სოციალური პრობლემები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

სოციალური პრობლემები

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი. - მოანდერძეს უფლება აქვს, დააკისროს მემკვიდრეს საცხოვრებელი სადგომით ან მისი განსაზღვრული ნაწილით სამისდღეშიო სარგებლობის უფლების გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა იქ არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში სამკვიდროს გახსნამდე. ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მამკვიდრებელმა მემკვიდრეს საცხოვრებელი სადგომის ან მისი ნაწილის სარგებლობაში სხვა პირისთვის გადაცემა დააკისროს, მაგრამ არა სამისდღეშიოდ.
რუბრიკას უძღვება "ბიზნესისა და კანონმდებლობის" იურიდიული კონსულტანტი, ქალბატონი ირინა ღლონტი. მემკვიდრე ის პირია, რომელზედაც გადადის მამკვიდრებლის ქონება. მამკვიდრებლისგან განსხვავებით, მემკვიდრე შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფიზიკური პირი, არამედ იურიდიული პირი და ხაზინაც. მემკვიდრეებად შეიძლება ჩაითვალონ ის ფიზიკური პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისთვის. ფიზიკური პირი დაბადებიდან გარდაცვალებამდე შეიძლება იყოს როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრე, განურჩევლად მისი ქმედობაუნარიანობისა.
რუბრიკას უძღვება ჩვენი რედაქციის ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი. მემკვიდრეობის არსის გასაგებად აუცილებელია თვით საკუთრების, როგორც უფლების მნიშვნელობის ცოდნა, რადგან სწორედ საკუთრების უფლებისგან გამომდინარეობს კანონით მემკვიდრეობაც. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით უზრუნველყოფილია თავისუფალ, დემოკრატიულ, საზოგადოებაში ადამიანის არსებობის საფუძველი - საკუთრება. საკუთრების უფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის თავისუფლებასთან, რადგან სწორედ საკუთრებაა ადამიანის არსებობისა და საქმიანობის ქონებრივი საფუძველი, რაც, თავის მხრივ, საკუთარი ცხოვრების თავისუფლად, საკუთარი პასუხისმგებლობის საფუძველზე ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა.
რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინა ღლონტი. დაინტერესებულ მკითხველთა საყურადღებოდ თავდაპირველად განვმარტავთ, რომ შვილად აყვანის წესსა და პირობებს სამართლებრივად არეგულირებს: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის - გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ, ჰააგის კონვენცია ბავშვთა დაცვის და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს კანონი და საქართველოს პარლამენტის მიერ 2009 წლის 18 დეკემბერს მიღებული და 2010 წლის 1 მარტიდან ძალაში შესული კანონი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ.
ნაჩვენებია მე-11 გვერ 13 - დან
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად