ძალადობა მოზარდებზე: რას ჰყვებიან ბავშვები, რომლებსაც მშობლები ჩაის საკრეფად თურქეთში უშვებენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

ძალადობა მოზარდებზე: რას ჰყვებიან ბავშვები, რომლებსაც მშობლები ჩაის საკრეფად თურქეთში უშვებენ

ძალადობა მოზარდებზე: რას ჰყვებიან ბავშვები, რომლებსაც მშობლები ჩაის საკრეფად თურქეთში უშვებენ

- თუ ბავშვს დამცველი არ ჰყავს გვერდით, იძალადებს, აბა, რა იქნება. საშინელი ამბები მსმენია, თუმცა ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს. თუ არ მოეწონა შენი გაკეთებული საქმე, შეუძლია ფულიც არ გადაგიხადოს და ისე გამოგაგდოს. ვინ მოსთხოვს პასუხს? ასე დიდებს ექცევიან და პატარას თუ დაუცველს ნახავს, რას უზამს? მინახავს 12 წლის ბავშვები მშობლების გარეშე რომ შრომობდნენ, მშობლები სახლში ისხდნენ და ელოდნენ, შვილი ფულს რომ ჩამოუტანდა. თვითონ ბავშვები ფულს რომ იღებენ, უხარიათ, ბედნიერები არიან. გაცვივდებიან მაღაზიებში, ყიდულობენ ტკბილეულს, ტანსაცმელს, ტელეფონს და უხარიათ. ყველა გაჭირვებული მიდის იქ, აბა, დალხენილი ხომ არ წავა?

მერე ბავშვი ფულის გემოს რომ გაიგებს, ხელმეორედ წასვლის სურვილი უჩნდება. წელზე ფეხს ვიდგამ, რომ ჩემს შვილებს საჭმელი ჰქონდეთ და იქ მათ თანატოლებს რომ ვხედავ, ასეთ მცხუნვარე მზეში რომ დგანან და შრომობენ, სულ მათ მშობლებზე ვფიქრობ. მაინც მგონია, რომ ასეთი შრომისთვის ცოდოები არიან. ეს ძალიან მძიმე შრომაა. ზოგი ამბობს, შვილებს მუშაობას ვაჩვევთო, ზოგი ძალიან დათრგუნვილია და თავის ცხოვრებაზე არ ლაპარაკობს, კონტაქტში შემოსვლაც უჭირს. ბევრი თვალცრემლიანიც მინახავს, რომ იღლება და ძალა აღარ აქვს, ტირის. მიზეზს რომ ვეკითხები, ლაპარაკიც არ უნდა. ძალიან მძიმე შრომა ასეთი პატარებისთვის გამანადგურებელია. ენგრევათ ჯანმრთელობაც და ერყევათ ფსიქიკაც.

სალომე ჭიჭინაძე, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სოციალური მენეჯერი:
- ჩვენ გურიის რეგიონში ვმუშაობთ და ვკურირებთ სამოქალაქო განათლების ცენტრს, მოდიან მოზარდები და ბავშვთა უფლებებზე იღებენ ინფორმაციას. ერთ-ერთ შეხვედრაზე, როცა ბავშვთა შრომით უფლებებზე იყო საუბარი, მოზარდმა აღნიშნა, - თურმე ჩემი უფლება ირღვეოდა, როდესაც მშობლებთან ერთად გადავდიოდი თურქეთში და იქ ჩაის ვკრეფდიო. ილაპარაკა, ყოველ სეზონზე როგორ ამუშავებდნენ თხილისა და ჩაის პლანტაციებში და როგორი მასობრივი ხასიათი ჰქონდა ამას. კვლევა ჩავატარეთ 2015 წელს. ორგანიზაციის პარტნიორი იყო სოციალური ანალიზისა და კვლევის ინსტიტუტი. 223 რესპონდენტი გამოვკითხეთ, ყველა უკვე სრულწლოვნები იყვნენ, მაგრამ ჰყვებოდნენ, 14-17 წლისები როგორ იყვნენ ამ შრომაში ჩაბმულები. ამბობდნენ, რომ მატერიალური მდგომარეობა ჰქონდათ მძიმე და მათი ინტერესი იყო, ფული ეშოვათ. გვიყვებოდნენ, როგორ ყიდულობდნენ ამ ფულით საყოფაცხოვრებო ნივთებს. ამბობდნენ, რომ გამოცდილებასთან ერთად, ყოველ წელს უმჯობესდებოდა სამუშაო პირობები.

- დამსაქმებელი დაპირებულ თანხას უხდიდა?
- დამსაქმებლები ძირითადად სიტყვიერ შეთანხმებას დებდნენ, მათი თქმით, ეს შეთანხმება არ ირღვეოდა. თუმცა იმასაც ამბობდნენ, რომ არანორმირებული გრაფიკით მუშაობა ღია ცის ქვეშ, წვიმასა და მზეში უხდებოდათ. დაახლოებით ექვსმა თქვა, ისე შეერყა ჯანმრთელობა, რომ მერე ვეღარ შეძლო იმავე სამუშაოს შესრულება. არც ის დაუმალავთ, რომ სკოლას აცდენდნენ და ამაზე სკოლა არ რეაგირებდა. გამოვკითხეთ ქობულეთის, ლაითურის ნასაკირის თემი, ჩოლოქის მეურნეობა. რესპონდენტის შერჩევა ხდებოდა ე.წ. თოვლის გუნდის მეთოდით, ანუ ერთი გამოცდილების მქონე გვაწვდიდა ინფორმაციას მათ თანატოლზე.

ასე მითითებით მივაგენით 223 რესპონდენტს. ყველა ამბობდა, პირველად მშობლებთან ერთად წავედიო. მეორე, მესამე და შემდგომ ვიზიტებზე კი უკვე ბავშვებს მინდობილობით მეზობელს, თანასოფლელს ან ნაცნობს ატანდნენ. არასრულწლოვნები იმასაც ამბობდნენ, საზღვრის დაცვის სამსახური საბუთებსაც არ გვთხოვდაო. არც დამსაქმებელს მოუთხოვია თანხმობები თურქეთში. იქ ასეთი რეგულაცია მოქმედებს: თუ დამსაქმებელი წლამდე ვადით ასაქმებს ვინმეს, სრულწლოვანი იქნება ეს თუ არასრულწლოვანი, მასთან ხელშეკრულების გაფორების ვალდებულება არა აქვს. ბავშვები ამბობდნენ, სამუშაოდ თურქეთში რომ მივდიოდით, ეს ოჯახის წევრების გარდა არავინ იცოდაო, მაგრამ რას აკეთებდა სკოლა, როცა მოსწავლე გაკვეთილზე არ იჯდა?

კვლევის შემდეგ გავესაუბრეთ პედაგოგებს და გაირკვა, რომ მათაც და სოფლის რწმუნებულებმაც ყველაფერი იცოდნენ. ფაქტობრივად, სოფლები ცარიელდება სეზონზე. ყველა თურქეთში მიდის ფულის საშოვნად. ყველამ კარგად იცის, როცა ბავშვი გადადის საზღვარზე, ის სამუშაოდ მიდის და არა - სამოგზაუროდ.

- ძალადობის ფაქტებზე არ ჰყვებიან?
- 5-მა ახალგაზრდამ აღიარა, მათ ისლამური სახელმწიფოს სამხედრო შენაერთებში გაწევრება შესთავაზეს. 5 რესპონდენტი აღნიშნავდა, რომ მათზე გარკვეული ხასიათის სექსუალური ძალადობა გამოავლინეს. 4 ამბობდა, ერთჯერადად იძალადეს მათზე, მაგრამ არ აკონკრეტებდნენ დეტალებს. რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ უკეთესი მომავლის იმედი დაკარგული აქვთ. ამას ემატება ოჯახის მძიმე მდგომარეობა, მოზარდი ფულის ყადრს რომ გაიგებს, იმასაც კიდევ უჩნდება წასვლის სურვილი. ეს წახალისებაა. სკოლაში აღარ დადიან და განათლებას ვერ იღებენ. არადა, მათი მომავალი ცხოვრება ხომ განათლებაზეა დამოკიდებული. მშობელი ვალდებულია, შვილის უფლებები დაიცვას და თუ ამას მშობლები არღვევენ, მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა ჩაერთონ ამაში. ბავშვები თვლიან, რომ აკადემიური მოსწრება მაღალი არა აქვთ და ამიტომ განათლება უნდათ ჩაანაცვლონ სამუშაოთი. მათ ფაქტობრივად, უნდა გაწირონ თავი და იქცნენ მონებად.

- რა რეკომენდაციები აქვს თქვენს ორგანიზაციას?
- აღმოჩნდა, რომ ქვეყანას არა აქვს საკანონმდებლო რეგულაცია იმ დონეზე, რომ არასრულწლოვნების შრომითი მიგრაციის პრაქტიკა დაარეგულიროს. აქტუალურია დღეს თურქეთი, მაგრამ ხვალ შეიძლება აზერბაიჯანის, სომხეთის მიმართულებითაც გაჩნდეს პრობლემა და იქაც წავიდნენ ბავშვები სამუშაოდ. ჩვენი მთავარი რეკომენდაცია იყო, რომ შექმნილიყო დოკუმენტი, რომელიც ამ საკითხებს დაარეგულირებდა. ოფიციალური მიმართვები გავგზავნეთ პარლამენტში, "ჯანდაცვაში", განათლების სამინისტროში, სახალხო დამცველის აპარატში, თურქეთის საელჩოში და ვთხოვდით, რომ სახელმწიფო უწყებას შეექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებს შეისწავლიდა და პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ უკვე სამი წელი გავიდა და არც ერთი უწყებიდან ჩვენს ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია.

ჩვენ მარტო გურიის რეგიონში ვმუშაობთ ჯერჯერობით, მაგრამ პრობლემა მწვავედ დგას აჭარაშიც. მშობლები ამბობენ, რომ უკეთესი ალტერნატივა არა აქვთ. ეს პრაქტიკა გრძელდება, შეიცვალა მხოლოდ ის, რომ არასრულწლოვნების გადასვლას საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ახლა უფრო მეტად ამოწმებს. უკან დააბრუნეს რამდენიმე არასრულწლოვანი, მაგრამ ფაქტია, მრავლად არიან ჩვენი ბავშვები თურქეთში. მშობლებთან ძალიან ბევრია სამუშაო, მათ არა აქვთ გააზრებული, რა რისკებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი.

- ანაზღაურებას უხდიან ბავშვებს?


გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 12-07-2018
dali
ტექსტი სიმართლეს შეიცავს, მაგრამ შუაზიელი ბავშვების ბამბის პლანტაციაში მუშაობის სურათი რომ გიდევთ...ასეთი დეტალები უნდობლობას იწვევს...
მსგავსი სიახლეები
ჩინეთიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ,
03-02-2020
გარდა იმისა, რომ თურქეთი ყოველწლიურად ახერხებს მილიონობით ტურისტის მიზიდვას, ქვეყნის განვითარების
10-05-2019
აი ეს შემზარავი ფოტო - 4 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა და საქმე აღძრულია მშობლის
23-01-2019
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
5 წლის სანდრო ალაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
დედა, ვერ გირეკავ ხოლმე, ბილაინი მანდ რომ ვერ იჭერს, მაგთის ნომერს გიგზავნი,
ამერიკელმა სოციოლოგებმა განსაზღვრეს იდეალური ასაკი ბედნიერი ქორწინებისთვის.
რამდენად გაგვიძვირდა პროდუქტები 2020 წლის იანვარში? - ნახეთ დეტალურად "პალიტრანიუსის"
35 წლის მაია არუ­ნაშ­ვილს, რო­მელ­საც მკერ­დზე ავთსვი­სე­ბი­ა­ნი, მე­ტას­ტა­ზუ­რი სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად