რა განსხვავებებია მამაკაცებისა და ქალების დაბერების პროცესში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა განსხვავებებია მამაკაცებისა და ქალების დაბერების პროცესში

ტყუპებიც კი განსხვავებულად ბერდებიან ცხოვრების სხვადასხვა პირობებში.

არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა ბიოლოგიური ასაკი და პასპორტის ასაკი: ზოგიერთისთვის პასპორტის ასაკი შეესაბამება ბიოლოგიურ ასაკს, ზოგისთვის კი ბიოლოგიური ასაკი პასპორტის ასაკს უსწრებს ან ჩამორჩება.

თუმცა, დღეს ჩვენ ვიცით, რომ მამაკაცები და ქალები გარკვეულწილად განსხვავებულად ბერდებიან. მამაკაცებში გულ-სისხლძარღვთა სისტემა უფრო სწრაფად ბერდება, ამიტომ მათ უკვე საშუალო ასაკში აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკები და მათი ძვალ-კუნთოვანი სისტემა უფრო ნელა ბერდება.

ქალებში, პირიქით, ძვალ-კუნთოვანი სისტემა უფრო სწრაფად ბერდება, ოსტეოპოროზი და სარკოპენია (კუნთების ძალისა და მასის შემცირება) უფრო სწრაფად ვითარდება.

სხეული დაახლოებით 25 წლის ასაკში იწყებს დაბერებას. ამიტომ, რაც უფრო ადრე დაიწყებთ დაბერების პრევენციას, მით უკეთესი. უკვე 20 წლის ასაკში უნდა იფიქროთ თქვენს კვების რაციონზე, ფიზიკური აქტივობის დონეზე და ჯანმრთელობაზე. ეს არის მთელი ცხოვრების სამუშაო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 50 ან 60 წლის ასაკში უკვე გვიანია დაწყება.

  • რა არის დაბერება?

მეცნიერებმა ორგანიზმის ასაკთან დაკავშირებული დეგრადაციის შესახებ ჰიპოთეზების წამოყენება XIX საუკუნეში დაიწყეს.

დღეს შეგვიძლია გამოვყოთ ხუთი ყველაზე პოპულარული თეორია დაბერების მიზეზების შესახებ:

1. მუტაციების დაგროვება და ანტაგონისტური პლეიოტროპია

1950-იან წლებში ბიოლოგებმა მედავარმა და უილიამსმა დაიწყეს საუბარი ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში გენების მუტაციის უნარზე და რადგან თითოეული გენი პასუხისმგებელია რამდენიმე თვისებაზე (პლეიოტროპია), გენებში მუტაციები იწვევს ცვლილებებს ფიზიოლოგიაში, როგორც მთლიანობაში.

გენები შეიძლება შეიცვალოს სპონტანურად და უმიზეზოდ, ან გარე ფაქტორების (სტრესი, ინფექციები) გავლენით. თუ ძალიან ბევრი მუტაცია დაგროვდება, ეს იწვევს ადამიანის სიკვდილს.

2. თავისუფალი რადიკალების ტოქსიკური ეფექტები

ჩვენი სხეულის უჯრედები სიცოცხლის განმავლობაში გამოყოფენ ჟანგბადის აქტიურ ფორმებს - ისინი ჟანგავენ ნებისმიერ ნაერთს, რომელთანაც შეხებაში მოდიან. ეს აგრესიული მოლეკულები ანადგურებენ სხვებს ელექტრონის მიტაცებით. თავისუფალი რადიკალების სიჭარბე დაბერების ერთ-ერთი მიზეზია, თუმცა არა ერთადერთი.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ასაკთან დაკავშირებული დეგრადაციის სიჩქარე დამოკიდებულია თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზების ფერმენტის - სუპეროქსიდდისმუტაზას (SOD) რაოდენობაზე.

3. უჯრედების თვითგანადგურება (აპოპტოზი)

ასევე არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც აპოპტოზის შედეგად თვითგანადგურებული უჯრედების განახლების პროცესები წლების განმავლობაში ნელდება. შედეგად, ორგანიზმში ახლად წარმოქმნილი უჯრედები ნაკლებია, ვიდრე მკვდარი და დაბერება პროგრესირებს.

4. ტელომერების დამოკლება

კიდევ ერთი სამეცნიერო ვერსიის თანახმად, ტელომერები („დამცავი ქუდები" ქრომოსომების ბოლოებში) განსაზღვრავენ ადამიანის ბიოლოგიურ ასაკს. ფაქტია, რომ თითოეული უჯრედის დაყოფისას ისინი მოკლდებიან. და რაც უფრო მოკლეები ხდებიან, მით უფრო შორს არიან დედა უჯრედისგან. გარკვეულ მომენტში, მათი სიგრძე კრიტიკული ხდება, უჯრედები წყვეტენ დაყოფას და კვდებიან.

5. ნეიროენდოკრინული თეორია

კიდევ ერთი ჰიპოთეზა ამტკიცებს, რომ დაბერების მთავარი მიზეზი ტვინში ტოქსიკური მეტაბოლური პროდუქტების დაგროვებაა, რის გამოც ის თანდათან კარგავს თავის ფუნქციებს. გარდა ამისა, ასაკთან ერთად, ორგანიზმის ფუნქციების მარეგულირებელი მრავალი ჰორმონის დონე მცირდება, რაც თანდათან იწვევს დეგრადაციას.

მსოფლიოს მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დაბერება არის დაავადება, რომელიც იწყება უჯრედულ დონეზე და მისი მკურნალობა ინტერდისციპლინურ მიდგომას მოითხოვს.

  • ადამიანის დაბერებაზე მოქმედი ფაქტორები

დაბერების ტემპი დაახლოებით 20%-ით დამოკიდებულია ადამიანის გენეტიკაზე და 80%-ით ეპიგენეტიკურ ფაქტორებზე (ძილი, კვება, ფიზიკური აქტივობა, ეკოლოგია და ა.შ.). სინამდვილეში, ეს არის მექანიზმების ერთობლიობა, რომელიც თანდათან ამცირებს ორგანოებისა და სისტემების ფუნქციებს.

ოქსიდაციური სტრესი

სიცოცხლის პროცესში ხდება სხვადასხვა მეტაბოლური რეაქცია და ენერგიის „დაწვის" შედეგად წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები. ისინი ჟანგავენ ქსოვილებს, რაც ასაკთან დაკავშირებული დაავადებების ერთ-ერთი მიზეზია.

სტრესის, ჰიპოქსიის, რადიაციის ზემოქმედების ქვეშ, ასევე ამინომჟავებისა და ვიტამინების დეფიციტის დროს, ორგანიზმში თავისუფალი რადიკალები ჭარბად გროვდება.

ცილის ხარისხის გაუარესება

ასაკთან ერთად, ცილების გლუკოზის მოლეკულებთან შერწყმის პროცესი - გლიკაცია - სულ უფრო ინტენსიური ხდება. ეს ორგანიზმის ქსოვილებს ნაკლებად ელასტიურს და უფრო ხისტს ხდის, ხოლო უჯრედების კვება ნელდება. გარდა ამისა, წლების განმავლობაში, პათოლოგიური ფორმების ცილები სწრაფად იშლება. და რადგან ცილები ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა, მათი ხარისხის შემცირება შესამჩნევ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.

მიტოქონდრიული ფუნქციის შემცირება

მიტოქონდრიები „პასუხისმგებელნი არიან" უჯრედულ სუნთქვაზე და ენერგიის მთავარი წყაროს - ატფ-ის სინთეზზე. მათი მუშაობა შეიძლება შევადაროთ ქვაბებს, რომლებიც წვავენ ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს. შედეგად, წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალების უზარმაზარი რაოდენობა, რომლებიც არღვევენ უჯრედსა და მიტოქონდრიას შორის კავშირს. დაჟანგვის გამო, უჯრედები ან ნადგურდება ან ბერდება, რაც ხელს უშლის ქსოვილების ნორმალურ ფუნქციონირებას.

შეცდომები უჯრედების რეპლიკაციასა და დნმ-ის აღდგენაში

გარემო ფაქტორები ყოველდღიურად აზიანებენ დნმ-ს. გენები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას, მონაწილეობენ მის აღდგენაში. ამრიგად, „შეცდომების კორექტირების სისტემა" უკვე ჩაშენებულია ჩვენს უჯრედებში. მაგრამ თუ ის ძალიან ბევრი დაგროვდება, ეს საბოლოოდ იწვევს დეგენერაციას და უჯრედების სიკვდილს.

მეთილირების დარღვევები

მეტაბოლიზმი და დეტოქსიკაცია დამოკიდებულია ამ აუცილებელ ბიოქიმიურ პროცესებზე, ასევე, იმაზე, თუ რამდენად სწორად ხდება დნმ-ის სინთეზი და გააქტიურდება თუ არა "ცუდი" გენები, რაც იწვევს მემკვიდრეობით დაავადებებებს.

მეთილირება ეხმარება ორგანიზმს ტოქსიკური მძიმე ლითონების (ვერცხლისწყალი, ტყვია, დარიშხანი) მოცილებაში. მკვლევარები თვლიან, რომ მეთლირების შემცირება პირდაპირ კავშირშია დაბერებასთან და დეგენერაციულ დაავადებებთან.

ღეროვანი უჯრედების გამოფიტვა

ღეროვანი უჯრედები ჩვენი სხეულის ქსოვილებშია და აქვთ დაყოფის უნარი, რაც ახალ უჯრედებს სიცოცხლეს ანიჭებს. ასაკთან ერთად მათი რაოდენობა მცირდება. ეს იწვევს უჯრედების განახლების შენელებას და ორგანოების ფუნქციონირების შესუსტებას.

ტოქსინების დაგროვება

ორგანიზმში გარედან შესული მავნე ნივთიერებების გარდა, ჩვენს უჯრედებში გროვდება მეტაბოლური ნარჩენები, რაც ხელს უშლის მათ ნორმალურ ფუნქციონირებას.

დეგენერაციის პროცესების ერთ-ერთი დამნაშავეა ლიპოფუსცინი, ცილის დაშლის პროდუქტი. უჯრედებს აღარ შეუძლიათ მისი სრულად მონელება და დიდი ხნის განმავლობაში "ნეიტრალიზდება". ლიპოფუსცინი გროვდება უჯრედშორის სივრცეში და დროთა განმავლობაში მისი რაოდენობა იზრდება. ეს ცილა ტოქსიკურია და ანელებს საკვები ნივთიერებების შეწოვას, ასევე დეტოქსიკაციის პროცესებს.

ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი

მათი ნაკლებობა "ასაკთან დაკვაშირებული" დაავადებების განვითარების ტრიგერია. მაგრამ საბედნიეროდ მათი გამოსწორება შესაძლებელია და დროთა განმავლობაში დარღვეული მექანიზმი აღდგება.