/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

დაძაბულობის თავის ტკივილი

დაძაბულობის თავის ტკივილი
რასთან გვაქვს საქმე, როდესაც გვეუბნებიან, რომ ჩვენი დისკომფორტი დაძაბულობის თავის ტკივილით არის განპირობებული?

გვესაუბრება ბავშვთა და მოზარდთა მე-12 შერეული პოლიკლინიკის ექიმი ნევროლოგი ნანი მანაგაძე.

- რა არის დაძაბულობის თავის ტკივილი და რამდენად საშიშია ის?

- ეს გახლავთ ქრონიკული თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი შეაწუხოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავის ტკივილი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მას მაინც შეუძლია, გაურთულოს ადამიანს ყოველდღიური ყოფა. მრავალი მათგანი, ვისაც ხშირად აწუხებს დაძაბულობის თავის ტკივილი, იმყოფება ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის თავის ტკივილი?

- ამ ტიპის თავის ტკივილი დაკავშირებულია თავისა და კისრის კუნთებისა და მყესების დაჭიმულობასთან. ამ მდგომარეობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის:

  • ემოციური დაძაბულობა, შფოთვა, სტრესი;
  • სკალპისა და კისრის კუნთების ფიზიკური დაძაბულობა, რაც განპირობებულია მოუხერხებელი პოზით, მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობისას, ფორტეპიანოზე ან ვიოლინოზე დაკვრისას, ხელსაქმისას.

- რა ასაკის პირებთან გვხვდება ეს მდგომარეობა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- დაძაბულობის თავის ტკივილი დამახასიათებელია ნებისმიერი ასაკისთვის - როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვისაც, თუმცა მამაკაცებთან შედარებით ქალებთან სჭარბობს.

- რა ნიშნებით ვლინდება ის?

- დაძაბულობის თავის ტკივილი დიფუზურია, მოჭერითი, დამწოლი ხასიათისა, მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობისა, არ აძლიერებს ჩვეული ფიზიკური დატვირთვა. პაციენტები მას მჭიდრო ქუდის ან მოტოციკლისტის ჩაფხუტის დახურვას ადარებენ. ტკივილს თან არ ახლავს სხვა სიმპტომები, თუმცა ზოგი პაციენტი უჩივის კაშკაშა შუქის, ხმაურის აუტანლობას, უმადობას, გაღიზიანებადობას.

- რა არსენალი აქვს დღევანდელ მედიცინას მისი დიაგნოსტიკისთვის?

- დაძაბულობის თავის ტკივილის დიაგნოზის დასასმელად ნეიროვიზუალიზაციის განსაკუთრებული მეთოდები არ არსებობს. დიაგნოსტიკა ანამნეზსა და პაციენტის გასინჯვის შედეგებს ემყარება. პათოლოგიურ კეროვან და ზოგადტვინოვან სიმპტომატიკას ნევროლოგი ამ დროს იშვიათად პოულობს, შესაბამისად, აუცილებელია, პაციენტმა დაწვრილებით აღუწეროს ექიმს თავისი ჩივილები. მნიშვნელოვანია ისიც, ექიმმა იცოდეს, რამდენად ხშირად და რა რაოდენობით ტკივილგამაყუჩებლის ან სხვა პრეპარატის მიღება უხდება პაციენტს ტკივილის მოსახსნელად. გასათვალისწინებელია, რომ ანალგეტიკების ხშირი მიღება პრობლემას ვერ მოაგვარებს. პირიქით, შესაძლოა, მედიკამენტების ჭარბი გამოყენებით განპირობებული თავის ტკივილიც კი გამოიწვიოს.

კომენტარები (8)
მაკა
სამი წელია რაც დაძაბულობის თავის ტკივილი დამიდჰინდა ვიმკურნალე და მქონდა შედეგი ახლა ისევ ამტკივდა ძლერად, მაშინ ანტიდეპრესანტი მასვეს ა აღარ მინდა იმ წამლის დალევა სხვა მეთოდი არაფერია მკურნალობის?
თარიღი : 27-05-2024
Თეა
Საშინელ დაჭიმულობას ვგრძნობ შუბლის და კისრის არეში... მზეზე საშინლად მეჭიმება შუბლის არე და მტკივდება თავი... რისი ბრალია ეს დაჭიმულობა .. 😥😥😥😥😥
თარიღი : 09-03-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

დაძაბულობის თავის ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაძაბულობის თავის ტკივილი

გვესაუბრება ბავშვთა და მოზარდთა მე-12 შერეული პოლიკლინიკის ექიმი ნევროლოგი ნანი მანაგაძე.

- რა არის დაძაბულობის თავის ტკივილი და რამდენად საშიშია ის?

- ეს გახლავთ ქრონიკული თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი შეაწუხოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავის ტკივილი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მას მაინც შეუძლია, გაურთულოს ადამიანს ყოველდღიური ყოფა. მრავალი მათგანი, ვისაც ხშირად აწუხებს დაძაბულობის თავის ტკივილი, იმყოფება ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის თავის ტკივილი?

- ამ ტიპის თავის ტკივილი დაკავშირებულია თავისა და კისრის კუნთებისა და მყესების დაჭიმულობასთან. ამ მდგომარეობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის:

  • ემოციური დაძაბულობა, შფოთვა, სტრესი;
  • სკალპისა და კისრის კუნთების ფიზიკური დაძაბულობა, რაც განპირობებულია მოუხერხებელი პოზით, მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობისას, ფორტეპიანოზე ან ვიოლინოზე დაკვრისას, ხელსაქმისას.

- რა ასაკის პირებთან გვხვდება ეს მდგომარეობა?

- დაძაბულობის თავის ტკივილი დამახასიათებელია ნებისმიერი ასაკისთვის - როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვისაც, თუმცა მამაკაცებთან შედარებით ქალებთან სჭარბობს.

- რა ნიშნებით ვლინდება ის?

- დაძაბულობის თავის ტკივილი დიფუზურია, მოჭერითი, დამწოლი ხასიათისა, მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობისა, არ აძლიერებს ჩვეული ფიზიკური დატვირთვა. პაციენტები მას მჭიდრო ქუდის ან მოტოციკლისტის ჩაფხუტის დახურვას ადარებენ. ტკივილს თან არ ახლავს სხვა სიმპტომები, თუმცა ზოგი პაციენტი უჩივის კაშკაშა შუქის, ხმაურის აუტანლობას, უმადობას, გაღიზიანებადობას.

- რა არსენალი აქვს დღევანდელ მედიცინას მისი დიაგნოსტიკისთვის?

- დაძაბულობის თავის ტკივილის დიაგნოზის დასასმელად ნეიროვიზუალიზაციის განსაკუთრებული მეთოდები არ არსებობს. დიაგნოსტიკა ანამნეზსა და პაციენტის გასინჯვის შედეგებს ემყარება. პათოლოგიურ კეროვან და ზოგადტვინოვან სიმპტომატიკას ნევროლოგი ამ დროს იშვიათად პოულობს, შესაბამისად, აუცილებელია, პაციენტმა დაწვრილებით აღუწეროს ექიმს თავისი ჩივილები. მნიშვნელოვანია ისიც, ექიმმა იცოდეს, რამდენად ხშირად და რა რაოდენობით ტკივილგამაყუჩებლის ან სხვა პრეპარატის მიღება უხდება პაციენტს ტკივილის მოსახსნელად. გასათვალისწინებელია, რომ ანალგეტიკების ხშირი მიღება პრობლემას ვერ მოაგვარებს. პირიქით, შესაძლოა, მედიკამენტების ჭარბი გამოყენებით განპირობებული თავის ტკივილიც კი გამოიწვიოს.


- მაშ, როგორ უნდა ვიმკურნალოთ?

- დაძაბულობის თავის ტკივილი, ცხადია, მოითხოვს მკურნალობას, მაგრამ ძირითადად პროფილაქტიკურს, რომელიც მიმართულია ტკივილის აღქმის შემსუბუქებისკენ. მაგალითად, ანტიდეპრესანტები სწორედ ამ ტიპის ტკივილის მოსახსნელადაა მოწოდებული, რადგან ქრონიკულმა ტკივილმა შესაძლოა დეპრესიული მდგომარეობა გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია მიორელაქსანტებისა და ვიტამინების სწორი მიღებაც. გარდა ამისა, აუცილებელია, ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის სხვა მითითებებიც.

მოუხერხებელ პოზაში დიდხანს მუშაობა და ტანდეგობის დარღვევა, რასაც კუნთების პათოლოგიური დაჭიმულობა სდევს თან, შესაძლოა დაძაბულობის თავის ტკივილის მიზეზად იქცეს. ნევროლოგმა შესაძლოა შემოგთავაზოთ რელაქსაციური თერაპია - მასაჟი, იოგა, ვარჯიშები და ცურვა.

თუ თავის ტკივილის მიზეზი გამოვავლინეთ და აღმოვფხვერით, ნარჩენი ეპიზოდური ტკივილი სერიოზული პრობლემა აღარ იქნება პაციენტისთვის; შეიძლება დაელოდო, როდის გაივლის შეტევა თავად, მკურნალობის გარეშე.

ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაციაა საჭირო, თუ:

  • თავის ტკივილის დასაწყისი დაემთხვა ქალა-ტვინის ტრავმას;
  • აღმოცენდა უჩვეულო, ინტენსიური, უეცარი თავზარდამცემი ტკივილი;
  • თავის ტკივილი რამდენიმე დღეა გრძელდება და არ ემორჩილება ტკივილგამაყუჩებლის მოქმედებას;
  • თავის ტკივილს თან ახლავს ტემპერატურული რეაქცია;
  • თავის ტკივილს თან ახლავს გულისრევა და პირღებინება;
  • თავის ტკივილი ძლიერდება ჭინთვისას, ხველისა და თავის მდგომარეობის შეცვლის დროს;

თავის ტკივილს თან ახლავს:

  • ტკივილი და დისკომფორტი გულის არეში;
  • მხედველობის დაქვეითება;
  • მგრძნობელობითი ცვლილებები კიდურებში ან თვალწინ ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება;
  • თავის ტკივილი დაემთხვა რომელიმე მედიკამენტის მიღებას.

მინდა, რამდენიმე რჩევა მივცე მათ, ვისაც ნამდვილად აწუხებს დაძაბულობის თავის ტკივილი, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით ვერ ახერხებს ნევროლოგთან მისვლას:

  • მოუხერხებელ პოზაში დიდხანს მუშაობისას ხშირად შეისვენეთ, თავი და კისერი დაიზილეთ. მოგიხდებათ სეირნობა, ვარჯიში და ფიტნესი;
  • თავი არიდეთ სტრესს, მაგრამ თუ თქვენი ყოველდღიური სამუშაო ემოციურ დაძაბულობას მოითხოვს, დაისწავლეთ და შეასრულეთ სუნთქვითი და რელაქსაციური ვარჯიშები. ერთ მათგანს აქვე გასწავლით:

სწორად დაჯექით სკამზე, მიეყრდენით საზურგეს, თვალები დახუჭეთ. 5 თვლაზე რაც შეიძლება ღრმად ჩაისუნთქეთ ცხვირით და ნელა დახარეთ თავი. შემდეგ 5 თვლაზე ცხვირითვე ამოისუნთქეთ, ხოლო თავი ფრთხილად გადასწიეთ უკან. ჩასუნთქვისას მაქსიმალურად გამობერეთ გულმკერდი, ამოსუნთქვისას კი მაქსიმალურად შეზნიქეთ;

  • ეცადეთ, მეტი იმოძრაოთ, რადგან ამ ტიპის თავის ტკივილი უმთავრესად ჰიპოდინამიურ ადამიანებს ახასიათებთ;
  • თუ ხშირად უჩივით უხასიათობას, დათრგუნულობას, სისუსტეს, აუცილებლად მიმართეთ ნევროლოგს;
  • მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი, იძინეთ არანაკლებ 6-8 საათისა დღე-ღამეში;
  • იკვებეთ სწორად - ერიდეთ ყავას, ალკოჰოლს, ცხიმიან საკვებს.

პრაქტიკა მოწმობს, რომ მკურნალობის უეფექტობის მთავარი მიზეზი უმეტესად ექიმის მითითებებისა და მკურნალობის რეჟიმის თვითნებური დარღვევაა, ამიტომ ითანამშრომლეთ თქვენს ნევროლოგთან და გაითვალისწინეთ მისი კეთილი რჩევები.