როგორი შეშუპება შეიძლება მიუთითებდეს თირკმლების პრობლემებზე
შეშუპება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილას, მაგრამ უფრო ხშირია ფეხებში. მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადებები: თირკმლები, გული, ღვიძლი, ფარისებრი ჯირკვალი, ვენები.
თირკმლების გამო შეშუპება ჩვეულებრივ ჩნდება ფეხებზე და თვალების ირგვლივ. ის შეიძლება დაკავშირებული იყოს ორგანიზმში ნატრიუმის შეკავებასთან ან ნეფროზულ სინდრომთან. ამ სინდრომის დროს, ცილის მნიშვნელოვანი რაოდენობა - 3 გრამზე მეტი - ჩნდება შარდში. ეს იწვევს პლაზმის ცილის დონის შემცირებას.
შეშუპების გამოვლინებები შეიძლება იყოს განსხვავებული:
- კანქვეშა ქსოვილის შეშუპება, განსაკუთრებით ფეხებზე ან ხელებში;
- დაჭიმული ან ბზინვარე კანი შეშუპების ადგილზე;
- შეშუპების ადგილზე თითის დაჭერისას ჩაყრმავების გაჩენა რამდენიმე წამის განმავლობაში;
- სიმძიმის შეგრძნება ფეხებში;
- მძიმე შემთხვევებში - მუცლის გადიდება, მუცლის ღრუში სითხის დაგროვების გამო.
ლოკალური შეშუპება არ არის დამახასიათებელი თირკმლის დაავადებებისათვის, ანუ თუ შეშუპება ასიმეტრიულია და ჩნდება მხოლოდ სხეულის ერთ ნაწილში, ერთი კიდურის, კისრის ან სასქესო ორგანოების მიდამოში, მაშინ დიდი ალბათობით არ არის დაკავშირებული თირკმლებთან. .
თირკმლისმიერი შეშუპების დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია: არტერიული წნევის მომატება, ქოშინი, წყურვილის შეგრძნება, გამოყოფილი შარდის რაოდენობა მედიკამენტების და მარილის მიღების რეჟიმი.
თირკმლის შეშუპების დასადასტურებლად ჩვეულებრივ საჭიროა:
- შარდის საერთო ანალიზი;
- კრეატინინი, შარდოვანა, საერთო ცილა, სისხლის ალბუმინი.