ეს მერაბ მენთეშაშვილია, სოფელ ველისციხეში ცხოვრობს, მისი დიაგნოზი ჰოჯკინის ლიმფომაა და ახლა 1000 ლარი სჭირდება რომ მორიგ გამწვავებას გაუმკლავდეს.
როცა მისმა ნათესავმა ამ კაცის გაჭირვების შესახებ რედაქციაში დაგვირეკა, დავინტერესდით, სად მკურნალობდა, რა მდგომარეობა ჰქონდა, დავრეკეთ ზოდელავას ჰემატოლოგიურ კლინიკაში და დავაზუსტეთ კიდეც ყველაფერი. ზოგადად ამ დაავადების მკურნალობას სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს 90%-ითო, გვითხრეს, მაგრამ მას იმ 10%-ის გადახდის შესაძლებლობაც არ აქვს, გარდა ამისა უნდა შეიძინოს გადასხმისთვის და შემდგომი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები.
თუ დროულად არ ჩატარდა საჭირო მკურნალობა, მერე გვიან იქნება. ამ ეტაპზე საჭიროა 4-5 დღე სტაციონარში მოთავსება, საჭირო მედიკამენტების შეძენა და მკურნალობის ღირებულების იმ მცირე დარჩენილი პროცენტის ანაზღაურება. ექიმმა ისიც გვითხრა, კლინიკა მაქსიმალურ დახმარებას უწევსო, ძველი მკურნალობის ვალებიც აქვს, მაგრამ ამის გამო არავის უთქვამს უარი მორიგ პროცეურებზე, რადგან ვიცით მისი მდგომარეობის სიმძიმეო. მაგრამ პრეპარატებს ხომ კლინიკა ვერ შეუძენს?
მეგობრებო, აქ არ არის საუბარი ასეულათასობით ევროებზე, მხოლოდ 1000 ლარი სჭირდება ადამიანს სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მოდით, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ!
ანგარიშის ნომერია GE05LB0288870250681275
მიმღები ნონა სოლომნიშვილი
ტელ 574377055

