სოციალური პრობლემები

პენსიონრების სიღარიბიდან ამოყვანა საბაზისო პენსიის ზრდის საფუძველზე შეუძლებელი იქნება - კვლევის შედეგები

პენსიონრების სიღარიბიდან ამოყვანა საბაზისო პენსიის ზრდის საფუძველზე შეუძლებელი იქნება - კვლევის შედეგები
დღეს არსებული პენსიონრების სიღარიბიდან ამოყვანა საბაზისო პენსიის ზრდის საფუძველზე შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" კვლევაშია საუბარი, რომელიც საქართველოს საპენსიო რეფორმის შეფასებას ეხება.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, რეფორმის კონცეფციის ფუნდამენტური რისკების გათვალისწინებით, პენსიონრების მსგავსად, სიღარიბიდან ამოყვანასთან დაკავშირებით, იგივე შეიძლება ითქვას მომავალ თაობებზეც, რომლებსაც, სისტემაში ჩართვის შემთხვევაშიც კი, წინა თაობისგან განსხვავებული, "გაცილებით მცირე სამუშაო სტაჟის ისტორია და დაბალი შენატანები ექნებათ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ გააღრმავებს სიღარიბისა და უთანასწორობის ზოგად დონეებს".

კვლევაში ნათქვამია, რომ შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად, საპენსიო სისტემის იმგვარად რეფორმირება
რჩება, რომელიც, პირველ რიგში, დაეფუძნება საჯარო, გადამანაწილებელი ეფექტის მქონე თაობათაშორისი სოლიდარობის სქემას, რომელიც საბაზისო პენსიის გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა.

"სხვა შემთხვევაში, ინდივიდუალური დანაზოგების კულტურაზე აგებული კერძო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის კონცეფცია იმუშავებს მხოლოდ სახელმწიფოს საზიანოდ, რადგან ის ვერ შეამცირებს არსებულ ფისკალურ ხარჯებს. მეტიც, მნიშვნელოვნად გაზრდის მას და
თანაც, არა თუ გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ უარყოფითადაც კი იმოქმედებს მასზე. ინდივიდუალური დანაზოგების კულტურა ვერ დამკვირდება ქვეყანაში, სადაც არ არსებობს შესაბამისი ობიექტური წინაპირობები, სადაც სამომხმარებლო სესხებით მოსარგებლეთა რაოდენობა რეკორდულ რიცხვს აღწევს და საარსებო მინიმუმს გატოლებულ პენსიასაც კი უზარმაზარი გავლენა აქვს მთლიანი შინამეურნეობების სიღარიბის დონეზე",-ნათქვამია "ღია საზოგადოება საქართველოს" კვლევაში.
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
სამედიცინო-საინფორმაციო სამსახური "მედიქოლი" პარტნიორი კლინიკების მხარდაჭერით და სააფთიაქო ქსელი "სახალხო აფთიაქი" საპენსიო ასაკის ადამიანებს
24-07-2019
2019-2020 წლებში სახელმწიფო პენსიების 20-20 ლარის ოდენობით ზრდა არის დაგეგმილი, - ამის შესახებ
20-06-2018
რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები - რამდენი უნდა იყოს პენსია საქართველოში, რომ საარსებოდ ეყოს ადამიანს?
16-12-2017