ტკივილი კეფის მიდამოში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ტკივილი კეფის მიდამოში

ტკივილი კეფის მიდამოში

ტკივილი და დაბუჟება კეფის მიდამოში და კისრის ზედა ნაწილში საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, იმიტომ, რომ ძნელი გასარკვევია, სინამდვილეში რა გტკივა - თავი თუ კისერი. თავის ტკივილის უამრავ მიზეზს შორის არსებობს ისეთებიც, რომლებსაც კისრის იმ ღრმა გამშლელი კუნთების დაჭიმულობა უწევს პროვოცირებას, რომლებიც სწორედ კეფის ქვეშ არის განლაგებული. ტკივილი კისრის ამ ნაწილში შეიძლება თავის მცირედი დახრის ან მობრუნების დროსაც განვითარდეს. ზოგჯერ კეფის მიდამოში შეხებაც კი მტკივნეულია.

გამუდმებით დაბუჟებული მაქვს კეფა. ხშირად მტკივა კიდეც. წნევა ნორმალური მაქვს. რა მელის?
ინსულტი? ვარ 54 წლის. ვის მივმართო?


როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
კეფის ტკივილის ძირითადი მიზეზებია:

  1. ხერხემლის კისრის მიდამოს დაავადებები (სპონდილიტი, ხერხემლის კისრის მიდამოს მალათაშუა ანატომიური წარმონაქმნების ქვეამოვარდნილობები, ტრავმის დროს დაჭიმვა, ოსტეოქონდროზი). ამ დროს ტკივილი ან დაბუჟება ხშირად ლოკალიზდება კეფის მიდამოსა და კისერში და შესაძლოა გაძლიერდეს თავის მოძრაობისას.
  2. კისრის სპონდილოზი - ხერხემლის
    ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ხერხემლის გასწვრივ მალების სხეულებზე ნისკარტისებური ან წვეტიანი გამონაზარდები (ოსტეოფიტები) ყალიბდება. ზოგი ოსტეოფიტების გაჩენას "მარილების ჩალაგებას" უწოდებს. ეს შეცდომაა, რადგან ოსტეოფიტების ჩამოყალიბება მყესების გაძვლოვანებას უკავშირდება. სპონდილოზი უმეტესად ასაკობრივი ცვლილებების შედეგია (განსაკუთრებით - კისრის მიდამოში). გარდა ამისა, იმ ადამიანებსაც შეიძლება განუვითარდეთ, რომლებიც ნაკლებაქტიურ ცხოვრების წესს მისდევენ და იმ ადამიანებსაც, ვისი საქმიანობაც გონებრივ შრომასთან არის დაკავშირებული. კისრის მიდამოს სპონდილოზის სიმპტომებია კეფის მიდამოს, ხშირად - მხრის სარტყლის, თავის უკანა ნაწილის, თვალებისა და ყურების ტკივილი. ტკივილი მაშინაც კი იგრძნობა, როცა თავი უმოძრაოდაა. გარდა ამისა, დამახასიათებელია კისრის მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილი მისი მოძრაობის, განსაკუთრებით - თავის მობრუნების დროს. ავადმყოფს უჭირს ძილისათვის მოხერხებული პოზის პოვნა, მას ხშირად აღვიძებს კისრის ტკივილი, რომელიც თავის უხერხული მდებარეობით არის გამოწვეული, რადგან ამ შემთხვევაში ხერხემლის კისრის მიდამოს სახსრებსა და მათ შემაერთებელ ანატომიურ სტრუქტურებს ზედმეტი დატვირთვა ადგება. სპონდილოზისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი ტკივილები, თავის მოძრაობის გაძნელება. გამოკვლევა ავლენს კისრის მალების მოძრაობის შეზღუდვას. ხერხემლის სახსრის უკანა მხარეს ხელით დაწოლა ტკივილს იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავადმყოფს თავი ოდნავ უკან აქვს გადაწეული.
  3. კისრის მიდამოს მიოგელოზი - კუნთების გამკვრივება. მიოგელოზი შეიძლება გამოიწვიოს:
  • ორპირმა ქარმა;
  • უხერხულ პოზაში ხანგრძლივად ყოფნამ;
  • გადამეტებულმა ნერვულმა დაძაბულობამ, სტრესმა.

ხერხემლის კისრის მიდამოს კუნთების მიოგელოზის სიმპტომებია:

  • კეფის მიდამოს ტკივილი და დაბუჟება;
  • მხრების ტკივილი და მათი მოძრაობის მოცულობის შეზღუდვა;
  • თავბრუხვევა;
  • მწვავე ან ქრონიკული სტრესით გამოწვეული ფსიქიკური დაძაბულობა (25-30 წლიდან მოყოლებული, ამ მიზეზით თავის ტკივილის აღმოცენების ალბათობა იმატებს, განსაკუთრებით - ქალებში);
  • კეფის მიდამოს ნერვის ნევრალგია. ამ ტიპის ნევრალგიის ძირითად სიმპტომად მიიჩნევა შეტევისმაგვარი ტკივილები კეფის მიდამოში. ტკივილი გადაეცემა კისერსა და ზურგს, ყურს, ქვედა ყბას. თავის მოძრაობის, ტკივილისა და ცემინების დროს ტკივილი მკვეთრად ძლიერდება. ხშირად ავადმყოფი ცდილობს არ გაანძრიოს თავი, რათა ინტენსიური ტკივილის შეტევა არ გამოიწვიოს. თუ კეფის ნერვის ნევრალგია დიდხანს გაგრძელდა, თავს იჩენს თავის მთელი უკანა ნაწილის მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერესთეზია).

კეფის ნერვის ნევრალგიის მიზეზი უმეტესად არის კისრის მალების დაავადებები, ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადაცივება და ადენოვირუსული დაავადებები (გაციება). კეფის ნერვის ნევრალგიის დროს თავის ტკივილი შეტევისმაგვარი ხასიათისაა. ის მკვეთრად გამოხატული და ძალზე მწვავეა (თითქოს იმ მიდამოს გლეჯს), გადაეცემა ყურსა და მხარში. თავის, კისრის, სხეულის მოძრაობისას, ხველისას ტკივილი მფეთქავი ხდება. შეტევებს შორის ავადმყოფი კეფის მიდამოში განიცდის ზეწოლითი ხასიათის მუდმივ ტკივილს. დათვალიერების დროს შეინიშნება კისრის კუნთების დაძაბულობა და კეფის კანის მომატებული მგრძნობელობა. არტერიულმა ჰიპერტენზიამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, რომელიც ლოკალიზდება კეფის მიდამოში და განსაკუთრებით შემაწუხებელია დილაობით. კისრის შაკიკს ახასიათებს კეფის მიდამოსა და საფეთქლების მწველი ტკივილი. ზოგჯერ ასეთი ტკივილი წარბებს ზემოთაც აღინიშნება. ტკივილს შეიძლება ერთვოდეს ქვიშის შეგრძნება თვალებში, ნისლის გაჩენა თვალწინ, ვესტიბულური გამოვლინებები (თავბრუხვევა, ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება). კისრის მიდამოს ოსტეოქონდროზით გამოწვეული ვერტებრობაზილარული სინდრომის შემთხვევაში ცალკეული პაციენტები უჩივიან ყურების შუილს, თავის ტკივილს, რომელიც უმთავრესად კეფის მიდამოშია ლოკალიზებული, გარემომცველი საგნების ბრუნვის შეგრძნებას, იშვიათად - საკუთარი სხეულისNგადაქანების შეგრძნებას, თვალწინ "მუქი ფირების" არსებობას.  დამახასიათებელია გულისრევა, ღებინება, სლოკინი, სახის გაფითრება, არცთუ იშვიათად შეინიშნება მხედველობის გაორება, სმენის ფუნქციის დარღვევა, მოძრაობის კოორდინაციის უმნიშვნელო დარღვევა. იმ პაციენტებში, რომლებსაც ხერხემლის კისრის მიდამოს პათოლოგიები აქვთ, მნიშვნელოვან სიმპტომად მიიჩნევა მოულოდნელი წაქცევა და უმოძრაობა გონის დაუკარგავად სხეულის მობრუნებისა და თავის უკან გადაწევის დროს.

  • ხანგრძლივი კუნთოვანი დაძაბულობა (არასწორად შესრულებული ვარჯიშები). ეგრეთ წოდებული დაძაბულობის თავის ტკივილის დროს ადამიანი კეფისა და შუბლის მიდამოში განიცდის სიმძიმის მუდმივ შეგრძნებას, რომელიც თავის ფიქსირებულ მდგომარეობაში დიდხანს გაჩერების (კითხვის, წერის, მძიმე ფიზიკური დატვირთვის), დაღლილობის, ყურადღების მოკრების, მობილიზებულობის ან მღელვარების დროს ტკივილის შეგრძნებამდე ძლიერდება. დამახასიათებელია თავში არარსებული ქაოსის შეგრძნება, რომელიც თავს ამძიმებს ან აწვება. არცთუ იშვიათად პაციენტები უჩივიან შუბლის ან კეფის მიდამოში უცხო სხეულის არსებობის (ხშირად გაიგონებთ: "თითქოს რაღაც მაქვს თავში"), ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნებას. ტკივილი, წესისამებრ, საშუალო ინტენსივობისაა, არამფეთქავი. ჩვეულებრივ, შეინიშნება შუბლის, საფეთქლების, კეფისა და კისრის უკანა ზედაპირის კუნთების მტკივნეულობა. ეს კუნთები დაძაბულია, ზოგიერთ ადგილას კი მტკივნეულად გამკვრივებულიც. კუნთებზე ზეწოლის დროს თავის ტკივილი ძლიერდება, აღმოცენდება თავბრუხვევა, ხმაური თავში, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი თავის ტკივილს ამ ზემოქმედებისგან დამოუკიდებლადაც აღნიშნავს. თუ ხერხემლის კისრის მიდამოს მოძრაობას შევზღუდავთ, თავის ტკივილის ინტენსივობამაც შეიძლება იკლოს. ეს ტკივილები ხშირად ორმხრივია, მათი ლოკალიზაცია კი მუდმივი არ არის.

გულისრევა და ღებინება ასეთ ტკივილს არ ახასიათებს. ექიმები მის წარმოშობას ხსნიან კუნთების ძლიერი და ხანგრძლივი შეკუმშვებით, რაც ემოციურ დაძაბულობასთან და ყურადღების აუცილებელ კონცენტრირებასთან არის დაკავშირებული. ვის მივმართოთ, როცა კეფის მიდამოში ტკივილი აღმოცენდება? კარდიოლოგს, ტრავმატოლოგს, ნევროლოგს, სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტს, მასაჟისტს.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 20-09-2018
ლაშა
ტკივილები მაწუხებს კეფის მარცხენა არეში ვარ 14 წლის და ტკივილი 1 თვეა გრძელდება თუმცა ტკივილი მაქ რიტმულად და არა მაგალითად კისრის მოძრაობის დროს ან ამგვარ მოძრაობების გამო ტკივილი 2-3 კვირაა ყოველდღე მაწუხებს და მტკივა. ტკივილს ვგრძნობ თითქოს რაღაც მიჭერს და გამიშვებსო და რაშეიზლება იყოს? სხვა რამე უცნაური არშემიმჩნევია მხოლოდ ტკივილი მაწუხებს
თარიღი : 16-05-2018
ekaterine
zustad msgavsi simptomebi maqvs ukve tveze metia vimkurnale magram isev maqvs tkivilebi da ra sheizleba kidev gamovcadoo rom meshvelos
თარიღი : 19-11-2016
მზია
ზუსტად ასეთი ტკივილი აქვს დედაჩემს.. ვის მივმართოტ
თარიღი : 03-09-2016
mzia gamkrelidze
ვოლტადვანკე- დიკლოფენაკის ტაბლეტცები რას ამ სახის ტკივილებზე მსველის
თარიღი : 03-09-2016
mzia gamkrelidze
ზუსტად ასეტი ტკივილები მაკვს ტვალების,ტავის, კისრის არესი,არანაირი ტკივილ გამაკუსებელი არ მსველიდა სლების მანზილზე,ამზერად იტალიასი ვარ და საკმარისია ერტი აბი დავლიო - ვოლტადვანკე იგივე დიკლოფენაკი- ტკივილი მასინვე კრება.ნასერზე ბოდისს გიხდიტ კომპიუტერის ბრალია
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
კატეგორიის სხვა სტატიები
მშრალი „მყეფავი“ ან კიდევ ღრმა და „სველი“ ხველა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ბევრი ადამიანის პრობლემაა.
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
ხველა ერთ-ერთი საყურადღებო სიმპტომია, რადგანაც ის მეტად სერიოზული და ხშირად საშიში პათოლოგიების
ჭარბი ცხიმი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ზრდის სიმსივნური პათოლოგიის, შაქრიანი დიაბეტის, გულისა და
ავადობის გარდა, არსებობს ბევრი ფარული მიზეზი, რომელიც შეუმჩნევლად გვართმევს სიცოცხლის ძალებს.
გრონინგენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის საფუძველზეც
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად