თავბრუხვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავბრუხვევა

თავბრუხვევის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის ჩივილებსა და შეგრძნებებს. ყველა გამოხატულ სიმპტომს თავბრუხვევის ოთხ კლინიკურ ტიპს მიაკუთვნებენ:

1. სისტემური თავბრუხვევა

სისტემური ანუ ვესტიბულური თავბრუხვევა არის სხეულის ან გარემომცველი საგნების ტრიალის, ვარდნის, წინ გადახრის ან ქანაობის შეგრძნება. მას ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა, ღებინება, ჰიპერჰიდროზი (გაძლიერებული ოფლიანობა), სმენისა და წონასწორობის დარღვევა, ასევე ოსცილოფსია (გარემომცველი საგნების სწრაფი მცირეამპლიტუდიანი რხევის ილუზია). სისტემური თავბრუხვევა ახასიათებს ვესტიბულური სისტემის პერიფერიული ან ცენტრალური განყოფილების დაზიანებას.

2. გულის წასვლა და მისი წინარე მდგომარეობა

ადამიანები ასეთ დროს თავში “სიმსუბუქეს” შეიგრძნობენ, გონება თითქოს ებინდებათ, ბრუვდებიან და გული მისდით. აღნიშნულ სიმპტომებს ერთვის გაფითრება, გულისცემის გახშირება, შიშის შეგრძნება, თვალების დაბინდვა, გულისრევა, ოფლიანობის გაძლიერება. ყოველივე ამის მიზეზი უმეტესად გულის დაავადებები და ორთოსტატიკური (სხეულის მდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებული) ჰიპოტენზიაა.

3. წონასწორობის დარღვევა

ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტები წონასწორობის დარღვევას თავბრუხვევად აღიქვამენ. ასეთ დროს სიარულისას ბარბაცებენ, დგომისას მთვრალივით ირწევიან. ტიპურია აგრეთვე მგრძნობელობის მოშლა, დისკოორდინაცია და ოსცილოფსია. წონასწორობის დარღვევისთვის დამახასიათებელი სიმპტომები თავს იჩენს დგომისა და სიარულისას, ჯდომისა და წოლის დროს კი ქრება.

4. ცერვიკოგენური თავბრუხვევა

თავბრუხვევის განსაკუთრებული ფორმაა. ის დაკავშირებულია კისრის სტრუქტურების პროპრიოცეპტული იმპულსაციის დარღვევასთან. პროპრიოცეპტორები კუნთებში, მყესებსა და სახსრებში არსებული რეცეპტორებია. კისრის სტრუქტურებიდან მომავალი პროპრიოცეპტული იმპულსაცია ნორმაში განაგებს სხეულთან მიმართებით თავის მდგომარეობასა და პოზიციას. თავბრუხვევა ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ვითარდება ხერხემლის კისრის განყოფილების ტკივილისა და მოძრაობის შეზღუდვის ფონზე.

5. ფსიქოგენური თავბრუხვევა

ფსიქოგენური თავბრუხვევა თავს იჩენს განგაშის, კონვერსიული დარღვევებისა და დეპრესიის დროს. მისთვის დამახასიათებელია ძნელად აღსაწერი შეგრძნებები, რომლებიც წინამორბედ თავბრუხვევებს არ შეესაბამება. პაციენტები ამ დროს უჩივიან თავში სიმძიმის შეგრძნებას (სიმთვრალის მსგავსს), აწუხებთ გულისრევა და თავბრუხვევა.

თავბრუხვევა სიცოცხლეში ერთხელ მაინც ალბათ ყველა ჩვენგანს განუცდია. ამ ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომის მიღმა ხშირად მძიმე დაავადებები დგას. ეს დაავადებები რომ არ გამოგეპაროთ, ეცადეთ, არ მოგივიდეთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები:

ნუ გეგონებათ, რომ თავბრუხვევა უწყინარია

ზოგიერთ შემთხვევაში მღელვარების საფუძველი მართლა არ არსებობს. მაგალითად, თავბრუხვევა ხშირად საქანელაზე ქანაობით, ცეკვის დროს ტრიალით, გადაღლა-გადაძაბვით, კომპიუტერთან ერთ პოზაში დიდხანს ჯდომით. უკანასკნელ შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ ერთია - მუშაობისას საათში ერთხელ შეისვენოთ: ადგეთ, ამოძრავდეთ, გაიარ-გამოიაროთ, შეასრულოთ მარტივი ვარჯიშები, მაგალითად, ამოძრაოთ თავი, ასწიოთ და დასწიოთ ხელები და ა. შ. ზოგჯერ სხეულის მდგომარეობის სწრაფად შეცვლისას, მაგალითად, სწრაფად ადგომისას, ორგანიზმი ვერ ახერხებს შესაბამისად (ასევე სწრაფად) ორიენტაციას. ამის გამო ადამიანს ეჩვენება, რომ “მიცურავს”. ამიტომაც უნდა ერიდოთ მკვეთრ მოძრაობებს. თავბრუხვევა ხშირად აწუხებთ ხანდაზმულებს. სხვადასხვა მონაცემებით, 60 წელს გადაცილებული ყოველი მეოთხე ადამიანი თავბრუხვევას უჩივის. ხშირად ეს სისხლძარღვთა ასაკობრივი ცვლილებების ბრალია. თავბრუხვევა ზოგჯერ თან ახლავს გრიპს და უბრალო გაციებასაც კი. ის აღმოცენდება, თუ ვირუსმა ან სხვა ინფექციურმა აგენტმა ვესტიბულური აპარატი დააზიანა. ჩვეულებრივი თავბრუხვევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის პერიოდულად აღმოცენდება, შესაძლოა სხვადასხვა დაავადების ნიშანი იყოს. ამ სიმპტომის მიღმა ზოგჯერ ონკოლოგიური პათოლოგია დგას. თავბრუხვევა შესაძლოა ქალა-ტვინის ტრავმის ან შუა ყურის პათოლოგიის შედეგიც იყოს. ის ხშირად არის დაკავშირებული გულის დაავადებებთანაც. ასეა თუ ისე, დამოუკიდებლად მიზეზის დადგენა შეუძლებელია, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ ნევროლოგს.


არ გეგონოთ, რომ თავბრუხვევა არ იკურნება

ბევრს ჰგონია, რომ თავბრუხვევა არ იკურნება, ამიტომ არც ექიმთან მისვლას აქვს აზრი და წლობით იტანჯება ამ შემაწუხებელი სიმპტომით. სინამდვილეში კი თავბრუხვევის სამკურნალოდ არსებობს უამრავი პრეპარატი, რომლებიც ვესტიბულურ აპარატზე მოქმედებს და მხოლოდ ამ შემაწუხებელ სიმპტომს კი არა, მის თანმხლებ გულისრევას, ღებინებას, შიშისა და შფოთვის განცდას, პანიკურ მდგომარეობასაც აქრობს. მედიკამენტებთან ერთად მეტად ეფექტურია საგანგებოდ შემუშავებული სარეაბილიტაციო პროგრამები, ვარჯიშთა კომპლექსები, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ინფორმაციის მიწოდებას აწესრიგებს. თუ თავბრუხვევის მიზეზი მხედველობასთანაა დაკავშირებული, ოპტიკურ კორექციას მიმართავენ. თავბრუხვევის მიზეზის დასადგენად გამოიყენება თვალების მოძრაობის კომპიუტერული და ვიდეოგრაფიკული რეგისტრაცია, როდესაც აპარატურა აფიქსირებს თვალების რეაქციას სხვადასხვა ტესტზე. დამატებით ხდება სმენის ფუნქციის გამოკვლევაც. ძალიან მძიმე შემთხვევებში ინიშნება თავის ტვინის კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ენდოკრინული სისტემისა და სისხლძარღვების გამოკვლევა, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი და სხვა.

თავბრუხვევის დროს მაშინვე არ უნდა დაწვეთ

უმჯობესია, ჩამოჯდეთ. თუ სასწრაფოდ დაწვებით, თავის არეში მოწოლილი სისხლის ნაკადი ერთბაშად გადანაწილდება, რაც მეტად არასასურველია. თავბრუხვევის დროს სისხლის მიმოქცევისა და, საზოგადოდ, ორგანიზმისთვის გაცილებით ფიზიოლოგიურია ჯდომა. თუ თავბრუ უცაბედად დაგეხვათ, წნევა გაიზომეთ - თავბრუხვევა ზოგჯერ ჰიპერტენზიის შედეგია. ასეთ დროს სასურველია წნევის დამაქვეითებელი პრეპარატის მიღება.

ეს საინტერესოა

უჩვეულო და ორიგინალური გამოკვლევებით სახელგანთქმულმა ამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თავბრუხვევა შესაძლოა იატაკის შეფერილობამაც კი გამოიწვიოს. მათ ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: 22 ადამიანი დიდ ოთახში დასხეს და ჯერ რუხი, მერე კი შავ-თეთრი იატაკის ყურება აიძულეს. თუ პირველ შემთხვევაში ცდისპირები მხოლოდ გაჩუმდნენ, გაყუჩდნენ, შავ-თეთრ იატაკზე ხანგრძლივი ცქერის შემდეგ ზოგიერთმა მათგანმა თავბრუხვევა და გულისრევა იგრძნო. სპეციალისტები ამას იმით ხსნიან, რომ იატაკის შავ-თეთრი შეფერილობა მოძრაობის ილუზიას იწვევს და ზღვის ავადმყოფობის სიმპტომთა პროვოცირებას ახდენს.

ხალხური მედიცინის საუნჯიდან

გთავაზობთ თავბრუხვევის საწინააღმდეგოდ რეკომენდებულ რამდენიმე რეცეპტს:

  • აიღეთ ერთი სადილის კოვზი ბარამბო (შეიძლება როგორც ახალდაკრეფილი, ისე გამომშრალი, გამხმარი მცენარე), დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ 40 წუთი, გადაწურეთ და დღეში რამდენჯერმე მიირთვით. უფრო უკეთეს ეფექტს იძლევა ბარამბოს წვენი, მცენარის ყვავილობამდე დაკრეფილი ფოთლებისაგან გამოწურული. 40-60 წვეთი ერთ ჩაის კოვზ თაფლთან ერთად უნდა მიირთვათ.
  • სასარგებლოა ჭამამდე სტაფილოს წვენის მიღება. 100-150 მლ დღეში 3-4-ჯერ უნდა დალიოთ.
  • აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ოხრახუშის დაფქული თესლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი, გააჩერეთ 8 საათი, გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
  • აიღეთ ერთი ჩაის კოვზი სამყურას დაქუცმაცებული ყვავილი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 5 წუთი, გადაწურეთ, მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.