რა იწვევს მოკვეთილი კიდურის ტკივილის შეგრძნებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს მოკვეთილი კიდურის ტკივილის შეგრძნებას

ე. ი. იქ, სადაც ოდესღაც მოქმედი ორგანო იყო. ასეთ პაციენტებს ეჩვენებათ, რომ თითები, მტევანი თუ სხვა, დიდი ხნის წინ მოკვეთილი ორგანო შეიგრძნობს გარე სამყაროში მომხდარ ცვლილებებს, მაგალითად, საწოლთან დაკავშირებულ უხერხულობას, ცუდად დახურულ საბანს ან ნახვევის მოცილებას. ასეთი შეგრძნება ტვირთავს ადამიანის ფსიქიკას. პაციენტს, ჩვეულებრივ, კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ ეს მხოლოდ ილუზიებია. მიუხედავად ამისა, ვერ თრგუნავს ტკივილის შეგრძნებას.

ამპუტირებული (მოკვეთილი) კიდურების ფანტომური ტკივილი პირველად 1552 წელს ამბრუაზ პარემ აღწერა. თუმცა ამ ფენომენის განმაპირობებელი მექანიზმები დღესაც არ არის სრულად შესწავლილი. არა და ფანტომური ტკივილით შეწუხებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია და გამომდინარე აქედან, ტკივილის აღნიშნული სინდრომი სერიოზულ სამედიცინო პრობლემას წარმოადგენს.

1983-1985 წლების გამოკვლევებით ჯენსენმა და კრებსმა აჩვენეს, რომ ამპუტირებულ პაციენტთა 72 პროცენტს ფანტომური ტკივილი ოპერაციიდან სულ რამდენიმე დღეში (6-8 დღეში) აღენიშნებოდა. 6 თვის შემდეგ მას უჩიოდა ოპერირებულთა 65%, 2 წლის შემდეგ კი 60%-ი.

პირველი შეფასებით, ფანტომური ტკივილის ფენომენი ძნელად გასაცნობიერებელია, თუმცა, მისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლების ანალიზი ბევრ დეტალს ნათელს ჰფენს. ფანტომური ტკივილის ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კიდურის ამპუტაციისას, "დემარკაციული" ანუ "დაზიანების პოტენციალების" აღძვრის გამო, გრძელდება ცენტრალური სტრუქტურებისკენ ნერვული იმპულსების გატარება. ამიტომ ტკივილის შეგრძნება მოკვეთილი კიდურის სწორედ იმ ნაწილზე პროექცირდება, საიდანაც ნორმაში სათავეს იღებდა ტკივილის იმპულსაციის გამტარი მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოები.

დღეს მორფოლოგებისა და ფიზიოლოგების მიერ კარგად არის შესწავლილი ორგანიზმის პერიფერიულ და შინაგან ორგანოებში სპეციალიზებული წარმონაქმნების (რეცეპტორების) არსებობა, რომელთა საშუალებით ხდება სხვადასხვა მოდალობის გამღიზიანებელთა ზემოქმედების მიმღებლობა.

ასე რომ, გასაოცარი არაფერია!

თინათინ გოცაძე