მუცლის ტკივილი გულ-სისხლძარღვთა დაავადების სიმპტომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუცლის ტკივილი გულ-სისხლძარღვთა დაავადების სიმპტომი

მიოკარდიუმის ინფარქტის ამ ფორმისას დაავადების პირველი სიმპტომები მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებების სიმპტომებს მოგვაგონებს. ყველაზე ხშირია მწვავე გასტრიტის მსგავსი კლინიკა. პაციენტს ეწყება მუდმივი ან მოვლითი ტკივილი მკერდის ძვლის ქვედა ნაწილში; ტკივილს ერთვის გულისრევის შეგრძნება, ზოგჯერ - ღებინება; ღებინება არ არის შეუპოვარი და განმეორებადი, როგორც გასტრიტის დროს, და შვება არ მოაქვს, ან მოაქვს მხოლოდ მოკლე ხნით, არც პირნაღები მასაა ბევრი. გარდა ამ სიმპტომებისა, შესაძლოა აღინიშნებოდეს მოჭერითი ტკივილი ეპიგასტრიუმში ან მის ზემოთ, ტკივილი საყლაპავის არეში, ლუკმის გაჩხერის შეგრძნება. არის შემთხვევები, როცა წამყვანი სიმპტომია ძლიერი მეტეორიზმი (მუცლის შებერვა), იშვიათად შეიძლება ფაღარათიც განვითარდეს. ზოგჯერ სიმპტომები იმდენად მწვავეა, რომ თავდაპირველად ჩნდება ეჭვი არა გულის დაავადების, არამედ მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ქირურგიული დაავადების შესახებ - ვარაუდობენ კუჭის, ნაღვლის ბუშტის პერფორაციას, პანკრეასის ანთებას, აპენდიციტს, ნაწლავთა გაუვალობას, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება ქირურგიული ჩარევის საკითხი, თუმცა პაციენტის მდგომარეობის დეტალური შესწავლა და მისი ავადმყოფობის ისტორიის გადახედვა ექიმთა ყურადღებას სწორედ გულის დაავადებისაკენ მიმართავს.  როდის ვიფიქროთ, რომ მუცლის ტკივილი გულის დაავადების გამოხატულებაა? როცა ზემოთ აღწერილი სიმპტომები გამოაჩნდება პაციენტს, რომელსაც წლების განმავლობაში აქვს მაღალი არტერიული წნევა ან დადგენილი აქვს გულის დაავადება. თუ მამაკაცი 40-დან 45 წლამდე ასაკისაა, ხოლო ქალი - 50-დან 55 წლამდე ასაკისა, მუცლის ტკივილის დროს ყოველთვის არსებობს ალბათობა, მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტი იყოს, ამიტომ დაუშვებელია თვითდიაგნოსტიკა, სიმპტომების მიჩნევა მწვავე გასტრიტად და მის "სამკურნალოდ" ღებინების ხელოვნურად გამოწვევა - კუჭის ამორეცხვა. ეს შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ჯობს, დროულად მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, რათა დაისვას ზუსტი დიაგნოზი და გამოირიცხოს მიოკარდიუმის ინფარქტი.

აორტის განშრევება

აორტის განშრევება სიცოცხლისთვის სახიფათოა. ამ დროს გულიდან გამომავალი მთავარი სისხლძარღვის - აორტის კედლები ერთმანეთისგან შრევდება, განშრევებულ არეში კი სისხლი ჩაიღვრება. ეს განშრევებას უფრო მეტად აღრმავებს. განშრევება აორტის კედლის დასუსტებულ ადგილზე იწყება. აორტა განშრევებისადმი მიდრეკილებას იძენს მაღალი არტერიული წნევის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად. განშრევება შეიძლება აღმოცენდეს ზოგიერთი თანდაყოლილი მდგომარეობის დროსაც (მარფანის სინდრომი, ბიკუსპიდური აორტის სარქველი). იშვიათად იგი ავტოავარიისას მიღებული ტრავმის შედეგია. იმ შემთხვევაში, როცა განშრევდება მუცლის აორტა, მფეთქავი ტკივილი ლოკალიზებულია მუცელში და ვრცელდება ქვემოთ. საბედნიეროდ, ასეთი რამ  10 000 ადამიანიდან შესაძლოა ერთს განუვითარდეს. მოსალოდნელია ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უფრო ხშირია 40-დან 70 წლამდე.

ნაწლავური იშემია

მუცლის არეში ტკივილის მიზეზი შესაძლოა ნაწლავური იშემია იყოს. იშემიამ შესაძლოა მოიცვას წვრილი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი ან ორივე. ამ დროს ნაწლავის სისხლძარღვები (არტერიები) ვიწროვდება ან იხშობა, რაც მკვეთრად ამცირებს ან წყვეტს ნაწლავებისთვის სისხლის მიწოდებას. სისხლის მიწოდების შემცირებისას (ქრონიკული ნაწლავური იშემია) ვითარდება ტკივილი, ხოლო სრული შეწყვეტისას (მწვავე ნაწლავური იშემია) - ნაწლავის ინფარქტი, რომლის დროსაც აუცილებელია სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. მწვავე ნაწლავური იშემიის სიმპტომები:

  • უეცარი, ზომიერიდან ძლიერამდე ინტენსივობის მუცლის ტკივილი;
  • ნაწლავთა მოქმედების უეცარი მოთხოვნილება;
  • ნაწლავთა ხშირი მოქმედება;
  • მუცლის კედლის დაჭიმვა;
  • განავალში სისხლის არსებობა;
  • გულისრევა, ღებინება;
  • ცხელება.

ქრონიკული ნაწლავური იშემიის სიმპტომები:

  • მუცლის ტკივილი ან სისავსის არასასიამოვნო შეგრძნება, რომელიც აღმოცენდება საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ და გრძელდება 1-დან 3 საათამდე;
  • მუცლის ტკივილი, რომელიც კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე მძიმდება;
  • კვების შიში მოსალოდნელი ტკივილის გამო;
  • წონის უმიზეზო კარგვა;
  • ფაღარათი;
  • გულისრევა, ღებინება ან ორივე;
  • აირების დაგროვება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ქრონიკული ნაწლავური იშემია შეიძლება პროგრესირებდეს დაავადების მწვავე ფორმამდე. ამრიგად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის საშიში დაავადებები ხშირად არა გულის არეში ლოკალიზებული, არამედ მუცლის ტკივილით გამოვლინდება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ექიმის დროული კონსულტაცია დიაგნოზის დასადგენად.