/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

ნუ ეხუმრებით ხვრინვას

ნუ ეხუმრებით ხვრინვას
ხვრინვა მეტად აქტუალური სამედიცინო პრობლემაა, რადგან ძილის დროს ყოველი მეოთხე მამაკაცი და ყოველი მეექვსე ქალი ხვრინავს.

როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, ხვრინვა ერთგვარი განგაშის ზარია და ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ძვრებზე, კერძოდ, სუნთქვის პროცესის დარღვევაზე მიგვანიშნებს.

ადამიანს სძინავს, თითქოს არაფერი აწუხებს, ცუდს ვერაფერს გრძნობს, ამ დროს კი მისი ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებს და იტანჯება.

პულმონოლოგების აზრით (ლათინურად "პულმონის" – ფილტვი, პულმონოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის სასუნთქი სისტემის ორგანოების დაავადებებს), ეს ხმა მაშინ წარმოიშობა, როცა ჰაერის ნაკადს ჰაერგამტარ გზებში გავლისას რაიმე დაბრკოლება გადაეღობება. არსებობს მდგომარეობა, როცა ხახის კუნთთა ტონუსი შემცირებულია, მოდუნებული კუნთები ხახის ისედაც წვრილ გასავალს უფრო მეტად ავიწროებს და ერთგან სრულებით ახშობს; ამის გამო ჩასუნთქული ჰაერი გვიან აღწევს ფილტვებს, სუნთქვა ფერხდება, ჟანგბადის ნაკლებობის გამო კი გული და ტვინი საგანგებოდ მუშაობს. ამას ძილში განვითარებულ ობსტრუქციულ აპნოეს უწოდებენ (აპნოე სუნთქვის შეჩერებას ნიშნავს, ობსტრუქცია – დახშობას). ამ დარღვევის მსუბუქი ფორმა ქირურგიულ კორექციას იოლად ემორჩილება.

ვიწრო ხახის გარდა, ხვრინვის მიზეზი შეიძლება იყოს ცხვირის ძგიდის გამრუდება და ჰაერის ნაკადისათვის გზაზე დაბრკოლების გაჩენა. ასეთი რამ ხდება ქრონიკული რინიტის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების), ჰაიმორიტის ან ფრონტიტის დროს (ჰაიმორიტი – ზედა ყბის წიაღის, ფრონტიტი კი შუბლის წიაღის ანთებაა). რაკი ცხვირი მუდმივად "გაჭედილი აქვთ", ადამიანები იძულებულნი ხდებიან პირით ისუნთქონ და ძილისა თუ ღვიძილის დროს პირი ღია აქვთ. როცა ეს პროცესები ბავშვობიდანვე მიმდინარეობს, იწყება ქვედა ყბის ცდომა და არასწორი განვითარება.

სუნთქვის პროცესის დარღვევა შეიძლება განაპირობოს ბრონქებში გაჩენილმა დაბრკოლებამაც. ჰაერის ნაკადი ბრონქებამდე იოლად აღწევს, მაგრამ მათი სპაზმის გამო ჩასუნთქვა ფერხდება. ზოგიერთს ღამით მოგუდვის შეგრძნება აღვიძებს და ვერც კი წარმოუდგენია, რომ ამის მიზეზი ღია სარკმელთან ძილია. გახსოვდეთ – ყველაფერი ინდივიდუალურია. სუფთა ჰაერზე, სიგრილეში ძილი მხოლოდ გაკაჟებული, ჯანსაღი სასუნთქი სისტემის მქონე პირთათვისაა მიზანშეწონილი. მათ კი, ვისაც ცივი ჰაერის ჩასუნთქვისას ბრონქოსპაზმი უვითარდება (განსაკუთრებით – ასთმით დაავადებულებს), თბილ ოთახში უნდა იძინონ.

სქელი, წებოვანი ლორწო ბრონქიოლების სანათურს ახშობს და ბრონქების დრენაჟს არღვევს. სწორედ ამის ბრალია მსტვენი "ნაზი" ხვრინვა.

განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულთა ხვრინვა. ის იმის ნიშანია, რომ ქალის ორგანიზმი მეტ ჟანგბადს ითხოვს ნაყოფის ნორმალურად განვითარებისთვის.

დაბოლოს, ხვრინავს მწეველთა 90%. ბევრს გაღვიძებისას თავი სტკივა, დაღლილობის შეგრნება აქვს, სხეულის სიმძიმესა და ერთგვარ "მტვრევას" გრძნობს, რადგანაც ძილის დროს მის ორგანიზმს უდიდესი ჯაფა ადგება, რომ ფიზიოლოგიური პროცესები ნორმალურად წარმართოს. ასეთ ხალხს სუსტი ორიენტაცია, რეაქციათა შენელება, ცნობიერების დაბინდვა და სხვა ჩივილები აწუხებს, რაც ძილსა თუ ღვიძილში ობსტრუქციული აპნოეს ხშირი შეტევების ბრალია. აპნოე, თავის მხრივ, სხვა პათოლოგიურ პროცესებს უწყობს ხელს და ორგანოთა ცალკეული სისტემების დაავადებათა მიზეზი ხდება ხოლმე.

ასე რომ, თუ ძილის დროს ხვრინავთ, სულის ხუთვის გამო ბორგავთ და ხშირად იღვიძებთ, თანაც ჭარბი წონით გამოირჩევით ან კიდევ მაღალ წნევას უჩივით, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. მართალია სატელევიზიო თუ საგაზეთო რეკლამებში ხშირად იუწყებიან, ხვრინვისგან უნიკალური მეთოდით ვკურნავთო, მაგრამ ნუ წამოეგებით მათ ანკესს – გახსოვდეთ, ამ პრობლემის მოგვარება აბებითა და ნაყენებით შეუძლებელია. არასპეციალისტები ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, გამომწვევ მიზეზთა დაუდგენლად, იწყებენ მკურნალობას და ადამიანის საერთო მდგომარეობას ხშირად კიდევ უფრო ამძიმებენ.

ხვრინვა სუნთქვის პროცესის დარღვევას უკავშირდება და თავისებურ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს. ნუ ჩათვლით მას უმნიშვნელო პრობლემად, გახსოვდეთ, უყურადღებობით ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნით. ამიტომაც, აუცილებლად მიაკითხეთ ოტორინოლარინგოლოგს (ანუ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს) და პულმონოლოგს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა უნდა გაითვალისწინოს მამაკაცმა პირველი ღამისთვის მომზადებისას

ქორწინების პირველ ღამეს ინიციატივა, ჩვეულებრივ, ქმრისგან მოდის, თუმცა
სრულად
9 რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს 30 წლის მამაკაცმა

30 წელი მამაკაცის ცხოვრების ის პერიოდია, როცა მან
სრულად
როდის და რატომ ტირიან მამაცები
როდის და რატომ ტირიან მამაცები
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ.
სრულად
რამდენიმე რჩევა მამაკაცებს - როგორ მოვუაროთ თავს

მამაკაცებისთვის განკუთვნილ კოსმეტიკურ ნაწარმს თანამედროვე ბაზარზე გაცილებით ნაკლები ადგილი უკავია,
სრულად
თუ მამაკაცმა ურთიერთობის 6 თვის თავზეც არ გთხოვათ ხელი, შესაძლოა, მისგან ამას ვერც ეღირსოთ

როგორ შევუთავსოთ მამაკაცის სიყვარული მის ზოგიერთ აუტანელ ჩვევას?

პირველ ხანებში ერთად ცხოვრება ბედნიერებას გვანიჭებს.
სრულად
ფსიქოლოგიური პრობლემების დროს მამაკაცები იშვიათად მიმართავენ მკურნალობას და ეს უფრო მეტად აუარესებთ მათ მდგომარეობას

როგორც ქალები, ასევე მამაკაცები განიცდიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს.
სრულად
როდესაც სტაბილურ ურთიერთობას ქორწინება უნდა მოჰყვეს, მამაკაცები ორჭოფობას იწყებენ

მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი საქმიანი დამოკიდებულება ახასიათებთ,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ნუ ეხუმრებით ხვრინვას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები