ორგანოთა უკმარისობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორგანოთა უკმარისობა

რაც ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის ნაბრძანები და ნაკარნახევი საკოორდინაციო და სარეგულაციო მექანიზმებით ხორციელდება.

ხდება ისეც, რომ გარკვეული გარეგანი და შინაგანი ფაქტორების გავლენით, ადამიანის ზოგიერთი ორგანოს ფუნქცია ჯერ სუსტდება, მოგვიანებით კი საერთოდ ქრება, ანუ ვითარდება ორგანული უკმარისობა, როდესაც ორგანო მასზე დაკისრებული ფუნქციის შესრულებას წყვეტს.

ყველაზე ხშირად ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებზე ითქმის, ისინი ხომ გარეგანი და შინაგანი ფაქტორების მხრიდან მუდმივი შეტევისა და იერიშების მოგერიების რეჟიმში ფუნქციობენ, ასეთებია: გული, ფილტვები, ღვიძლი, თირკმელები და ქვედა კიდურთა ღრმა ვენები.

ორგანული უკმარისობის სტადიები

რგანული უკმარისობა 3 სტადიად მიმდინარეობს:

  • კომპენსაციის სტადია – დაზიანების საპასუხოდ ორგანიზმი ახერხებს დაკარგული ფუნქციის კომპენსირებას, ეს მას კარგად გამოსდის, ამიტომ ორგანოს მნიშვნელოვანი უკმარისობა არ ვითარდება და შესაძლებელია მკურნალობის ჩატარება, სერიოზული შედეგების თავიდან აცილება, რომელიც მომდევნო სტადიებისთვისაა დამახასიათებელი.
  • სუბკომპენსაციის სტადია – ამ პერიოდში ორგანიზმს შეუძლია სრულად აღადგინოს დაკარგული ფუნქცია, მაგრამ მას ესაჭიროება მედიკამენტური მკურნალობა, რათა ჩასწორდეს არსებული დარღვევები და ამისთვის წამლების არცთუ დიდი დოზებია საჭირო.
  • დეკომპენსაციის სტადია – ამ დროს უკვე აშკარად გამოხატულია ცვლილებები ორგანოში და მისი სრული შრომისუნარის დარღვევაც სახეზეა. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იგი საჭიროებს დიდი დოზებით პრეპარატებს და დამატებით სამკურნალო ღონისძიებათა გატარებას, რომლებიც მის სიცოცხლის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, მაგალითად, ჰემოდიალიზი, ორგანოთა გადანერგვა და სხვა.

გულის უკმარისობა

გულის, როგორც ჩვენი სხეულის ძრავისა და მთავარი ტუმბოს, ფუნქცია მთელი ორგანიზმის ჟანგბადითა და საკვები ელემენტებით მომარაგებაა, აგრეთვე მათი ცხოველქმედების პროდუქტების დროულად გამოტანა ქსოვილებიდან. იმის მიუხედავად, ვისვენებთ თუ აქტიურად ვმუშაობთ, სხეული მუდმივად საჭიროებს ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს, რომელიც მას სისხლით უნდა მიაწოდოს გულმა.

ორგანიზმის მოთხოვნების ადეკვატურად დასაკმაყოფილებლად საჭიროა, რომ გული გარკვეული სიხშირითა და ძალით იკუმშებოდეს, აგრეთვე მოთხოვნისამებრ იცვლებოდეს სისხლძარღვთა სანათურები.

დიაგნოზი „გულის უკმარისობა“ ნიშნავს, რომ გული ვეღარ ახერხებს ქსოვილებისა და ორგანოების საჭირო ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგებას, მდგომარეობას ჩვეულებრივ ქრონიკულად მიმდინარე ხასიათი აქვს და პაციენტი წლების მანძილზე ცხოვრობს ამ დიაგნოზით, ვიდრე მას ოფიციალურად დაუდასტურებენ.

დღეს მსოფლიოში ათეულობით მილიონი ადამიანი იტანჯება ამ მდგომარეობით და ყოველწლიურად მათი რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება. გულის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი საკუთრივ გულის კუნთის სისხლით მომმარაგებელი გვირგვინოვანი არტერიების შევიწროებაა, თუმცა, სისხლძარღვების პრობლემები შედარებით ახალგაზრდა ასაკში იწყებს განვითარებას, მაგრამ ორგანული უკმარისობის ნიშნები ხანდაზმულობაში ჩნდება.

სტატისტიკის მიხედვით, 70 წლის ზევით ყოველი 1000-დან 70-ს უდასტურდება გულის უკმარისობა სხვადასხვა ხარისხით. ხშირად ეს ქალები არიან, რამდენადაც მამაკაცებს შორის გაცილებით მაღალია მიოკარდის ინფარქტის მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი, მანამ ვიდრე მათ გულის უკმარისობა განუვითარდებათ.

სხვა ფაქტორები, რომლებიც ამ დაავადების განვითარებას იწვევს არის ჰიპერტონია, ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულება, გულის სარქველებში სტრუტურული ცვლილებანი, ჰორმონული ცვლილებანი, ჰიპერთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, გულის კუნთის ინფექციური დაზიანებანი – მიოკარდიტები.

ფილტვის უკმარისობა

თანამედროვე შეხედულებით, სუნთქვის უკმარისობის, როგორც კლინიკურ-ფიზიოლოგიური ცნების შესახებ ორი, პრინციპულად განსხვავებული განმარტება არსებობს.

პირველის თანახმად, სუნთქვითი უკმარისობა ეს არის გარეთა – ფილტვისმიერი სუნთქვის უკმარობა, მეორის თანახმად კი სუნთქვითი უკმარისობა არა მხოლოდ ფილტვისმიერი, გარეგანი, არამედ ფილტვებიდან ქსოვილებამდე და ქსოვილებიდან ფილტვებამდე აირების ტრანსპორტის უკმარისობაა, ანუ როგორც გარეგანი ისე შინაგანი სუნთქვის უკმარობა.

პირველი შეხედულება ტრადიციულია, სუნთქვით უკმარისობას იგი განიხილავს როგორც მდგომარეობას, რომლის დროსაც სისხლის აიროვანი ცვლა ან ხარვეზიანია, ან გარეგანი სუნთქვის არანორმალური ცვლილების გამო იწვევს ორგანიზმის ფუნქციურ შესაძლებლობათა დაქვეითებას.

მეორე შეხედულება ეფუძნება სუნთქვის, როგორც რთული ფიზიოლოგიური პროცესის შესახებ თანამედროვე წარმოდგენებს, სუნთქვა არის პროცესი რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმში ჟანგბადის შესვლას, მის გამოყენებას ორგანული ნაერთების ბიოლოგიური ჟანგვის პროცესში და ორგანიზმიდან ნახშირორჟანგის გამოდევნას.

საკუთრივ სუნთქვის სისტემა საკმაოდ რთული ორგანიზაციის მქონეა: იგი შედგება გარეგანი სუნთქვის სისტემის, სისხლის მიმოქცევის აპარატის, სისხლის, როგორც აირთა სატრანსპორტო სისტემის, შინაგანი სუნთქვის აპარატისა და სუნთქვის ნეიროჰუმორული სარეგულაციო აპარატისგან.

ამდენად, სუნქვითი უკმარისობა გულისხმობს პათოლოგიურ პროცესს, რომლის დროსაც დარღ ვეულია აირთა ცვლა ან ეს უკანასკნელი ნორმალურ დონეზე ნარჩუნდება სასუნთქი სისტემის ფუნქციური გადატვირთვის ხარჯზე, რათა შენარჩუნდეს ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედება.

სუნთქვის უკმარისობა – პათოლოგიური სინდრომია, რომლის დროსაც არტერიულ სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევა 60 მმ.ვწყ-სვ-ზე ნაკლებია ან პარციალური წნევა ნახშირორჟანგისა 45 მმ ვწყ სვ-ზე მეტია.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ჩვენი ორგანიზმის ბიოქიმიური ლაბორატორიაა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ახდენს ორგანიზმში მოხვედრილი ნივთიერებების დაშლას, მათგან საფრთხის შემცველის გაუვნებელყოფას და ზოგიერთი საჭირო ორგანული ნაერთის კუმულაციას, ანუ ორგანიზმში მარაგის სახით დაკონსერვებას.

იგი მის მიერ განხორციელებული ფუნქციების მიხედვით, ორგანო რეკორდსმენია, სწორედ ამიტომ ორგანიზმში მოხვედრილ ქიმიურ ნაერთთა დიდი ნაწილი გადის რა საჭირო დამუშავებას, სინთეზსა და ანალიზს, ხშირად აზიანებს მის პარენქიმას, ანუ ქსოვილს, რაც იწვევს ღვიძლის, როგორც ორგანოს მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას, რაც ღვიძლში დისტროფიული, ფიბროზული ან ნეკროზული ცვლილებების შედეგია. ყოველივე კი საბოლოოდ იწვევს მისი ფუნქციების შენელებასა და შესუსტებას.

ღვიძლის ქსოვილში ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ ინფექციურ დაავადებებს, უპირატესად, ვირუსულ პათოლოგიებს (ჰეპატიტები, მონონუკლეოზი, ჰერპეს-ინფექცია), მეორე სიხშირით დამაზიანებელი ფაქტორია სამკურნალო პრეპარატების მიღება – შარდმდენები, საძილეები, ტკივილგამაყუჩებლები და ტოქსინების მოქმედება: შხამიანი სოკოები, ქიმიური ნაერთები, სხვა მომწამვლელი ნივთიერებები.

ასეთ დროს ღვიძლის უკრედები ვეღარ ახერხებენ დაკისრებული ფუნქციის შესრულებას, ყველაზე ხშირად დეზონტიქსიკაციურს, რის გამოც მეტაბოლიზმის ტოქსიკური ნაერთები არ ინაქტივირდებიან ორგანიზმში, გროვდებიან და აზიანებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

ასევე მისი უკმარისობის მიზეზი შესაძლოა გახდეს საკუთრივ ორგანოში სისხლის მიწოდების შეფერხება, რომელიც ვითარდება ქრონიკული გულის უკმარისობის ან ძლიერი სისხლდენის შედეგად. კიდევ ერთი მიზეზია ღვიძლის ინფილტრაცია კიბოს მეტასტაზებით ან ლიმფომის უჯრედებით.

ყველაზე ხშირად და სწრაფად ღვიძლისმიერი უკმარისობა უვითარდება 40 წელს გადაცილებულ პირებს, ალკოჰოლური სასმელებითა და ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად მოხმარების შედეგად.

თირკმლის უკმარისობა

ადამიანის ხერხემლის სვეტის ორივე მხარეს მდებარეობს წყვილი ორგანო, თირკმელი. ტრავმირების თავიდან ასაცილებლად, ისინი ქვედა ნეკნების ქვეშ არიან ცხიმოვან ფენაში გახვეულნი. ეს მუჭისოდენა ლობიოს მარცვლის ფორმის ორგანოებია, რომლებიც სხეულის მოცულობისა და მასის მიხედვით, დიდად არ განსხვავდებიან ზომით საშუალოდ მათი ზომა სიმაღლეში 10 სმ-ია, სიგანეში 5 სმ და 4 სმ სისქისაა. ჯანმრთელი თირკმელი დაახლოებით 120-200 გრამს იწონის.

სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიო მოზრდილი მოსახლეობის 7-15%-მდე თირკმლის ქრონიკული დაავადება აქვს, თუმცა ამის შესახებ იცის მხოლოდ 4%-მა. 2021 წლის მონაცემებით, დაახლოებით 840 მილიონ ადამიანს დაზიანებული აქვს თირკმელი.

თირკმელები სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებია და ახორციელებენ ექსკრეტორულ – გამომყოფდა სეკრეტორულ – გამომტან ფუნქციებს. ისინი პასუხისმგებლები არიან ორგანიზმიდან ყოველდღიურად ცხოველქმედების პროდუქტების გამოდევნაზე, ორგანიზმში სითხის შემადგენლობის რეგულაციასა და ზოგიერთი ჰორმონის გამოყოფაზე.

ყოველდღიურად თირკმელებში ფილტრაციას გადის 1500-2000 ლიტრი სისხლი. 5 წუთში თირკმელში მთელი მოცულობის სისხლი ასწრებს გავლას და ეს დაახლოებით 5 ლიტრია. მთელი სისხლის მოცულობა კი დღე-ღამეში 300-ჯერ მაინც იფილტრება. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, ცალ თირკმელში არსებულ კაპილართა საერთო სიგრძე 25 კმ-ია.

ამ ორგანოს ფუნქციობა კრიტიკულად აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დასაბალანსებლად. არსებობს გარკვეული დაავადებები, რომელთა შედეგადაც თირკმელები ნაწილობრივ ან სრულად კარგავენ ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას, ამის მრავალი მიზეზი არსებობს: ინფექციები, ინტოქსიკაციები, სამკურნალო პრეპარატების არამართლზომიერი გამოყენება, ორგანიზმში მიმდინარე ზოგიერთი პათოლოგია.

ქრონიკული ვენური უკმარისობა

ქრონიკული ვენური უკმარისობისას, ვენური სისხლის ქვედა კიდურებიდან გადინება ირღვევა. ამის მიზეზი ვენებზე მოჭარბებული დატვირთვაა, რაც თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესის თავისებურებებს უკავშირდება. ცხოვრების ჯანსაღი წესის პირობებში ხომ ქვედა კიდურებზე მოჭარბებული ზეწოლა პრაქტიკულად არ არის.

სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ქრონიკული ვენური უკმარისობის სხვადასხვა ფორმა აღენიშნება ქალების 1-დან 40%-ს და მამაკაცების 1-დან 17%-ს. დაავადების პიკი ქალებისთვის 40-49 წელია, მამაკაცებისა კი 70-79 წელს ემთხვევა.

სისხლის ნორმალური დინება ქვედა კიდურების ვენებში ვენური კედლის ტონუსის, მათი სარქველების ხარისხიანი მუშაობის და კუნთების მიერ სანათურის საჭიროებისამებრ ცვლილების შედეგია.

ვენური უკმარისობისას კი ვლინდება ამ აპარატის ფუნქციური ან ორგანული პრობლემები, სარქვლოვანი აპარატის და ვენური სისხლის უკუგადინება ზევიდან ქვევით. რაც იწვევს დაზიანებული სარქვლების ქვევით ვენათა პათოლოგიურ გაფართოებას, ირღვევა მიკროცირკულაცია, ქსოვილებში გროვდება იმუნური უჯრედები, თავისუფალი რადიკალები, აქტიურდება ანთების მედიატორები, გროვდება ლიმფა, რაც ვლინდება შეშუპებით, კანის ფერის ცვლილებით და ტროფიკული წყლულების გაჩენით.

პოლიორგანული უკმარისობა

მდგომარეობაა, როდესაც ერთდროულად ან ერთმანეთის მიყოლებით რამდენმე ორგანოთა სისტემა გამოდის მწყობრიდან და ვერ ახორციელებს მათზე დაკისრებულ ფუნქციებს, რასაც წინ უსწრებს რომელიმე მათგანის უპირატესი დაზიანება.

როგორც დამოუკიდებელი ნოზოლოგიური ერთეული, ის აღწერილია 1973 წელს, მანამდე კი ფიქრობდნენ რომ ორი ან სამი სისტემის მუშაობის დარღვევათა შორის კავშირში არ იყო.

პოლიორგანული უკმარისობა ვითარდება მძიმე, რეანიმაციულ პაციენტთა 5-10%-ს შორის და სიკვდილიანობა 60%-ს შეადგენს. იმ პაციენტთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დიდია, ვისაც 3 ორგანოს უკმარისობა აქვს.

ყველაზე ხშირად ის ვითარდება ტრავმების, მოწამვლების, ენდოტოქსიკოზებისას.

პოლიორგანული უკმარისობის საფუძველი სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომის განვითარებაა.