/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

წელის ტკივილი მრავალთათვის ნაცნობი დისკომფორტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წელის ტკივილი მრავალთათვის ნაცნობი დისკომფორტი

განვითარებას. წელის ტკივილი ჩვენი ცხოვრების თანმდევი პრობლემა გახდა, რომლის შესახებაც გვესაუბრება ავერსის კლინიკისა და სამედიცინო ცენტრ ,,ალმედის” ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგი, ნანი მანაგაძე.

- ქალბატონო ნანი, რა შეიძლება იყოს წელის ტკივილის მიზეზი?

- ტკივილის სინდრომებს შორის ზურგის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და გაციების შემდეგ ექიმთან მიმართვის მიზეზებს შორის მეორე ადგილს იკავებს. ზურგის ტკივილი – დორსალგია - ძირითადად ლოკალიზებულია ხოლმე წელის არეში, რადგან წელის მალებს უწევთ მთელი სხეულის მასის მაქსიმალური დატვირთვის გაძლება. წელის ტკივილის მიზეზებს შორის მოიაზრება:

  • ხანგრძლივად მუშაობა კომპიუტერთან ან ავტომობილის მართვა;
  • დიდ ფიზიკურ დატვირთვასა და სტრესებთან დაკავშირებული სამუშაო;
  • ჭარბი წონა;
  • სიმსივნე;
  • ინფექცია;
  • ართრიტი;
  • ოსტეოქონდროზი;
  • მენჯის ღრუს ორგანოთა სხვადასხვა დისფუნქცია.

- რა არის ამ პრობლემის გამომწვევი რისკფაქტორები?

- დორსალგიის გამომწვევი ძირითადი რისკფაქტორია არასწორი ტანდეგობა, ხერხემლის განვითარების დარღვევები (საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია) და დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები მასში (ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი).

რისკის ფაქტორია ასევე სენილური ან მენოპაუზური ბუნების ოსტეოპოროზი, რაც აღენიშნება 50 წლამდე ასაკის ქალების 13-18%-ს, ხოლო 70-80 წლამდე ასაკში - 70%-ს; აგრეთვე ზოგიერთი პრეპარატის, მაგალითად, სხვადასხვა მიზეზით დანიშნული გლუკოკორტიკოიდების (ჰორმონების) ხანგრძლივად მიღება.

- ტკივილის გარდა, რა ჩივილები შეიძლება აღინიშნებოდეს ამ დროს?

- ტკივილი შესაძლოა დაიწყოს მწვავედ და შენარჩუნდეს 2-3 დღის განმავლობაში. ზოგჯერ შეიძლება მას თან ახლდეს ტემპერატურული რეაქცია, ტკივილი გულმკერდის არეში, შეიძლება გადაეცეს ქვედა კიდურში - ტერფამდე. თუ ტკივილს დაერთო შარდის შეკავება ან, პირიქით, შეუკავებლობა, სისუსტე ფეხებში, რამაც გამოიწვია თვითმომსახურების შეუძლებლობა, პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროება ექიმთან ვიზიტი.

- რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს დიაგნოზის დასადგენად?

- ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტის ჩივილების გულდასმით გაანალიზება, მისი ზოგადი მდგომარეობის სწორი შეფასება ექიმის მხრიდან, ოჯახური ანამნეზის გამოკითხვა, ნევროლოგიური გასინჯვა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კვლევების ჩატარება, როგორებიცა: რენტგენოლოგიური, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. აგრეთვე ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ანთებითი მარკერებისა (CRP, RF, ACCP) და სიმსივნური მარკერების (PSA) განსაზღვრა. სწორედ ამ კვლევების შედეგებით დგინდება ხერხემალზე ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა.

- როგორია მკურნალობა წელის ტკივილის დროს?

- მწვავე ტკივილისას პაციენტმა არ უნდა შეასრულოს მკვეთრი მოძრაობები, პირიქით, უნდა დაწვეს მოხერხებულ მდგომარეობაში, თბილად, ფეხები ოდნავ მოხრილი, მუხლებქვეშ შესაძლოა მუთაქის ამოდება. მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები - კეტოპროფენი, იბუპროფენი, დიკლოფენაკი და მათივე გელები ადგილობრივად გამოსაყენებლად. რამდენიმე დღის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად, შეინარჩუნოს მოსვენებითი რეჟიმი. თუ 2-3 დღეში ტკივილის ინტენსივობა მნიშვნელოვნად არ მოიკლებს, მიმართოს ნევროლოგს.

- როგორია ცხოვრებისა და კვების რეჟიმები?

- პაციენტის კვების რაციონში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ თევზი, რომელიც შეიცავს D ვიტამინს და ცხიმოვან მჟავებს. აგრეთვე რეკომენდებულია რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, ხორცი. შეზღუდულად მიიღება შემწვარი, ცხიმიანი, მწარე და შებოლილი საკვები, ცომეული, მაგარი ჩაი, ყავა. უარი თქვით ალკოჰოლსა და თამბაქოზე.

ზომიერი ტკივილის დროს გამოიყენება შემდეგი ვარჯიშები:

  • დაწექით ზურგზე, ხელები - სხეულის გასწვრივ, ფეხები ოდნავ მოხარეთ მუხლებში და გადახარეთ ჯერ მარცხნივ, შემდეგ - მარჯვნივ 5-5ჯერ. ამ დროს სხეული სწორ პოზიციაში დატოვეთ.
  • დადექით მუხლებზე. ხელები მოათავსეთ თქვენს წინ მდგარ სკამზე. ამ მდგომარეობაში 8-10-ჯერ ბოლომდე გამართეთ ხერხემალი და შემდეგ მოიხარეთ.
  • დაწექით ზურგზე. მარჯვენა ფეხი 15სმ-ით აწიეთ იატაკიდან და შეაკავეთ ამ მდგომარეობაში, ვიდრე არ იგრძნობთ დაღლას. იგივე გააკეთეთ მარცხენა ფეხით. ეს მოქმედება გაიმეორეთ 5-ჯერ.

თუ ვარჯიშები იწვევენ მწვავე ტკივილს ან რაიმე დისკომფორტს, ისინი უნდა შეწყდეს.

- რამდენად შესაძლებელია ამ პრობლემის პროფილაქტიკა და რას გულისხმობს ის?

- ნაკლები დრო გაატარეთ დამჯდარმა. თუ თქვენი სამუშაო მოითხოვს ხანგრძლივ ჯდომას, ყოველ საათში შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიში - თავისა და სხეულის წინ და გვერდებზე გადახრა, მხრების წრიული მოძრაობები, სუნთქვითი ვარჯიშები. უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდეთ სიმძიმის აწევას, განსაკუთრებით - სწრაფი და მკვეთრი მოძრაობით.

შეარჩიეთ ორთოპედიული მატრასები, რომლებიც კარგად ასვენებს წელის კუნთებს. მიაქციეთ ყურადღება სწორი, ლამაზი სიარულის მანერას. ნუ მოიხრებით ჯდომისა და სიარულის დროს. ზოგჯერ იხუმრეთ და თავზე წიგნდადებულმა იარეთ. დღეში რამდენჯერმე მიებჯინეთ კედელს ისე, რომ ქუსლები, დუნდულები, იდაყვები და კეფა ერთდროულად ეხებოდეს მას, ასე იდექით 2-3 წუთი.

მისდიეთ სპორტს: ცურვას, სპორტულ სიარულს, თხილამურებით სრიალს. თუკი ამას ვერ ახერხებთ, მაშინ შინ შეასრულეთ მუცლის პრესის ვარჯიშები. თავი შეიკავეთ ხერხემლისათვის საშიში სპორტის სახეობებისაგან.

გირჩევთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ წელის ტკივილის თანმხლები უსიამოვნო სიმპტომები და არ გამოგრჩეთ მათი აღწერა ექიმთან ვიზიტისას.