რომელი დაავადებების დროს შეიძლება აღინიშნოს ყნოსვის დაკარგვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი დაავადებების დროს შეიძლება აღინიშნოს ყნოსვის დაკარგვა

ყნოსვის დაკარგვა მხოლოდ კორონავირუსული ინფექციის სიმპტომი არ არის, იგი შეიძლება განაპირობოს სხვა რესპირატორულმა ვირუსებმა, ალერგიულმა რინიტმა, ვაზომოტორულმა რინიტმა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებებმა, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი ან ალცჰაიმერის სინდრომი.

აღნიშნული სიმპტომის განვითარება შეიძლება ცხვირის ღრუს, ზედა სასუნთქი გზების (სურდო, ცხვირის გაჭედილობა) ნებისმიერმა დაავადებამ გამოიწვიოს. ამიტომ ზუსტი დიაგნოზის დასასმელად, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და შესაბამისი კვლევების ჩატარება.

კორონავირუსის დროს, ყნოსვის დაკარგვა ზოგადად ადამიანის ორგანიზმზე ახდენს გავლენას. ის აისახება მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კერძოდ, COVID-19-ის დროს ყნოსვის დაკარგვისას იქმნება მადისა და საჭმლის მონელების პრობლემები, ასევე მკვლევარები მას უკავშირებენ ლიბიდოს დაკარგვასაც.