რა დაავადებები იწვევს ჭარბოფლიანობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაავადებები იწვევს ჭარბოფლიანობას

მაღალი ტემპერატურისა და განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს - კი ათჯერ მეტი.

განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს (ჭარბოფლიანობა). ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან. მაგ. ნორმაში ოფლდენა ძლიერდება ცხელ ამინდში, ფიზიკური დატვირთვის დროს და ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს. ჭარბი ოფლდენა შეიძლება განვითარდეს რეფლექტორულად ემოციური განცდების დროს, ტკივილის, ცხელი ან ცხარე საკვების მიღების, ალკოჰოლისა და მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებების მიღების ფონზე. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ მჭიდრო, ასევე სინთეტიური მასალისაგან დამზადებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჩახუთულ სივრცეში ყოფნა, ასევე ჰაერის მაღალი ტენიანობა, სითხის მიღების არასწორი რეჟიმი იწვევს ოფლის გაძლიერებულად გამოყოფას. ყველა ზემოჩამოთვლილი მაგალითი ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზის გამოხატულებაა.

პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი - ეს არის არაადეკვატური ოფლდენა, რომელიც განპირობებულია რიგი ნეიროენდოკრინული დარღვევებით, რომლებიც გამოვლინდება ორგანიზმზე ტემპერატურის ზეგავლენის მიუხედავად. ამასთან, ოფლის გამოყოფა შეიძლება გამოვლინდეს სხეულის მხოლოდ გარკვეულ ნაწილებზე: სახეზე, ხელისგულებზე, იღლიის ფოსოებში, ტერფებზე. ასეთ ჰიპერჰიდოზს უწოდებენ ლოკალურს (ადგილობრივს).

არსებობს ასევე ზოგადი (გენერალიზებული) ჰიპერჰიდროზი, რომლის დროსაც შემაწუხებელი ოფლიანობა მთელ სხეულზეა გამოხატული.

პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი.

პირველადი ჰიპერჰიდროზი - ეს არის ჭარბი ოფლდენა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე;

მეორადი ჰიპერჰიდროზი უმეტესად პათოლოგიურია და სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.

პირველად ჰიპერჰიდროზზე, როგორც დამოუკიდებელ დაავადებაზე, ლაპარაკობენ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოკვლევების შედეგად ვერ პოულობენ ჰიპერჰიდროზის მიზეზს. პირველადი ჰიპერჰიდოზისათვის ძირითადად დამახასიათებელია ლოკალური ოფლიანობა, მაგ სახის, ხელის მტევნების, ტერფების და იღლიების მიდამოებში. ოფლიანობა ხელს უწყობს კანის გაღიზინებას, შემდგომში მეორადი ინფექციის დამატებას, სოკოვანი დაავადების განვითარებას. ადამიანებს ექმნებათ სერიოზული ფიზიკური და სოციალური პრობლემები, უარესდება მათი ცხოვრების ხარისხი.

ზოგჯერ პირველადი ჰიპერჰიდროზი გადაეცემა მემკვიდრეობით და აქვს ოჯახური ხასიათი.

მეორადი ჰიპერჰიდროზის დროს ჭარბი ოფლდენა სხვა დაავადების შედეგს წარმოადგენს. ძირითადი დაავადების განკურნების შემთხვევაში ოფლიანობაც ქრება.

მეორადი ჰიპერჰიდროზის მიზეზებიდან უნდა აღინიშნოს:

1. ენდოკრინული დაავადებები და მდგომარეობები: ფარისები ჯირკვლის ფუნქციიის მომატება (ჰიპერთირეოზი), ფეოქრომოციტომა, შაქრიანი დიაბეტი, აკრომეგალია, კლიმაქსი და სხვ.

2. ნერვული სისტემის და ფსიქოემოციური სფეროს პათოლოგია: ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, პანიკური შეტევები, ფობიური დარღვევები, პარკინსონიზმი, პოლინეიროპათია, ინსულტი და სხვ.

3. ინფექციური დაავადებები: ტუბერკულოზი, მალარია, ბრუცელოზი,, ჰელმინთოზი, სეფსისი, შიდსი და სხვ;

4. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონული დაავადება და სხვ.;

5. თირკმელების დაავადება;

6. ავთვისებიანი სიმსივნეები;

7. გენეტიკური დაავადებები;

8. ასევე ალკოჰოლიზმი, ნარკოტიული საშუალებების მოქმედება, სოკოთი და ფოსფორორგანული ნივთიერებებით მოწამვლა.

ეს სია სრულყოფილი არ არის.

როგორ წესი, მეორადი ჰიპოერჰიდროზის დროს ოფლიანდება მთელი სხეული, რაც არ არის დამოკიდებული დღე-ღამის დროზე, დაკავშირებულია ძირითადი დაავადების აქტივობასთან. გამოჯანმრთელების კვალად ოფლიანობის ინტენსივობა მცირდება.

იხილეთ აგრეთვე სტატია "ჰიპერჰიდროზის მიზეზები და მკურნალობა"