რატომ გვეხვევა თავბრუ ლოგინიდან წამოდგომისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვეხვევა თავბრუ ლოგინიდან წამოდგომისას

ზოგადად კი, ლოგინიდან წამოდგომისას თავბრუსხვევის მიზეზი წამოდგომის მომენტში არტერიული წნევის დაქვეითებაა. ეს კი შეიძლება უკავშირდებოდეს არასწორ დღის რეჟიმს და სრულფასოვანი კვების ნაკლებობას. მოიწესრიგეთ დღის რეჟიმი: დიდი მნიშვნელობა აქვს ღამის სრულფასოვან ძილს - ადრე დაძინება (უნდა იძინოთ 7-8 საათი მაინც), დილით ადრე ადგომა, აუცილებლად ვარჯიში, შხაპი.

სვით მეტი წყალი. ჯანმრთელი ადამიანი დღე-ღამეში 2 ლიტრამდე სითხეს უნდა იღებდეს (იგულისხმება არა მარტო წყალი, არამედ ნებისმიერი სასმელი და ხილითა და ბოსტნეულით მიღებული სითხეც). ამ რეკომენდაციის შესრულება ჰიპოტენზიისკენ მიდრეკილი პირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სითხე ზრდის მოცირკულირე სითხის მოცულობას და თავიდან აგვაცილებს დეჰიდრატაციას. იკვებეთ ჯანსაღად. მიიღეთ მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის – დაუმუშავებელი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ქათმის ხორცი, თევზი.

დილით საწოლიდან ადგომისას და საერთოდ წამოდგომის დროს ჯერ ნელა დაჯექით და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ წამოდექით ფეხზე. თუ დაჯდომისას მსუბუქ თავბრუხვევას ან სისუსტეს იგრძნობთ, ფეხები ერთმანეთზე გადაიდეთ, გადააჯვარედინეთ. ეს გაზრდის გულისკენ სისხლის მიდენას.