რა იწვევს ცხვირიდან სისხლდენას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

რა იწვევს ცხვირიდან სისხლდენას

რა იწვევს ცხვირიდან სისხლდენას
ეპიტაქსისი, ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის დაავადების სიმპტომიც შეიძლება იყოს და სხვა ორგანოსიც. ზოგჯერ ცხვირიდან სისხლი ჯანმრთელ ადამიანებსაც სდით. ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს:

* ტრავმამ;
* ცხვირისა და ცხვირის ახლომდებარე წიაღების დაავადებებმა (მაგალითად, რინიტმა - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებამ, ჰაიმორიტმა - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთებამ);
* ზოგიერთმა მედიკამენტმა;
* სისხლის პათოლოგიებმა და სხვა.
ცხვირიდან ძლიერი, შეუპოვარი სისხლდენის დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. სპეციალისტი დაადგენს მიზეზს და სათანადო მკურნალობას დანიშნავს.

პირველი დახმარება ეპიტაქსისის დროს


1. ადამიანი უნდა დავსვათ და თავი ოდნავ წინ
დავახრევინოთ. დაუშვებელია თავის უკან გადაწევა (ჩვეულებრივ, სწორედ ეს შეცდომა მოსდით, როდესაც ცხვირიდან სისხლდენის შეჩერებას ცდილობენ) - შესაძლოა, ადამიანს სისხლი გადაეყლაპოს, გულისრევა აუვარდეს ან სისხლი სასუნთქ გზებში გადასცდეს.
2. ეპიტაქსისის დროს აუცილებელია სუფთა ჰაერის მიწოდება. ადამიანს უნდა შეუხსნათ საყელო და გამოაღოთ სარკმელი, რათა თავისუფლად ისუნთქოს.
3.
სასურველია ცხვირთან ყინულიანი ტომსიკის მიდება. თუ სისხლდენა არ შეწყდა, თითით ნესტოს ისე უნდა მიაწვეთ, რომ ის ცხვირის ძგიდეს მიებჯინოს და 5-10 წუთს ასე გაჩერდეთ. ნესტოზე თითის მიჭერის დროს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებზე ზეწოლა ხდება და სისხლდენა უმეტესად წყდება.
4. ეპიტაქსისის დროს არ შეიძლება ცხვირის მოხოცვა - ეს ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას და სისხლძარღვის დეფექტის არეში მის დაცობას. აქედან გამომდინარე, სისხლდენა არათუ შეწყდება, შესაძლოა გაძლიერდეს კიდეც.
5. თუ ეპიტაქსისის დროს ადამიანს გული წაუვიდა, აუცილებლად უნდა დააწვინოთ ზურგზე, თავი გვერდზე მიუბრუნოთ და სასწრაფოდ გადაიყვანოთ კლინიკაში.
6. თუ ეპიტაქსისი ტრავმით არის გამოწვეული და ცხვირის კონტურის ან მთელი სახის შეშუპება და დეფორმაცია ახლავს თან, პაციენტს ცხვირის არეზე ცივ წყალში დასველებული ნაჭერი ან ყინულიანი ტომსიკა უნდა დაადოთ, მერე კი სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
თუ ამ გზით სისხლდენა ვერ შეაჩერეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები (მაგალითად, ნაფტიზინი, ნაფაზოლინი, სანორინი): დოლბანდისგან უნდა გააკეთოთ მცირე ზომის ტამპონი, დაასველოთ ამ სითხეში და პაციენტს ნესტოში შეუდოთ. როდესაც ეპიტაქსისი რინიტის შედეგია, ცხვირის ღრუში ვაზელინით გაჟღენთილი ბამბის ტამპონი უნდა მოათავსოთ. ვაზელინი ცხვირის ლორწოვანზე გაჩენილ ფუფხს არბილებს და ხელს უწყობს სისლხდენის შეჩერებას. თუ სისხლდენა გადახურების შედეგად აღმოცენდა, პაციენტი აუცილებლად უნდა გადაიყვანოთ ჩრდილში, სადაც გრილა და მზის სხივები ვერ აღწევს, ცხვირზე კი ყინულიანი ტომსიკა ან ცივ წყალში დასველებული ნაჭერი დაადოთ. იხილეთ სტატია "ცხვირიდან სისხლდენა"

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 02-12-2019
დალი
მე ვარ 12 წლის მტკივა შუბლი და ტკივილი გადადის წარბებზე და საფეთქლებზეც.ცხვირიდან მომდის მცირე რაოდენობა სისხლი,ამის შემდეგ შუბლი აღარ მტკივა.ხომ არ მეტყვით რაშია საქმე?
თარიღი : 22-07-2015
ruso
გამარჯობათ ვარ 22 წლის. ხშირად მსკდება ცხვირიდან სისხლი. მხოლოდ ერთი ღრუდან. ვიცი რომ არ არის გადახურების ბრალი. თან ძალიან დიდი რაოდენობით.როგორ მოვიქცე ?
თარიღი : 10-09-2014
მარი
გამარჯობა :) კითხვა მაქვს.ბავშვი 11 წლისაა.ხანდახან ცხვირიდან რამდენიმე წვეთის რაოდენობით სისხლი მოსდის.ხან სიცხეს,მზეში ყოფნას ვაბრალებთ,ხან- ღამით ,ძილში ცხვირის მოფხანვას.მტვერზე,ნესტიან ადგილზე და რაღაც ქიმიურ ფხვნილებზე აცემინებს ხოლმე,შალზეც მსუბუქი ალერგია აქვს.ეს მცირე რაოდენობის სასხლდება წელიწადში 5-6 ჯერ ხდება.საგანგაშო ხომ არაა რამე?
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
სუნთქვის მწვავე უკმარისობა არის მდგომარეობა, როდესაც ფილტვის ალვეოლებში დარღვეულია აირთა ცვლა,
მწვავე ტკივილი არის რეაქცია ქსოვილის დაზიანებაზე. ქსოვილის დაზიანების შემთხვევაში,
რამდენიმე თვის წინ რედაქციაში ძალზე სათნო და ლამაზი ქალბატონი გვესტურმა, სამი შვილის დედა,
(ტრემორი – სერიოზულ პრობლემათა სიმპტომი)
პირში ლითონისებრი გემო საკმაოდ ხშირი ჩივილია.
ტკივილი მუხლის სახსარში შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული:
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად