თვალის ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალის ტკივილი

  • უვეიტმა - თვალის კაკლის სისხლძარღვოვანი გარსის ანთებამ;
  • უცხო სხეულის თვალში მოხვედრით გამოწვეულმა ტრავმამ;
  • მიკროორგანიზმებით თვალის ინფიცირებამ (ამ დროს ტკივილი მსერავი, მჭრელი ხასიათისაა);
  • გაციებით ან გადატანილი ვირუსული ინფექციით გამოწვეულმა სამწვერა ნერვის ტოტების ანთებამ;
  • თვალის მკვებავ სისხლძარღვებში განვითარებულმა პათოლოგიურმა ცვლილებებმა - ამ შემთხვევაში ტკივილი სისხლის მიმოქცევის დაქვეითებისა და თვალის ქსოვილთა ჟანგბადოვანი შიმშილის შედეგია;
  • მშრალი თვალის სინდრომმა - კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად განვითარებული ამ ტიპის ტკივილები უკანასკნელ ხანს საკმაოდ გახშირდა.

მიმართეთ ოფთალმოლოგს, თუ:

  • თვალში უცხო სხეული ჩაგივარდათ;

    ლ თვალის ტკივილი სამ დღეზე მეტია გრძელდება, რადგან ხშირად თვალის ტკივილი სულ სხვა ორგანოში განვითარებული პათოლოგიური პროცესის პირველი სიგნალია;

    ლ თვალის ნებისმიერი ტიპისა და ინტენსივობის ტკივილს ერთვის  მხედველობის დაქვეითება და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ღებინება, თავის ტკივილი და სხვა;

    ლ თვალში დისკომფორტი თვეზე მეტია გრძელდება.

დაიცავით თვალები

  • გაიკეთეთ დამცავი სათვალე, თუ ისეთ ინსტრუმენტებთან მუშაობთ, რომლებმაც შესაძლოა წვრილი ნამსხვრევები გამოისროლოს. დამცავი სათვალის გაკეთება რეკომენდებულია აგრეთვე ნებისმიერი ტიპის ქიმიურ აგენტთან კონტაქტისას.
  • სახის დამცავი ნიღბის გაკეთება აუცილებელია სპორტის ისეთ სახეობებში ვარჯიშისას, რომლებსაც თან ახლავს სახისა და თვალის ტრავმები.
  • ნებისმიერი ტიპის საყოფაცხოვრებო ქიმიის, განსაკუთრებით - ნიშადურის შემცველის, გამოყენებისას გულდასმით წაიკითხეთ გამოყენების წესები და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები.
  • ბავშვები ხშირად იშავებენ თვალს თამაშის დროს. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია სათამაშოები, რომლებიც ისვრის ისრებს, პლასტმასის ბურთებს და სხვა.
  • თუ კონტაქტურ ლინზებს ატარებთ, მათ მოსავლელად გამოიყენეთ შესაბამისი სითხეები. კარგად დაეუფლეთ მათი ჩასმისა და ამოღების წესებს.

ყურის ტკივილი

ათიდან დაახლოებით 5 შემთხვევაში ყურის ტკივილი ან დისკომფორტი სხეულის სხვა ნაწილებში არსებულ პრობლემებს უკავშირდება, მათ შორის -  ყბების დაზიანებას, ნუშურა ჯირკვლების ანთებას, სინუსიტს, კისრის ოსტეოქონდროზს. ბუნებრივია, ტკივილს იწვევს საკუთრივ ყურის სტრუქტურების დაზიანებაც, მათ შორის - ყურის ნიჟარისა, სასმენი ძვლებისა, ლოკოკინასი, სასმენი არხისა, დაფის აპკისა და გარეთა სასმენი მილისა. ხშირად ტკივილი სმენის ნერვის დაზიანების შედეგია. ნიჟარის ტკივილს იწვევს ძლიერი ქარი, ნიჟარის მოყინვა და დამწვრობა. ხშირად ეს პერიქონდრიტის - ნიჟარის ხრტილოვანი ქსოვილის - ანთებას უკავშირდება. გარეთა სასმენი მილის ტკივილს იწვევს ყურში მოხვედრილი უცხო სხეული. ხშირია ბავშვებში. გარეთა ყურის მწვავე ანთებას იწვევს ბაქტერიებით დაბინძურებული წყლის მოხვედრა ყურში. ტკივილი საკმაოდ ძლიერია და ძლიერდება ყბების მოძრაობისას. ფურუნკულოზს - სასმენი არხის თმის ფოლიკულების ინფექციით გამოწვეულ ჩირქოვან პროცესს - თან ახლავს ძლიერი ტკივილი, რომელიც უფრო მეტად ძლიერდება ყბების მოძრაობისას. მოცურავის ყური - ტკივილს ყურში არსებული ნესტი იწვევს. დაზიანებას თან ახლავს კანის შეშუპება. წყალთან ხშირი კონტაქტი არბილებს სასმენი არხის კანს და მას ინფექციებისადმი, განსაკუთრებით ბაქტერიებისადმი, მგრძნობიარეს ხდის. ხშირად პროცესი შუა ყურის ანთებით რთულდება.  საცობი -  გოგირდის შემცველი სეკრეტის ჭარბი გამომუშავებისას ყალიბდება საცობი, რომელიც იწვევს ტკივილს და აუარესებს სმენას.

დაიცავით ყური

  • ნუ ეცდებით, გამოიწმინდოთ ყური რაც შეიძლება ღრმად. ნურც გოგირდის საცობის დამოუკიდებლად ამოღებას შეეცდებით.
  • თუ მოცურავე ბრძანდებით, აუცილებლად გამოიყენეთ ყურის დამცავები, რომ ყურებში წყალი არ შეგივიდეთ.
  • ცურვის შემდეგ ყურები საგულდაგულოდ გაიშრეთ თმის საშრობით.
  • თუ ხმაურიან გარემოში გიწევთ შრომა, გამოიყენეთ სმენის ორგანოს დამცავი და დამზოგავი მოწყობილობები, შინ ყოფნის დროსაც კი.
  • მიბრძანდით ექიმთან, როგორც კი სმენის თუნდაც უმნიშვნელო გაუარესებას შეამჩნევთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ ან ცდილობენ, ტელევიზორს შედარებით ხმამაღლა უსმინონ.
  • აუცილებელია ექიმთან მისვლა როგორც გარეთა, ისე შუა ყურის ანთებითი დაზიანებისას - გართულებისა და სმენის დაქვეითების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ამ დაავადების კვალიფიციური კომპლექსური მკურნალობა.

ყელის ტკივილი

ყელის ტკივილი განსაკუთრებით შემოდგომაზე და ზამთარში ხშირდება, რაც პირდაპირ უკავშირდება ზედა სასუნთქი გზების კატარს - ყელის ლორწოვანი გარსის ანთებას. კატარის დროს ყელის ტკივილი მეტყველების, სუნთქვისა და ყლაპვის ფუნქციების დარღვევას იწვევს. არსებობს ყელის კატარის რამდენიმე ფორმა და კომბინაცია. ზოგი მალევე გაივლის, ზოგი კი ძალზე საშიშ, სერიოზული ზიანის მომტან დაავადებად ყალიბდება.


მაპროვოცირებელი ფაქტორები

ყელის ტკივილს აპროვოცირებს:

  • ჰაერის დაბინძურება გამონაბოლქვი აირებითა და ქიმიური ნივთიერებებით;
  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (გრიპი, პარაგრიპი, რინოვირუსული და ადენოვირუსული ინფექცია, ქუნთრუშა, ყივანახველა, დიფთერია, წითელა, ინფექციური მონონუკლეოზი) და მათთან დაკავშირებული პათოლოგიები (ფარინგიტი, ადენოიდები, ტონზილიტი და ლარინგიტი);
  • წელიწადის ცივი პერიოდისთვის დამახასიათებელი დაბალი ტემპერატურა, რაც იმუნური სისტემის დაქვეითებას იწვევს და ინფექციათა სწრაფი გავრცელების პირობებს ქმნის;
  • ცხვირის სავალებში ადენოიდური წანაზარდების გაჩენა, სურდო და ძგიდის გამრუდებით გამოწვეული ცხვირის ფუნქციების დარღვევა;
  • ყელის გადაძაბვა - ბევრი ლაპარაკი, ყვირილი, ხმამაღალი სიმღერა. ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა განსაკუთრებით ხშირია პედაგოგებში, ლექტორებსა და მსახიობებში - იმ ადამიანებში, ვისთვისაც ხმას პროფესიული მნიშვნელობა აქვს (ამიტომ ისინი იძულებულნი არიან, ყელს განსაკუთრებით მოუარონ);
  • მეტისმეტად ცხარე, ძმრიანი, მდოგვიანი, ცხელი და ცივი სასმელ-საჭმლის სწრაფი მონაცვლეობა;
  • სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრა.

როდის გვტკივა ყელი?

ყელის ყოველგვარ ტკივილს ანგინას უკავშირებენ. ეს მწვავე ტონზილიტია - ნუშურა ჯირკვლების მწვავე ანთება, რომელიც შეიძლება მიკრობით, ვირუსით ან სოკოთი იყოს გამოწვეული. ყველაზე ხშირად მას A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი და ოქროსფერი სტაფილოკოკი იწვევს. მწვავე ტონზილიტის განვითარებას ხელს უწყობს გაციება, გადახურება, იმუნოგლობულინების დეფიციტი, ჰიპოვიტამინოზი, ცხვირისა და დანამატი წიაღების, პირის ღრუს, ღრძილების დაავადებები. მწვავე ტონზილიტის დროს მაღალი სიცხის ფონზე ყელში უეცრად ჩნდება ფხაჭნის, სიმშრალისა და შევიწროების - სპაზმის შეგრძნება. ზოგჯერ ყლაპვა ისე რთულდება, რომ ავადმყოფს წყლის სმაც კი უჭირს. სწორი მკურნალობისას ანთება 7-10 დღეში გაივლის, არასწორად ნამკურნალები ან ნებაზე მიშვებული მწვავე ტონზილიტი კი ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება და მოგვიანებით თირკმლის პათოლოგიებსა და რევმატულ დაავადებებს იწვევს. ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ხშირად ის გრიპის ან რომელიმე სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციის გამოხატულებას წარმოადგენს. ამ დროს  ყელის ლორწოვანი გარსი ძლიერ გაწითლებულია და ავადმყოფს ყველაზე მეტად ყელის აუტანელი ტკივილი, ფხაჭნის შეგრძნება და სიმშრალე აწუხებს, ყელში თითქოს უცხო სხეულია გაჩხერილი. ადენოიდები ცხვირ-ხახის თაღში განლაგებული ლიმფოადენოიდური ქსოვილია, რომლის ანთებასაც იწვევს ქრონიკული სურდო და ფარინგიტი. ეს დაავადება უმეტესად ბავშვებს ემართებათ. ავადმყოფს ყელის სიმშრალის შეგრძნება და ტკივილი აწუხებს, რაც ანთებითი პროცესის გამო ცხვირ-ხახის შეშუპების ბრალია. ცხვირით სუნთქვა ჭირს, ამიტომ ავადმყოფი პირით სუნთქავს, ცივი ჰაერის ნაკადი კი ყელს აშრობს და მის ტკივილს იწვევს. ლარინგიტი ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის ყოველთვის თან სდევს რესპირატორულ დაავადებებს. ლარინგიტის დროს ყელის ტკივილი ისეთივეა, როგორიც ანგინის დროს, თუმცა ამ შემთხვევაში გაცილებით ძლიერია ხეხისა და ფხაჭნის შეგრძნება; პაციენტს ძლიერ ეხლიჩება ხმა, შესაძლოა სულაც წაუვიდეს. ინფექციური დაავადებები. ამ დროს ყელის ტკივილი ძალზე ყურადსაღები სიმპტომია - გამორიცხული არ არის, შეშუპებული სასუნთქი გზები კრუპისა და ცრუ კრუპის, ხორხის შევიწროებისა და მოგუდვის მიზეზად იქცეს. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია დიფთერია და პარაგრიპი. უცხო სხეული სასუნთქ გზებში. სასუნთქ გზებში ხშირად ხვდება თევზის ფხა, ხილის კურკა, ღილები, მცენარის თესლი, ლითონის წვრილი ნივთები, რომლებიც ძლიერ ტკივილს, სპაზმსა და მოგუდვის შეგრძნებას იწვევს. ეს მდგომარეობა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს - აუცილებელია სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის დაუყოვნებლივ ამოღება.

სახსრების ტკივილი

სახსრების ტკივილი შეიძლება იყოს უმნიშვნელო, მღრღნელი, ძლიერი და აუტანელი. ზრდასრული მოსახლეობის 85% სიცოცხლეში ერთხელ მაინც გამოცდის მას. სახსრების ტკივილი სახსრების პირველად ან მეორეულ დაზიანებას უკავშირდება. მეორეული დაზიანება, წესისამებრ, მეტაბოლიზმის დროს წარმოქმნილი ტოქსინებით მოწამვლის შედეგია. სახსრების ტკივილი დამახასიათებელია ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, რევმატიზმი, რეაქტიული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, ბურსიტი, პოდაგრა, ოსტეომიელიტი, სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია, ლიმფობლასტური ლეიკოზი, სარკოიდოზი, კავასაკის დაავადება, კრონის დაავადება, ძვლების ონკოლოგიური პათოლოგიები და სხვა. სტატისტიკური თვალსაზრისით ყველაზე დიდ ყურადღებას 5 მათგანი იმსახურებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად ახასიათებს აშკარად გამოხატული ართრალგია - სახსრების ტკივილი.


1. ოსტეოართრიტი - ზიანდება ხრტილოვანი ქსოვილი, მასში ვითარდება დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები, ამიტომ მოძრაობისას, ერთმანეთზე ხახუნისას ხრტილოვანი ზედაპირები იწვევს ტკივილს, სახსრის შებოჭილობას და მოძრაობის შეზღუდვას. დაავადება ყველაზე ხშირად 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს ემართებათ. უპირატესად აზიანებს მსხვილ სახსრებს - ისეთებს, რომლებზეც დიდი დატვირთვა მოდის: მენჯ-ბარძაყისას, მუხლისას და ტერფისას. ტკივილი ამ დროს ზოგჯერ პერიოდულია, ზოგჯერ კი მუდმივი, დაავადების შორს წასული ფორმების დროს, უპირატესად - მოძრაობისას ან დგომისას, ძლიერდება.

2. რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური დაავადებაა. 20-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებს, უმეტესად - ქალებს, იმუნურ სისტემაში მიმდინარე ცვლილებების გამო ორგანიზმში გამოუმუშავდებათ საკუთარ ქსოვილებთან მებრძოლი ანტისხეულები, რომლებიც იწვევს სახსრების ანთებას, მათ ტკივილს და მოძრაობის შეზღუდვას. ზიანდება როგორც მსხვილი, ისე წვრილი სახსრები.

3. ბურსიტი - ხშირად იგი ართრიტში ერევათ. მთავარი განსხვავება ის არის, რომ ბურსიტის დროს ანთებითი პროცესი მოიცავს არა სახსარს, არამედ მის ჩანთას.  ბურსიტის თანმხლები დისკომფორტი, შებოჭილობა და ტკივილი სასახსრე ჩანთის დაზიანების გამო სახსრის არასწორი მოძრაობით, მისი ტრავმირებითა და კომპრესიით არის გამოწვეული. ყველაზე ხშირად ვითარდება მხრის, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების ბურსიტი.

4. პოდაგრა -  ამ დროს ტკივილი შეტევითია, სახსარი - შეშუპებული, გაწითლებული, მოძრაობა - შეზღუდული.

5. ოსტეოპოროზი - უმთავრესად ქალებს ემართებათ კლიმაქსის შემდგომ პერიოდში. ტკივილი უმეტესად მუდმივია და თითქმის არ უკავშირდება მოძრაობას.

როგორ მოვიქცეთ?

  • თუ სახსრების ტკივილი ჭარბ დატვირთვას უკავშირდება, მისგან დროებით თავი უნდა შეიკავოთ.
  • პირველადი ტკივილის დროს, რომელსაც ერთვის სახსრის შეშუპება, მტკივან ადგილზე მცირე ხნით უნდა დაიდოთ ცივი კომპრესი, ყინული, მერე კი სახსარი ტკივილგამაყუჩებელი მალამოთი დაიზილოთ.
  • თუ სახსრების ტკივილი მათ დეგენერაციულ-დისტროფიულ ცვლილებებს უკავშირდება, აუცილებელია კომპლექსური თერაპიის ჩატარება და ყველა იმ რეკომენდაციის განუხრელი შესრულება, რომელსაც სპეციალისტისგან მიიღებთ.

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • სახსარი შეგისივდათ და აგტკივდათ;
  • მოძრაობისას ხმაურობს და ტკაცუნობს;
  • შეგეზღუდათ მოძრაობა და ტკივილს ერთვის სხეულის ტემპერატურის მატება, ჩხვლეტის შეგრძნება;
  • დაზიანებული ადგილი ცხელი და წითელია;
  • თვითმკურნალობის შედეგად ტკივილი არ მცირდება.

ტკივილი სწორი ნაწლავის მიდამოში

სწორ ნაწლავში მტკივნეული სინდრომი ვითარდება, როდესაც პათოლოგიური პროცესი სწორი ნაწლავის იმ ნაწილებს მოიცავს, რომელთა ინერვაციასაც ზურგის ტვინის ნერვები ახდენს. ასეთი რამ ახასიათებს:

  • ანალური ხვრელის ნაპრალს. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი, მკვეთრი ტკივილი და დეფეკაციისას სისხლდენა. ზოგიერთ პაციენტში ეს ყაბზობის ფონზე მიმდინარეობს, ზოგიერთში კი ფაღარათისა.
  • პარაპროქტიტს. იგი ანალური ხვრელის ირგვლივ მდებარე ანალური ჯირკვლების  ჩირქოვანი ანთებით იწყება. მისთვის დამახასიათებელია მოპულსირე ძლიერი ტკივილი, რომელიც ხშირად ცხელების ფონზე მიმდინარეობს.
  • ბუასილს. ტკივილი უკავშირდება ჰემოროიდული კვანძების თრომბოზს, რომლებიც სწორი ნაწლავის ვენური წნულების ვარიკოზულად გაგანიერებულ უბნებს წარმოადგენს. არსებობს შიგნითა და გარეთა კვანძები. შიგნითა კვანძები მტკივნეული არ არის, ტკივილი იწყება მაშინ, როდესაც მათი გამოვარდნა ხდება, გარეთა ჰემოროიდული კვანძები კი საკმაოდ ძლიერ ტკივილს იწვევს. ავადმყოფები აღნიშნავენ "კოპისმაგვარი", განსაკუთრებით მტკივნეული ადგილის არსებობას.
  • პროქტალგიას. ეს უკანასკნელი სწორი ნაწლავის ორგანული დაზიანების გარეშე აღმოცენებული პერიოდული ტკივილია. მისი მიზეზია ანალური ხვრელის ირგვლივი კუნთების პერიოდული სპაზმი. რამდენადაც დაავადების ბუნების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილ, მისი მკურნალობაც რთულია. ხშირად ასეთი რამ ემოციურად გაუწონასწორებულ და ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ემართებათ. ძლიერი მღრღნელი ან შეტევისმაგვარი ტკივილი ადრიან დილით ან გვიან ღამით იწყება. ჯდომისას იგი ძლიერდება, წოლისას სუსტდება.

თუ სწორი ნაწლავის ტკივილი რამდენიმე კვირაა გრძელდება, განურჩევლად მისი ხასიათისა, აუცილებელია პროქტოლოგთან მისვლა.