ჰიპერკინეზი - უნებლიე მოძრაობები, რომლებიც ნება-სურვილს არ ემორჩილება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიპერკინეზი - უნებლიე მოძრაობები, რომლებიც ნება-სურვილს არ ემორჩილება

ადამიანი შეიძლება ამოძრავებდეს რომელიმე კიდურს, სახეზე ეხატებოდეს უცნაური გრიმასა. ასეთი მოძრაობა, ჩვეულებრივ, უნებლიეა და ადამიანის ნება-სურვილს არ ემორჩილება. მას ქორეის ტიპის ჰიპერკინეზს უწოდებენ.

"ჰიპერკინეზი" ჭარბ მოძრაობას ნიშნავს, ხოლო ქორეა მისი ერთ-ერთი სახეა. ზოგჯერ ქორეა თავისთავადი პათოლოგიური გამოვლინებაა, ზოგჯერ კი ამა თუ იმ დაავადებას ახლავს თან. მისი მიზეზი შეიძლება იყოს თავის ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურებში სისხლის მიმოქცევის მოშლა, ვირუსული ენცეფალიტი, სისტემური წითელი მგლურა, პოლიციტემია, მოწამვლა ნახშირჟანგით, მანგანუმით, გოგირდის ოქსიდით, ზოგიერთი მედიკამენტი. ნებისმიერი გარე გამღიზიანებელი, მაგალითად, უარყოფითი ემოცია, აძლიერებს ქორეულ ჰიპერკინეზს; მოსვენებისას ის სუსტდება, ძილში ქრება.

მკვეთრად გამოხატული ჰიპერკინეზის დროს შეუძლებელი ხდება ჭამა, სიარული, დგომა და ა. შ. განსაკუთრებით საყურადღებოა მცირე ანუ რევმატული ქორეა. ის დაკავშირებულია რევმატიზმთან და თავს იჩენს სასკოლო ასაკის ბავშვებში. უნებლიე მოძრაობები გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმა შესაძლოა მოსწავლის ცელქობად მიიჩნიოს. ბავშვი კარგავს მოძრაობების სინატიფეს, ეცვლება კალიგრაფია, მეტყველება, ვერ ისვენებს, ერღვევა ძილი. ყოველივე ამის ფონზე ყურადღებას იპყრობს საკმაოდ ფართო ამპლიტუდის უნებლიე მოძრაობები, რომლებსაც განსაზღვრული მიზანი არ გააჩნია. ხშირია სახის უცნაური მანჭვა. დაავადების კლინიკური სურათის სრული გაშლისას შეინიშნება კიდურების ქაოსური მოძრაობები, თავის მოძრაობა, ძლიერდება სახის უცნაური მიმიკა. შესაძლოა, ამ ყველაფერს ტანის მოძრაობაც დაერთოს.

ჰიპერკინეზებს თან ახლავს ასთენია, აღგზნებადობის მომატება, ემოციური ლაბილურობა. მცირე ქორეის ხანგრძლივობა საშუალოდ 2-4 თვეა. რევმატიზმის მკურნალობისას მდგომარეობა უმჯობესდება და ჰიპერკინეზი ქრება. ჰენტინგტონის ქორეა მემკვიდრეობითი დაავადებაა. მისი პირველი ნიშნები უმეტესად 25-50 წლის ასაკში იჩენს თავს, იშვიათად - ბავშვობაშიც. მამაკაცები ქალებზე ხშირად ავადდებიან. დაავადების ძირითადი ნიშნებია ქორეული ჰიპერკინეზები და მზარდი ჭკუასუსტობა. ჰიპერკინეზები ვლინდება სახის უნებლიე მანჭვით, მიმიკის გაძლიერებით, კანკალით, სიარულისას წონასწორობის დარღვევით. საუბრისას ყურადღებას იპყრობს გრიმასები, ხშირი ამოსუნთქვა, ტუჩების ლოკვა, ცხირის წვერის მოძრაობა, რაც მეტყველებას ართულებს.

ყოველ ნაბიჯს თან ახლავს დამატებითი მოძრაობები - ხელების ქნევა, ცეკვის მსგავსი მოძრაობები, ჩაბუქვნა, თავის ქნევა. დროთა განმავლობაში ჰიპერკინეზები უფრო ფართოდ ვრცელდება და ძლიერდება. ფსიქიკის დარღვევა თავდაპირველად ვლინდება მომატებული აგზნებადობით, მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითებით, მოგვიანებით ვითარდება ჭკუასუსტობა. კლინიკური ნიშნებით ჰენტინგტონის ქორეა სენილურ (ხანში შესულთა) ქორეას ჰგავს.

სენილური ქორეის დროს უნებლიე მოძრაობები ხანდაზმულ ასაკში იჩენს თავს და თან ახლავს მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების პროგრესული გაუარესება. ყოველთვის, როცა კი ზემოთ აღწერილ სიმპტომებს შევამჩნევთ, აუცილებელია მივმართოთ ნევროლოგს, რათა გაირკვეს მიზეზი და სათანადო მკურნალობა დაინიშნოს.

კოპროლალია და ტურეტის სინდრომი