სოციალური პრობლემები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

სოციალური პრობლემები

გთხოვთ, განგვიმარტოთ, მოქმედი კანონის შესაბამისად, ნებადართულია თუ არა საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფინანსების შედეგად მიღებული შემოსავლების ხელმძღვანელის შეხედულები-სამებრ გამოყენება ნებისმიერი სხვა მიზნით?ლარისა მჭედლიძეარა, არ შეიძლება. კანონით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად უნდა მოხმარდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, მისი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით კანონით დაუშვებელია. ვარ 89 წლის, ომის ინვალიდი ეკონომიურად უკიდურესად მიჭირს, განსაკუთრებით გვიჭირს კომუნა-ლური გადასახადების გადახდა. რატომ მოგვისპეს შეღავათები, გაუმჯობესების ნაცვლად, გაგვიუარესეს მდგომარეობა. მოვესწრები კუთვნილი შეღავათების აღდგენას?ეკატერინე გიორგაძეთქვენ, როგორც ომის ინვალიდს, კომუნალური გადასახადების დასაფარავად, პენსიის გარდა, ყოველ-თვიურად 44 ლარი უნდა გეძლეოდეთ. ყველა სახის კომუნალური გადასახადების გადახდისგან თქვენი ოჯახის მთლიანად გათავისუფლებისთვის, მოქმედი კანონმდებლობით, არ არსებობს საფუძველი. ვარ 45 წლის, ორი წელი ავღანეთის ომში ვიბრძოდი, საიდანაც ავადმყოფი დავბრუნდი, მაგრამ პენსიის დანიშ-ვნაზე არც მიფიქრია. ორი შვილი მყავს. ეკონომიურად ძალიან გაგვიჭირდა. სამსახურიდან უბოდიშოდ გამომაგდეს. გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ დავინიშნო პენსია (საავადმყოფოს საბუთები, რითაც ავღანეთის ომიდან დავბრუნდი, ხელზე მაქვს)?გიორგი ნადარეიშვილიავღანეთში მიღებული დაავადებების დამადასტურებელი საბუთებით, გირჩევთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ პოლიკლინიკას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც საფუძვლიანად  გამოიკვლევენ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. კვალიფიციური სამედიცინო კომისიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის სათანადოდ გამოხატული სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ინვალიდობის პენსია დაგენიშნებათ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს რაიონული სამსახურის მიერ. 2007 წლის 20 ოქტომბერს სამედიცინო კომისიამ განმისაზღვრა მნიშვნელოვნად გამოხატული შრომის უნარის შეზღუდვის სტატუსი და დამენიშნა 38 ლარი პენსია. ვარ მარტოხელა. გთხოვთ მაცნობოთ, რა შემთხვევაში შეიძლება დამენიშნოს, როგორც მომუშავეს და ინვალიდს, ყოველთვიური დახმარება თვეში 30 ლარის ოდენობით?აბელ ვაშალომიძეიმისათვის, რომ 30 ლარის ოდენობით ყოველთვიური დახმარება მიიღოთ, საჭიროა დარეგისტრირდეთ მონაცემთა ერთიან ბაზაში და მოიპოვოთ შესაბამისი სარეიტინგო ქულა. გირჩევთ, აღნიშნულ საკითხზე დაუყოვნებლივ მიმართოთ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს რაიონულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აქვე გაცნობებთ, რომ 2007 წლის 1 დეკემბრიდან პენსია 55 ლარის ოდენობით უნდა გეძლეოდეთ. მყავს 3 წლის შვილი, რომელსაც მარტოდმარტო ვზრდი, ვინაიდან მამამ მას მხოლოდ გვარი მისცა და შემდგომ საერთოდ არ კითხულობს. ჩავითვლები მარტოხელა დედად?ნინო მერკვილაძეშეკითხვაში აღნიშნული პირობების მიხედვით, მარტოხელა დედად არ ჩაითვლებით, ვინაიდან რაკი თქვენი შვილი მამას უცვნია საკუთარ შვილად და მიუცია გვარი, იგი სარგებლობს ყველა იმ უფლებით, როგორც რეგისტრირებული ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვი. გირჩევთ, ბავშვის სარჩენად მამისთვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე მიმართოთ სასამართლოს. გარდამეცვალა მეუღლე, რომელიც ომის ინვალიდი იყო; მე, როგორც ომის მონაწილეებთან გათანაბ-რებული პირი, ვიღებ პენსიას თვეში 45 ლარის ოდენობით. მიმდინარე წლის 1 ნოემბერს მივმართე სოცუზრუნველყოფას მეუღლის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნის თაობაზე, რადგან მისი პენსია ორჯერ აჭარბებდა ჩემსას. ხომ გადმოვა ჩემზე ის პენსია, რასაც ჩემი აწ გარდაცვლილი მეუღლე იღებდა?მერცია გაბისონიაპენსია იმ ოდენობით, რასაც თქვენი მეუღლე იღებდა, კანონის თანახმად, თქვენ არ შეიძლება დაგენიშნოთ. ამიტომ პენსიის სახეობის შეცვლას არ გირჩევთ, ვინაიდან იგი ისევ 45 ლარის ოდენობით მოგეცემათ. შეღავათებით კი, როგორც ომის მონაწილესთან გათანაბრებული, ისედაც სარგებლობთ. 
ნაჩვენებია მე-13 გვერ 13 - დან
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად