თვითმკურნალობა ღებინებით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

თვითმკურნალობა ღებინებით

თვითმკურნალობა ღებინებით
გულისრევისა და ღებინების მექანიზმებზე, მათ მიზეზებსა და შედეგებზე საუბრისას ვერაფრით ავუვლით გვერდს ბულიმიას - ფსიქოემოციური წრის დარღვევას, რომლის დროსაც ადამიანი უკონტროლოდ იღებს დიდი ოდენობის საკვებს. ბულიმია საკვებზე ერთგვარი დამოკიდებულებაა. თუ ალკოჰოლს, წამლებს, ინტერნეტს მიჯაჭვული ადამიანები დამოკიდებულებას არ აღიარებენ და სინდისის ქეჯნასაც კი არ განიცდიან, ბულიმიით დაავადებულს უკიდურესად აწუხებს საკუთარი მდგომარეობა. ამიტომაც მიმართავს “თვითმკურნალობას” - ჭამის შემდეგ ხელოვნურად იწვევს ღებინებას, სვამს საფაღარათო, შარდმდენ საშუალებებს, ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიშობს და სხვა.


თუმცა, ამასთანავე, საგულდაგულოდ მალავს პრობლემას, ამიტომ ხშირად უახლოესმა ადამიანებმაც კი არაფერი იციან.
უნდა ითქვას, რომ ბულიმიის დროს ღებინებას არ ახლავს ის უსიამოვნო შერძნება, რომელსაც, ჩვეულებრივ, განიცდის ადამიანი გულისრევის დროს, ამიტომ ბულიმიით დაავადებული თამამად ჭამს, მერე კი უკან აბრუნებს ნაჭამს.

ბულიმიის სახეები
განასხვავებენ ბულიმიის 3 ტიპს:

  • ტიპურ ბულიმიას;
  • ანორექსიულ ბულიმიას;
  • აბსტინენტურ ბულიმიას.

სამივეს სხვადასხვა მიზეზი აქვს, შესაბამისად, განსხვავებულია მათი მკურნალობის
მეთოდებიც. პირველი ტიპი სწრაფად და ადვილად ემორჩილება მკურნალობას, მეორე შედარებით მეტ დროს მოითხოვს, მესამე კი ყველაზე რთულად განსაკურნებელია, რადგან თითქმის ყოველთვის თან ახლავს ალკოჰოლზე დამოკიდებულება.

რატომ არ იკლებენ წონას ბულიმიით დაავადებულები
კვებით დარღვევებს უმთავრესად ქალები უჩივიან. გასაკვირია, მაგრამ მათი უმრავლესობა, ხელოვნურად გამოწვეული სისტემატური ღებინების მიუხედავად, არათუ არ იკლებს წონას, იმატებს კიდეც და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. კალორიათა 70% ღებინების შემთხვევაშიც შეიწოვება, საფაღარათო და შარდმდენი პრეპარატების გამოყენებისას კი ათვისებული კალორიების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია.

რა საფრთხე ახლავს თან ღებინებით “თვითმკურნალობას”
მკაცრი გაწმენდა ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია, რადგან იწვევს ქსოვილების გაუწყლოებას და წყალმარილოვანი ცვლის ძლიერ მოშლას, რაც, უპირველეს ყოვლისა, არღვევს კუნთების ნორმალური შეკუმშვის უნარს. სწორედ ამას უკავშირდება გულის გაჩერებით გამოწვეული უბედური შემთხვევების გახშირება - გულიც ხომ კუნთია! არტერიული წნევის დაქვეითება ასევე იწვევს გონების დაკარგვასა და გულის ნორმალური რიტმის დარღვევას. საკვებთან ერთად ორგანიზმი იღებს საჭირო მიკროელემენტებს: ნატრიუმს, კალიუმს, ქლორს, ფოსფორსა და კალციუმს. მიღებული საკვების უკან დაბრუნებისას ამ ელემენტებსაც ვკარგავთ, რაც ძალზე არასასურველია. მაგალითად, კალიუმის მარილების დეფიციტს არითმიამდე და თირკმლის უკმარისობამდე მივყავართ. კვების რეჟიმის მუდმივი ცვლა იწვევს ჰორმონულ ცვლილებებს და მენსტრუალური ციკლის მოშლას. ორსულობის შეწყვეტაც კია მოსალოდნელი. უარესდება კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა, პათოლოგიურ ცვლილებებს განიცდის ტონზილები, სახე და სხეული შუპდება. აქტიურდება სანერწყვე ჯიკვლების მუშაობა. უარესდება სახსრების ფუნქცია. დაავადებები, რომლებიც ბულიმიის შედეგია:

  • ჰიპოგლიკემია.
  • ანემია.
  • კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება.
  • ნაწლავური ინფექციები.
  • ნერვულ უჯრედთა მუშაობის მოშლა.
  • მიოპათია (კუნთოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის შედეგად განვითარებული პათოლოგია).
  • ნაწლავის ტონუსისა და პერისტალტიკის დაქვეითება.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
პირში ლითონისებრი გემო საკმაოდ ხშირი ჩივილია.
ხელისგულებს მაღალი სიზუსტით შეუძლია ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი.
საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება შეიძლება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვიოს.
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ჩივილი, რომლის გამოც პაციენტები თავს
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ჩივილი, რომლის გამოც პაციენტები თავს
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად