სოციალური პრობლემები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

სოციალური პრობლემები

...და არც "ღვთის რისხვაა". ეს მხოლოდ მორიგი დაბრკოლებაა ადამიანისთვის. როცა მძიმედ ხარ ავად, ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება, მაგრამ გრცხვენოდეს საკუთარი მდგომარეობისა და ჩაიკეტო საკუთარ თავში, თუნდაც მაშინ, როცა საზოგადოება შენგან პირს იბრუნებს და უფრო მეტიც - მისგან ყოველდღიურად "გხვდება", არ ღირს. შენ ძლიერი ადამიანი ხარ! შენ აუცილებლად გაუმკლავდები შექმნილ მდგომარეობას! ძნელია, როცა მშობლებს უნარშეზღუდული შვილები ჰყავთ, ანდა, პირიქით, შვილები უვლიან მოხუცებულობისგან დაუძლურებულ ან მძიმე ავადმყოფ მშობლებს. ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ ბევრი შესაძლოა აღშფოთდეს - როგორ შეიძლება, შვილმა მშობელზე ან მშობელმა შვილზე უარი თქვასო, მაგრამ ნუთუ არასოდეს გაგიგონიათ, "ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობსო", და ამას მძიმე ავადმყოფზე ხშირად უახლოესი ადამიანები ამბობენ...
რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი. არის თუ არა კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ სამკვიდრო უნდა მიიღოს? - დიახ, კანონით დადგენილია დრო, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ სამკვიდრო უნდა მიიღოს. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამასთანავე, გათვალისწინებულია ამ ვადის გაზრდის შესაძლებლობა. პირს, რომლის სამკვიდროს მიღების უფლება იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სხვა მემკვიდრეები სამკვიდროს არ მიიღებენ, შეუძლია სამკვიდრო მიიღოს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის განმავლობაში, მაგრამ თუ ამ ვადის ამოწურვამდე სამ თვეზე ნაკლები ხანია დარჩენილი, შეიძლება მისი გაგრძელება სამ თვემდე.
რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი. - მოანდერძეს უფლება აქვს, დააკისროს მემკვიდრეს საცხოვრებელი სადგომით ან მისი განსაზღვრული ნაწილით სამისდღეშიო სარგებლობის უფლების გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა იქ არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში სამკვიდროს გახსნამდე. ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მამკვიდრებელმა მემკვიდრეს საცხოვრებელი სადგომის ან მისი ნაწილის სარგებლობაში სხვა პირისთვის გადაცემა დააკისროს, მაგრამ არა სამისდღეშიოდ.
რუბრიკას უძღვება "ბიზნესისა და კანონმდებლობის" იურიდიული კონსულტანტი, ქალბატონი ირინა ღლონტი. მემკვიდრე ის პირია, რომელზედაც გადადის მამკვიდრებლის ქონება. მამკვიდრებლისგან განსხვავებით, მემკვიდრე შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფიზიკური პირი, არამედ იურიდიული პირი და ხაზინაც. მემკვიდრეებად შეიძლება ჩაითვალონ ის ფიზიკური პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისთვის. ფიზიკური პირი დაბადებიდან გარდაცვალებამდე შეიძლება იყოს როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრე, განურჩევლად მისი ქმედობაუნარიანობისა.
ნაჩვენებია მე-10 გვერ 12 - დან
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად