თვითმკურნალობა ღებინებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვითმკურნალობა ღებინებით

თუმცა, ამასთანავე, საგულდაგულოდ მალავს პრობლემას, ამიტომ ხშირად უახლოესმა ადამიანებმაც კი არაფერი იციან. უნდა ითქვას, რომ ბულიმიის დროს ღებინებას არ ახლავს ის უსიამოვნო შერძნება, რომელსაც, ჩვეულებრივ, განიცდის ადამიანი გულისრევის დროს, ამიტომ ბულიმიით დაავადებული თამამად ჭამს, მერე კი უკან აბრუნებს ნაჭამს.

ბულიმიის სახეები

განასხვავებენ ბულიმიის 3 ტიპს:

  • ტიპურ ბულიმიას;
  • ანორექსიულ ბულიმიას;
  • აბსტინენტურ ბულიმიას.

სამივეს სხვადასხვა მიზეზი აქვს, შესაბამისად, განსხვავებულია მათი მკურნალობის მეთოდებიც. პირველი ტიპი სწრაფად და ადვილად ემორჩილება მკურნალობას, მეორე შედარებით მეტ დროს მოითხოვს, მესამე კი ყველაზე რთულად განსაკურნებელია, რადგან თითქმის ყოველთვის თან ახლავს ალკოჰოლზე დამოკიდებულება.

რატომ არ იკლებენ წონას ბულიმიით დაავადებულები

კვებით დარღვევებს უმთავრესად ქალები უჩივიან. გასაკვირია, მაგრამ მათი უმრავლესობა, ხელოვნურად გამოწვეული სისტემატური ღებინების მიუხედავად, არათუ არ იკლებს წონას, იმატებს კიდეც და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. კალორიათა 70% ღებინების შემთხვევაშიც შეიწოვება, საფაღარათო და შარდმდენი პრეპარატების გამოყენებისას კი ათვისებული კალორიების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია.

რა საფრთხე ახლავს თან ღებინებით “თვითმკურნალობას”

მკაცრი გაწმენდა ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია, რადგან იწვევს ქსოვილების გაუწყლოებას და წყალმარილოვანი ცვლის ძლიერ მოშლას, რაც, უპირველეს ყოვლისა, არღვევს კუნთების ნორმალური შეკუმშვის უნარს. სწორედ ამას უკავშირდება გულის გაჩერებით გამოწვეული უბედური შემთხვევების გახშირება - გულიც ხომ კუნთია! არტერიული წნევის დაქვეითება ასევე იწვევს გონების დაკარგვასა და გულის ნორმალური რიტმის დარღვევას. საკვებთან ერთად ორგანიზმი იღებს საჭირო მიკროელემენტებს: ნატრიუმს, კალიუმს, ქლორს, ფოსფორსა და კალციუმს. მიღებული საკვების უკან დაბრუნებისას ამ ელემენტებსაც ვკარგავთ, რაც ძალზე არასასურველია. მაგალითად, კალიუმის მარილების დეფიციტს არითმიამდე და თირკმლის უკმარისობამდე მივყავართ. კვების რეჟიმის მუდმივი ცვლა იწვევს ჰორმონულ ცვლილებებს და მენსტრუალური ციკლის მოშლას. ორსულობის შეწყვეტაც კია მოსალოდნელი. უარესდება კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა, პათოლოგიურ ცვლილებებს განიცდის ტონზილები, სახე და სხეული შუპდება. აქტიურდება სანერწყვე ჯიკვლების მუშაობა. უარესდება სახსრების ფუნქცია. დაავადებები, რომლებიც ბულიმიის შედეგია:

  • ჰიპოგლიკემია.
  • ანემია.
  • კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება.
  • ნაწლავური ინფექციები.
  • ნერვულ უჯრედთა მუშაობის მოშლა.
  • მიოპათია (კუნთოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის შედეგად განვითარებული პათოლოგია).
  • ნაწლავის ტონუსისა და პერისტალტიკის დაქვეითება.


გარდა ამისა:

  • იზრდება დიაბეტისა და ფიბროზის განვითარების ალბათობა.
  • ღებინებისას თვალებში ჩნდება სისხლჩაქცევები, რომლებიც სისტემატური გამეორებისას შესაძლოა მხედველობის დარღვევის მიზეზად იქცეს.
  • კუჭის წვენში არსებული მარილმჟავა, რომელიც მუდმივად ხვდება პირის ღრუში ღებინების შედეგად, აზიანებს ღრძილებს, კბილებს, პირის ღრუში აჩენს უსიამოვნო სუნს.
  • ყელში გამუდმებით აღინიშნება ჩახეხვის შეგრძნება და ტკივილი.
  • კვებითი პროცესების მოშლის შედეგად ძლიერდება თმის ცვენა.
  • ყელისა და საყლაპავის დაზიანებული ლორწოვანი გარსი შესანიშნავი კარიბჭეა ინფექციებისთვის.
  • განსაკუთრებით მძიმე ფორმების დროს მოსალოდნელია საყლაპავის გახეთქვა.
  • საფაღარათო საშუალებების ხშირი მიღება შესაძლოა სწორი ნაწლავის გამოვარდნის მიზეზად იქცეს.
  • დიდი რაოდენობით საკვების მიღება იწვევს შეკრულობას, მუცლის შებერვას, ნაწლავთა სპაზმს, დიარეას, აირების დაგროვებას. საკვებით გადატვირთული კუჭი აწვება დიაფრაგმას და ხელს უშლის ნორმალურ სუნთქვას.

ბულიმიით დაავადებულის ფსიქოლოგიური პორტრეტი

ბულიმიით დაავადებული ხშირად უჩივის სისუსტეს, დაღლილობას, ენერგიის დაქვეითებას, აპათიას და თავის ტკივილს, ერღვევა ძილი. გამუდმებით გაღიზიანებულია და უმნიშვნელო შენიშვნაზეც კი მტკივნეულად რეაგირებს. საქმეზე კონცენტრირება უჭირს, აღენიშნება გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილებები, დაქვეითებული აქვს თვითშეფასება. თავს იჩენს მეხსიერების პრობლემებიც. გონებრივი შესაძლებლობები განსაკუთრებით ქვეითდება. ასეთი ადამიანი თანდათან მიილტვის იზოლაციისკენ, შფოთავს, იოლად ეძლევა დეპრესიას. მარტივი გადაწყვეტილებების მიღებაც კი უძნელდება - რა შეიძინოს, რა ჩაიცვას, სად წავიდეს და სხვა. ბულიმია მოჯადოებული წრეა, რომლისგანაც დამოუკიდებლად თავს ვერავინ დაიხსნის, ამიტომ ავადმყოფისთვის ახლობლების თანადგომა აუცილებელია.