მუცლის ტკივილი გულ-სისხლძარღვთა დაავადების სიმპტომი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

მუცლის ტკივილი გულ-სისხლძარღვთა დაავადების სიმპტომი

მუცლის ტკივილი გულ-სისხლძარღვთა დაავადების სიმპტომი

დღეს პაციენტთა უმრავლესობამ იცის, რომ გულის იშემიური დაავადება ზოგჯერ მუცლის ზედა ნაწილში, ეპიგასტრიუმში, ლოკალიზებული ტკივილით ვლინდება, მაგრამ, მკითხველთა ინტერესის გათვალისწინებით, მაინც შეგახსენებთ იმ შემთხვევებს, როდესაც მუცლის ტკივილის მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია.


მიოკარდიუმის ინფარქტი
გულის კუნთის ინფარქტი ყოველთვის არ ვლინდება მკერდის ძვლის უკან ლოკალიზებული ტკივილით. დაავადების ამ კლასიკური გამოვლინების გვერდით საკმაოდ ხშირად გვხვდება ინფარქტის ეგრეთ წოდებული აბდომინური (მუცლის) ფორმა. ის უმეტესად დიაფრაგმული ინფარქტის დროს ვითარდება.

მიოკარდიუმის ინფარქტის ამ ფორმისას დაავადების პირველი სიმპტომები მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებების სიმპტომებს მოგვაგონებს. ყველაზე ხშირია მწვავე გასტრიტის მსგავსი

კლინიკა. პაციენტს ეწყება მუდმივი ან მოვლითი ტკივილი მკერდის ძვლის ქვედა ნაწილში; ტკივილს ერთვის გულისრევის შეგრძნება, ზოგჯერ - ღებინება; ღებინება არ არის შეუპოვარი და განმეორებადი, როგორც გასტრიტის დროს, და შვება არ მოაქვს, ან მოაქვს მხოლოდ მოკლე ხნით, არც პირნაღები მასაა ბევრი. გარდა ამ სიმპტომებისა, შესაძლოა აღინიშნებოდეს
მოჭერითი ტკივილი ეპიგასტრიუმში ან მის ზემოთ, ტკივილი საყლაპავის არეში, ლუკმის გაჩხერის შეგრძნება. არის შემთხვევები, როცა წამყვანი სიმპტომია ძლიერი მეტეორიზმი (მუცლის შებერვა), იშვიათად შეიძლება ფაღარათიც განვითარდეს. ზოგჯერ სიმპტომები იმდენად მწვავეა, რომ თავდაპირველად ჩნდება ეჭვი არა გულის დაავადების, არამედ მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ქირურგიული დაავადების შესახებ - ვარაუდობენ კუჭის, ნაღვლის ბუშტის პერფორაციას, პანკრეასის ანთებას, აპენდიციტს, ნაწლავთა გაუვალობას, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება ქირურგიული ჩარევის საკითხი, თუმცა პაციენტის მდგომარეობის დეტალური შესწავლა და მისი ავადმყოფობის ისტორიის გადახედვა ექიმთა ყურადღებას სწორედ გულის დაავადებისაკენ მიმართავს.  როდის ვიფიქროთ, რომ მუცლის ტკივილი გულის დაავადების გამოხატულებაა? როცა ზემოთ აღწერილი სიმპტომები გამოაჩნდება პაციენტს, რომელსაც წლების განმავლობაში აქვს მაღალი არტერიული წნევა ან დადგენილი აქვს გულის დაავადება. თუ მამაკაცი 40-დან 45 წლამდე ასაკისაა, ხოლო ქალი - 50-დან 55 წლამდე ასაკისა, მუცლის ტკივილის დროს ყოველთვის არსებობს ალბათობა, მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტი იყოს, ამიტომ დაუშვებელია თვითდიაგნოსტიკა, სიმპტომების მიჩნევა მწვავე გასტრიტად და მის "სამკურნალოდ" ღებინების ხელოვნურად გამოწვევა - კუჭის ამორეცხვა. ეს შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ჯობს, დროულად მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, რათა დაისვას ზუსტი დიაგნოზი და გამოირიცხოს მიოკარდიუმის ინფარქტი.


აორტის განშრევება
აორტის განშრევება სიცოცხლისთვის სახიფათოა. ამ დროს გულიდან გამომავალი მთავარი სისხლძარღვის - აორტის კედლები ერთმანეთისგან შრევდება, განშრევებულ არეში კი სისხლი ჩაიღვრება. ეს განშრევებას უფრო მეტად აღრმავებს. განშრევება აორტის კედლის დასუსტებულ ადგილზე იწყება. აორტა განშრევებისადმი მიდრეკილებას იძენს მაღალი არტერიული წნევის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად. განშრევება შეიძლება აღმოცენდეს ზოგიერთი თანდაყოლილი მდგომარეობის დროსაც (მარფანის სინდრომი, ბიკუსპიდური აორტის სარქველი). იშვიათად იგი ავტოავარიისას მიღებული ტრავმის შედეგია. იმ შემთხვევაში, როცა განშრევდება მუცლის აორტა, მფეთქავი ტკივილი ლოკალიზებულია მუცელში და ვრცელდება ქვემოთ. საბედნიეროდ, ასეთი რამ  10 000 ადამიანიდან შესაძლოა ერთს განუვითარდეს. მოსალოდნელია ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უფრო ხშირია 40-დან 70 წლამდე.


ნაწლავური იშემია
მუცლის არეში ტკივილის მიზეზი შესაძლოა ნაწლავური იშემია იყოს. იშემიამ შესაძლოა მოიცვას წვრილი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი ან ორივე. ამ დროს ნაწლავის სისხლძარღვები (არტერიები) ვიწროვდება ან იხშობა, რაც მკვეთრად ამცირებს ან წყვეტს ნაწლავებისთვის სისხლის მიწოდებას. სისხლის მიწოდების შემცირებისას (ქრონიკული ნაწლავური იშემია) ვითარდება ტკივილი, ხოლო სრული შეწყვეტისას (მწვავე ნაწლავური იშემია) - ნაწლავის ინფარქტი, რომლის დროსაც აუცილებელია სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. მწვავე ნაწლავური იშემიის სიმპტომები:

  • უეცარი, ზომიერიდან ძლიერამდე ინტენსივობის მუცლის ტკივილი;
  • ნაწლავთა მოქმედების უეცარი მოთხოვნილება;
  • ნაწლავთა ხშირი მოქმედება;
  • მუცლის კედლის დაჭიმვა;
  • განავალში სისხლის არსებობა;
  • გულისრევა, ღებინება;
  • ცხელება.

ქრონიკული ნაწლავური იშემიის სიმპტომები:

  • მუცლის ტკივილი ან სისავსის არასასიამოვნო შეგრძნება, რომელიც აღმოცენდება საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ და გრძელდება 1-დან 3 საათამდე;
  • მუცლის ტკივილი, რომელიც კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე მძიმდება;
  • კვების შიში მოსალოდნელი ტკივილის გამო;
  • წონის უმიზეზო კარგვა;
  • ფაღარათი;
  • გულისრევა, ღებინება ან ორივე;
  • აირების დაგროვება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ქრონიკული ნაწლავური იშემია შეიძლება პროგრესირებდეს დაავადების მწვავე ფორმამდე. ამრიგად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის საშიში დაავადებები ხშირად არა გულის არეში ლოკალიზებული, არამედ მუცლის ტკივილით გამოვლინდება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ექიმის დროული კონსულტაცია დიაგნოზის დასადგენად.


 

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 19-05-2016
ანა
გთხოვთ მიპასუხოთ,როდესაც ასაკოვან პიროვნებას აქვს გულის კუნთის ინფარქტი და ამას თან დაერთო ნაწლავური იშემია,ამდროს რამდენად რეკომენდებულია ქირურგიული ჩარევა?
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
პირში ლითონისებრი გემო საკმაოდ ხშირი ჩივილია.
ხელისგულებს მაღალი სიზუსტით შეუძლია ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი.
საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება შეიძლება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვიოს.
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ჩივილი, რომლის გამოც პაციენტები თავს
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ჩივილი, რომლის გამოც პაციენტები თავს
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად