანებს 100 %-ით დავაფინანსებთო ყველაფერში? სად არის აბა თქვენი დაპირება?

სოციალური პრობლემაა ესეც და თქვენ ხომ აზრად არ მოგივათ ამაზე ფიქრი, ბარემ აქვე გეტყვით: როგორ გამრავლდეს ერი? როგორ შექმნან ოჯახები? როგორ გადაჭრან საბინაო საკითხები? რამდენ ადამიანს აქვს დღეს საქართველოში იმხელა ხელფასი, რომ კვადრატული მეტრი 2000 ლარად ღირებული ბინა შეიძინოს? გადის წლები, ათწლეულები, ნახევარი ოჯახები დაინგრა, მოსახლეობის თითქმის ნახევარი წავიდა ქვეყნიდან სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად და განა სახელმწიფომ არ უნდა იფიქროს ამაზე? დარჩენილი მოსახლეობის 80%-ს კი ბანკის პროცენტიანი ვალები აქვს აღებული, რომ საკუთარ შვილებს ერთი პატარა თავშესაფარი მაინც მისცეს, რომ ოჯახის შექმნან და გამრავლება შეძლონ! მაგრამ მავანთა თქმით, მაგ ბანკებით ხარობს და მდიდრდება სახელმწიფო! რაში გენაღვლებათ გაჭირვებული ადამიანები? არ გენაღვლებათ და ეხლა გიკვირთ, ამ გამწარებული ხალხის რეაქცია არჩევნებზე?

როგორ არ ვთქვა მარიხუანაზე? ამისთანა მავნებლობა როგორ შეიძლება ადამიანს მოგივიდეს თავში და თან არჩევნებამდე 2 თვით ადრე? ასობით ექიმი გამოვიდა ამ ინიციატივის წინააღმდეგ, მაგრამ ვითომ აქაც არაფერი! არაფერი? ხოდა ჩვენგანაც არაფერი, ბატონო!

უბრალო ადამიანების თვალებით გამოიხედეთ, სახელმწიფოებრივად აზროვნება დაიწყეთ სასწრაფოდ! ზევიდან ნუ უყურებთ ქვეყანას! ერთი გაფრთხილება უკვე მიღებული გაქვთ!

თამარ მამაცაშვილი - ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" და mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
კატეგორიის სხვა სტატიები
35 წლის მაია არუ­ნაშ­ვილს, რო­მელ­საც მკერ­დზე ავთსვი­სე­ბი­ა­ნი, მე­ტას­ტა­ზუ­რი სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა,
გთავაზობთ პოეტისა და ჟურნალისტის - სოფიკო ტყეშელაშვილის ჩანახატს ბარსელონის ერთ-ერთი კლინიკიდან:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ საერთაშორისო კარიტასისა და ევროპის კარიტასის წევრი ორგანიზაციაა,
ტექნოლოგიისა და მედიცინის განვითარების წყალობით მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა.
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად