კიდურზე კანის გაფერმკრთალება და დაბუჟება თრომბოზის პირველი ნიშნებია
არტერიული თრომბოზის პირველი სიმპტომებია: ძლიერი ტკივილი, სიფერმკრთალე, კიდურის დაბუჟება. ამ შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი ოპერაცია და თრომბოლიზური პრეპარატების მიღება.
ნებისმიერი ტიპის თრომბოზის დროს მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა.
ზოგიერთი საკვები და სასმელი ხელს უწყობს სისხლის გასქელებას და იწვევს სისხლის შედედებას. შავ სიაში შედის ყველა სახის ტკბილეული, მარილიანი და ალკოჰოლური სასმელი. პროდუქტებიდან კი - შიგნეულობა (ღვიძლი, თირკმელები, გული), პარკოსნები და შაქარი.