/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

როგორ მოვიგერიოთ ბრონქოსპაზმი

როგორ მოვიგერიოთ ბრონქოსპაზმი
ბრონქოსპაზმით და მისი თანამდევი მოხრჩობის შეგრძნებით მიმდინარე პათოლოგიები უკანასკნელ ხანს, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, საკმაოდ გახშირდა.

ასეთმა შეტევებმა უფრო და უფრო იმატა მოზრდილებშიც და ბავშვებშიც.

ბრონქოსპაზმს დიდი ხანია წარმატებით მკურნალობენ ხალხური მეთოდებით, თუმცა ამჟამად მიიჩნევა, რომ სამკურნალო საშუალების თვითნებური შერჩევა არ შეიძლება - ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მისი გამოყენება შესაძლოა არათუ უეფექტო აღმოჩნდეს, არამედ პროცესის პროგრესირებაც კი გამოიწვიოს. მკურნალ ექიმთან შეთანხმებით კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ფიტოთერაპიული საშუალებები, რომლებიც აიშვიათებს ბრონქოსპაზმს და საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ მედიკამენტების დოზა, რაც ორგანიზმს განტვირთვის საშუალებას მისცემს.

ბრონქოსპაზმის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ისეთი მცენარეები და მათი კომბინაციები, რომლებსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი და ბრონქების გამაფართოებელი უნარი, რადგან სწორედ ბრონქის სანათურის შევიწროება განაპირობებს სპაზმს.

მცენარეთა ნაყენები და ნახარშები, ჩვეულებრივ, კურსობრივად გამოიყენება, საშუალოდ 4-6 კვირის განმავლობაში. სასურველია, ეს პერიოდი დაემთხვეს გაზაფხულსა და შემოდგომას - წლის იმ პერიოდებს, როცა დაავადებების გამწვავება იწყება. თუ ექიმმა მიიჩნია, რომ გამწვავებული პროცესის მკურნალობა მხოლოდ მედიკამენტებით ჯობს, მცენარეული საშუალებები შეგიძლიათ მიიღოთ გამწვავების ჩაცხრობის შემდგომ, მიღებული შედეგის გასამყარებლად, ან ჩაიტაროთ რემისიის პერიოდში, როცა დაავადება მიძინებულია და მწვავე ფორმით არ ვლინდება.

შეტევის დროს

ბრონქოსპაზმით გამოწვეული შეტევისას, ვიდრე რამეს იღონდებდეთ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ავადმყოფს გახადოთ მჭიდრო, მოტმასნილი სამოსი (თუ ასეთი აცვია), გამოაღოთ სარკმელი და მისცეთ საშუალება, სუფთა ჰაერით ისუნთქოს. ხელის მტევნები და ტერფები ჩააყოფინეთ ცხელ წყალში. მოუშილიფეთ გულმკერდი და გულის არე თბილ წყალში დასველებული რბილი ქსოვილით დაუზილეთ.

კარგია სხეულის ზედა ნაწილის - თავის, ზურგისა და გულმკერდის - მასაჟი. მასაჟის დროს ხელი უნდა მოძრაობდეს ზევიდან ქვევით. მასაჟის დროს ხელზე შეიძლება წაისვათ რაიმე ნეიტრალური კრემი ან მალამო. სასურველია ბავშვის კრემი, რომელსაც მკვეთრი სუნი არ აქვს.

ამოსახველებელი საშუალებები

ამოხველებას ბრონქოსპაზმის დროს შვება მოაქვს, ამიტომ იმ ფიტოთერაპიულ საშუალებებს შორის, რომლებსაც ამ პათოლოგიის საწინააღმდეგოდ იყენებენ, ამოსახველებელ საშუალებებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ნახველს კარგად ათხელებს და ამოხველებას აადვილებს ანისული.

  • 1-2 ჩაის კოვზ ნაყოფს დაასხით 200 მლ მდუღარე და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • კარგია ევკალიპტის ფოთლის ნახარშიც: 10 გრამ (2 სადილის კოვზ) ნედლეულს დაასხით 200 მლ მდუღარე და მიიღეთ თბილი, 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ.
  • განსაკუთრებული თვისებები აქვს ხარისჩლიქას. მისი ფესვის ნაყენის მოსამზადებლად 20 გრამ ნედლეულს დაასხით 200 მლ სპირტი. მიიღეთ 15-25 წვეთი დღეში 3-4-ჯერ.

გაითვალისწინეთ: ხარისჩლიქა შხამიანი მცენარეა, ამიტომ მისი მომზადებისა და მიღებისას უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე და მკაცრად დაიცვათ დაწესებული დოზა!

ხარისჩლიქას მიღება აკრძალულია ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, სტენოკარდიის, და ორსულობის დროს.

  • ამოხველებაში დაგეხმარებათ ძირტკბილას ფესვის ნაყენიც: 2 სადილის კოვზ ნედლეულს უნდა დაასხათ 400 მლ მდუღარე, დააყენოთ 2 საათით, გაწუროთ და მიიღოთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.

ინჰალაციები

ინჰალაციები ერთსა და იმავე დროს ნახველის გათხელებასაც უწყობს ხელს და ბრონქის კედლის გლუვკუნთოვან გარსსაც ადუნებს.

1. შეტევისას მოხარშეთ კარტოფილი, გაფცქვენით, რბილობი შეაჭამეთ პაციენტს, ცხელ-ცხელი ნახარში (ნაფცქვენითურთ) კი სახესთან მიუტანეთ, გადააფარეთ თავზე პირსახოცი და ასუნთქეთ ცხელი ორთქლი. პერიოდულად შეასვენეთ და ამ შუალედებში ასვით წითელი მოცვის ცხელი ჩაი. როგორც კი შვებას იგრძნობს, ჩააწვინეთ საწოლში და კარგად ჩაათბუნეთ.

ამ საშუალების რამდენიმეჯერ გამოყენების შემდეგ ბრონქოსპაზმი საგრძნობლად გაიშვიათდება. შედარებით სუსტი სპაზმის დროს მხოლოდ მოცვის ჩაიც იკმარებს.

2. არანაკლებ სასარგებლოა გვირილისა და ევკალიპტის ფოთლის ინჰალაციები. 1 ჩაის კოვზ სააფთიაქო გვირილას გამომშრალ ყვავილს და 2 ჩაის კოვზ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 0,5 ჭიქა წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ნახარში გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, შემდგომ მკვრივი ქაღალდისგან გააკეთეთ გრძელი კონუსი და მისი საშუალებით ავადმყოფს პირდაპირ ცეცხლზე მდგარი ნახარშის ორთქლი ასუნთქეთ. ერთი პროცედურის დროს საკმარისია 80 ღრმა შესუნთქვა ცხვირით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თირკმლისმიერი ჰიპერტენზია
თირკმლისმიერი ჰიპერტენზია
უეცრად დისკომფორტი ვიგრძენით ან სრულიად უმიზეზოდ გავიზომეთ წნევა და აღმოვაჩინეთ, რომ ციფრები საკმაოდ მაღალია. "ნუთუ თირკმლის ბრალია?!" - უმალვე იბადება კითხვა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორ მოვიგერიოთ ბრონქოსპაზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიგერიოთ ბრონქოსპაზმი

ასეთმა შეტევებმა უფრო და უფრო იმატა მოზრდილებშიც და ბავშვებშიც.

ბრონქოსპაზმს დიდი ხანია წარმატებით მკურნალობენ ხალხური მეთოდებით, თუმცა ამჟამად მიიჩნევა, რომ სამკურნალო საშუალების თვითნებური შერჩევა არ შეიძლება - ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მისი გამოყენება შესაძლოა არათუ უეფექტო აღმოჩნდეს, არამედ პროცესის პროგრესირებაც კი გამოიწვიოს. მკურნალ ექიმთან შეთანხმებით კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ფიტოთერაპიული საშუალებები, რომლებიც აიშვიათებს ბრონქოსპაზმს და საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ მედიკამენტების დოზა, რაც ორგანიზმს განტვირთვის საშუალებას მისცემს.

ბრონქოსპაზმის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ისეთი მცენარეები და მათი კომბინაციები, რომლებსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი და ბრონქების გამაფართოებელი უნარი, რადგან სწორედ ბრონქის სანათურის შევიწროება განაპირობებს სპაზმს.

მცენარეთა ნაყენები და ნახარშები, ჩვეულებრივ, კურსობრივად გამოიყენება, საშუალოდ 4-6 კვირის განმავლობაში. სასურველია, ეს პერიოდი დაემთხვეს გაზაფხულსა და შემოდგომას - წლის იმ პერიოდებს, როცა დაავადებების გამწვავება იწყება. თუ ექიმმა მიიჩნია, რომ გამწვავებული პროცესის მკურნალობა მხოლოდ მედიკამენტებით ჯობს, მცენარეული საშუალებები შეგიძლიათ მიიღოთ გამწვავების ჩაცხრობის შემდგომ, მიღებული შედეგის გასამყარებლად, ან ჩაიტაროთ რემისიის პერიოდში, როცა დაავადება მიძინებულია და მწვავე ფორმით არ ვლინდება.

შეტევის დროს

ბრონქოსპაზმით გამოწვეული შეტევისას, ვიდრე რამეს იღონდებდეთ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ავადმყოფს გახადოთ მჭიდრო, მოტმასნილი სამოსი (თუ ასეთი აცვია), გამოაღოთ სარკმელი და მისცეთ საშუალება, სუფთა ჰაერით ისუნთქოს. ხელის მტევნები და ტერფები ჩააყოფინეთ ცხელ წყალში. მოუშილიფეთ გულმკერდი და გულის არე თბილ წყალში დასველებული რბილი ქსოვილით დაუზილეთ.

კარგია სხეულის ზედა ნაწილის - თავის, ზურგისა და გულმკერდის - მასაჟი. მასაჟის დროს ხელი უნდა მოძრაობდეს ზევიდან ქვევით. მასაჟის დროს ხელზე შეიძლება წაისვათ რაიმე ნეიტრალური კრემი ან მალამო. სასურველია ბავშვის კრემი, რომელსაც მკვეთრი სუნი არ აქვს.

ამოსახველებელი საშუალებები

ამოხველებას ბრონქოსპაზმის დროს შვება მოაქვს, ამიტომ იმ ფიტოთერაპიულ საშუალებებს შორის, რომლებსაც ამ პათოლოგიის საწინააღმდეგოდ იყენებენ, ამოსახველებელ საშუალებებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ნახველს კარგად ათხელებს და ამოხველებას აადვილებს ანისული.

  • 1-2 ჩაის კოვზ ნაყოფს დაასხით 200 მლ მდუღარე და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • კარგია ევკალიპტის ფოთლის ნახარშიც: 10 გრამ (2 სადილის კოვზ) ნედლეულს დაასხით 200 მლ მდუღარე და მიიღეთ თბილი, 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ.
  • განსაკუთრებული თვისებები აქვს ხარისჩლიქას. მისი ფესვის ნაყენის მოსამზადებლად 20 გრამ ნედლეულს დაასხით 200 მლ სპირტი. მიიღეთ 15-25 წვეთი დღეში 3-4-ჯერ.

გაითვალისწინეთ: ხარისჩლიქა შხამიანი მცენარეა, ამიტომ მისი მომზადებისა და მიღებისას უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე და მკაცრად დაიცვათ დაწესებული დოზა!

ხარისჩლიქას მიღება აკრძალულია ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, სტენოკარდიის, და ორსულობის დროს.

  • ამოხველებაში დაგეხმარებათ ძირტკბილას ფესვის ნაყენიც: 2 სადილის კოვზ ნედლეულს უნდა დაასხათ 400 მლ მდუღარე, დააყენოთ 2 საათით, გაწუროთ და მიიღოთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.

ინჰალაციები

ინჰალაციები ერთსა და იმავე დროს ნახველის გათხელებასაც უწყობს ხელს და ბრონქის კედლის გლუვკუნთოვან გარსსაც ადუნებს.

1. შეტევისას მოხარშეთ კარტოფილი, გაფცქვენით, რბილობი შეაჭამეთ პაციენტს, ცხელ-ცხელი ნახარში (ნაფცქვენითურთ) კი სახესთან მიუტანეთ, გადააფარეთ თავზე პირსახოცი და ასუნთქეთ ცხელი ორთქლი. პერიოდულად შეასვენეთ და ამ შუალედებში ასვით წითელი მოცვის ცხელი ჩაი. როგორც კი შვებას იგრძნობს, ჩააწვინეთ საწოლში და კარგად ჩაათბუნეთ.

ამ საშუალების რამდენიმეჯერ გამოყენების შემდეგ ბრონქოსპაზმი საგრძნობლად გაიშვიათდება. შედარებით სუსტი სპაზმის დროს მხოლოდ მოცვის ჩაიც იკმარებს.

2. არანაკლებ სასარგებლოა გვირილისა და ევკალიპტის ფოთლის ინჰალაციები. 1 ჩაის კოვზ სააფთიაქო გვირილას გამომშრალ ყვავილს და 2 ჩაის კოვზ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 0,5 ჭიქა წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ნახარში გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, შემდგომ მკვრივი ქაღალდისგან გააკეთეთ გრძელი კონუსი და მისი საშუალებით ავადმყოფს პირდაპირ ცეცხლზე მდგარი ნახარშის ორთქლი ასუნთქეთ. ერთი პროცედურის დროს საკმარისია 80 ღრმა შესუნთქვა ცხვირით.


კვების რაციონი

აუცილებელია კვების რაციონის გადახედვაც. იგი უნდა გაამდიდროთ რძის ნაწარმით. განსაკუთრებით კარგია რძის შრატი. გამწვავებისას იკრძალება ხორცი. აუცილებელია ვეგეტარიანული ტიპის კვება. იმავე დროს თავი უნდა არიდოთ მღელვარებას და ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, გადაძაბვას, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს.

ჭინჭარს შეგიძლიათ ენდოთ

კარგია ჭინჭრის ფოთლების ნახარშის ყოველდღიური მიღებაც. მის მოსამზადებლად ერთ სავსე ჭიქა ჭინჭრის მშრალ ფოთოლს უნდა დაასხათ 1 ჭიქა ცხელი წყალი და მომინანქრებულ ჭურჭელში წამოადუღოთ. უნდა სვათ ყოველდღე.

გარდა ამისა, შეგიძლიათ მოაგროვოთ ჭინჭარი და ღეროებითურთ გაახმოთ. გამომშრალი ნედლეული სიგარეტივით გაახვიეთ ქაღალდში და მოაწევინეთ ავადმყოფს პრონქოსპაზმის დროს. ნახველი გაცილებით ადვილად ამოსახველებელი გახდება, სუნთქვა მოწესრიგდება და გაადვილდება.

ბალზამი ასთმიანებისთვის

  • ნახევარ ლიტრ მშრალ წითელ ღვინოს დაუმატეთ 300-350 გრამი თაფლი, 250 გრამი ხორცსაკეპში გატარებული ალოე და ერთი კვირის განმავლობაში შეინახეთ მაცივარში. ამ ხნის შემდეგ მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.
  • 1 ლიტრ წითელ მშრალ ღვინოს დაუმატეთ 80-100 ვარდის ფურცელი, 400 გრამი წვრილად გახეხილი გოგრა, 3 სადილის კოვზი თაფლი და 5-7 მრავალძარღვას ფოთოლი. ეს ყველაფერი შედგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. დადგით 24 საათი, მიიღეთ დღეში 3-ჯერ სადილის კოვზით.

ნივრის ზეთი

  • ნივრის 10 მოზრდილი კბილი გახეხეთ წვრილად და დაუმატეთ 200 გრამი ნაღების კარაქი. შეგიძლიათ, ცოტაოდენი მარილიც მოაყაროთ. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიირთვით ჩვეულებრივ პურზე თხლად წასმული, როცა ამის სურვილი გექნებათ ან დაუმატეთ სალათს.
  • 5 ცალი ლიმონი დაჭერით, კურკები გამოაცალეთ და ქერქიანად გაატარეთ ხორცსაკეპში. დაუმატეთ 3 თავი დაჭყლეტილი ან გახეხილი ნიორი და დაასხით 1 ლიტრი ანადუღარი, ოთახის ტემპერატურამდე გაცივებული წყალი. დადგით ბნელ, ცივ ადგილას 5 დღით. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 5-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

მუხის მტვერი

როგორც კი მუხა აყვავდება, დილაადრიან, მზის ამოსვლამდე, მოაგროვეთ მისი მტვერი. მოაგროვეთ 3-4 ჭიქა, რომ მთელი წელი გეყოთ ნაყენის მოსამზადებლად. ერთი ულუფა წამალი კი ასე მზადდება:

  • 1 ჭიქა მტვერს უნდა დაასხათ 0,5 ლიტრი არაყი ან 60%-იანი სპირტი, დადგათ სიბნელეში 20 დღით, მერე კი გაფილტროთ. უნდა მიიღოთ თითო ჩაის კოვზი დილა-საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

სვამთ 10 დღე, ერთი კვირა ისვენებთ, შემდგომ კი ისევ სვამთ. ასე აგრძელებთ 5-6 თვე, თუ ეს თქვენთვის თვისობრივად მისაღებია, ამ ხნის განმავლობაში ბრონქოსპაზმმა თავი აღარ უნდა შეგახსენოთ.

ბრონქოსპაზმის დროს, მრავალი სხვა პათოლოგიისგან განსხვავებით, ხალხური საშუალებების გამოყენებისას ყველაზე მეტად არის გასათვალისწინებელი საშუალებათა ინდივიდუალიზაცია. დაავადების ტალღისმიერი მიმდინარეობა ადამიანს საშუალებას აძლევს, ემპირიულად (ცდის საფუძველზე, თერაპიული ეფექტის მიხედვით) შეარჩიოს მისთვის ყველაზე მეტად მისაღები საშუალება.