აფაზია, როცა მეტყველების უნარი იკარგება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

აფაზია, როცა მეტყველების უნარი იკარგება

აფაზია, როცა მეტყველების უნარი იკარგება
აფაზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი სრულად ან ნაწილობრივად კარგავს მეტყველების უნარს. ეს, ძირითადად, თავის ტვინის ქერქში მდებარე მეტყველებაზე პასუხისმგებელი ცენტრების ზოგადი თუ ლოკალური ორგანული დაზიანებითაა გამოწვეული. გამოვლინების მიხედვით განსხვავებული ფორმის აფაზიები არსებობს - არტიკულაციის უმნიშვნელო დარღვევიდან - მეტყველების უნარის და ადამიანისადმი მიმართული მეტყველების გაგების სრულ დაკარგვამდე.


ამ შემთხვევაში პაციენტებს ხანგრძლივი თერაპიის სახით უტარდებათ აფაზიოლოგიური რეაბილიტაცია.

რა იწვევს აფაზიას, როგორ ვებრძოლოთ მის შედეგებს - პრობლემასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე “ლოგომედი - მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის” ხელმძღვანელი, ექიმი ეკა ჭავჭავაძე გვესაუბრება.

- თავის ტვინის დაზიანების შედეგად განსხვავებული სიმძიმისა და ხარისხის მეტყველების დარღვევები ვითარდება და მათ ძირითადად ისეთი ფაქტორები განაპირობებს, როგორებიცაა თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები (იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი), თავის ტვინის სიმსივნური ახალწარმონაქმნები და ქალა-ტვინის ტრავმები.

ყველაზე ხშირად აფაზიის მიზეზი იშემიური ინსულტია, მოგეხსენებათ, ამ დროს თავის ტვინის
კონკრეტული უბნების სისხლმომარაგება ირღვევა, რაც შესაბამისი უბნის ფუნქციათა, ამ შემთხვევაში კი მეტყველების მოშლის მიზეზი ხდება.

- აფაზია განსხვავებულად გამოვლინდება, როგორ დაგვიხასიათებდით მის კლინიკურ ფორმებს?

- ცნობილია ტოტალური აფაზია, მეტყველების უნარის სრული მოშლა, როდესაც პაციენტი ვერც თავად საუბრობს და ვერც მისადმი მიმართულ მეტყველების გაგებას ახერხებს. იგი დამახასიათებელია მწვავე პერიოდისთვის როგორც ინსულტების, ისე ქალა-ტვინის ტრავმების შემდგომ პირველ ეტაპზე. ტოტალურ აფაზიას მოგვიანებით ანაცვლებს მოტორული, დინამიკური აფაზია - პაციენტი ნელ-ნელა იწყებს მისადმი მიმართული მეტყველების გაგებას, თუმცა თავად ვერ ახერხებს გარშემომყოფებთან ვერბალურ კონტაქტს, ეს ექსპრესიული მეტყველების დარღვევაა, როდესაც პაციენტისთვის კომუნიკაციის ძირითად საშუალებას ე.წ. სამეტყველო ემბოლი წარმოადგენს, ანუ სტერეოტიპულად განმეორებადი ბგერათა კომპლექსები, მარცვალი ან სიტყვა, რომელიც შესაძლოა როგორც კარგი, ისე რამდენადმე გაუგებარი ინტონაციის იყოს.

დინამიკური აფაზია ვითარდება მარცხენა ნახევარსფეროს შუბლისა და საფეთქლის წილების დაზიანებისას, ანუ იმ ზონაში, სადაც მეტყველების აქტივაციის, რეგულაციისა და დაგეგმვის ცენტრებია. ამ შემთხვევაში მეტყველება მარტივია, ვლინდება ზმნების დეფიციტი ან მათი სრული უქონლობა, პაციენტი მეტყველებს მოკლე ფრაზებით და სიტყვათა შორის დიდი პაუზებით.

მეტყველება ერთფეროვანია, ზოგჯერ ვლინდება ექოლალიებიც.

ცნობილია სენსორული აფაზია - პაციენტს ეკარგება მისადმი მიმართული სიტყვებისა თუ წინადადებების შინაარსის გაგების უნარი. მისთვის გარშემომყოფთა საუბარი ერთგვარ ბგერათა ნაკადად აღიქმება, რომლის მნიშვნელობაც მისთვის გაუგებარია. ირღვევა რეცეპტული ტიპის მეტყველება. ასეთ დროს პაციენტებს მსგავსი სიტყვები ერთნაირად ესმით, მაგალითად, ქალი - ქარი, ლომი – რომი, შესაძლოა ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვანაირად ესმოდეთ, ან მსგავსი სიტყვების მნიშვნელობა ერეოდეთ ერთმანეთში, მაგალითად, რუკა - ლუკა.

მოტორულისა და სენსორულის გარდა არსებობს სემანტური და ამნესტური ფორმები. სემანტური ფორმისას პაციენტები საკმაოდ კარგად მეტყველებენ, თავისუფლად ლაპარაკობენ, არცთუ ურიგოდ ესმით სხვათა საუბარი, მაგრამ გარკვეულ სიძნელეებს აწყდებიან ანდაზების, გამოცანების, იუმორის, რთული სამეტყველო კონსტრუქციის ინსტრუქციების გაგებისას.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
პირში ლითონისებრი გემო საკმაოდ ხშირი ჩივილია.
ხელისგულებს მაღალი სიზუსტით შეუძლია ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი.
საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება შეიძლება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვიოს.
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ჩივილი, რომლის გამოც პაციენტები თავს
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ჩივილი, რომლის გამოც პაციენტები თავს
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად