თვალის, ცხვირისა და ყურის ქავილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალის, ცხვირისა და ყურის ქავილი

აქედან გამომდინარე, განსხვავებულია მკურნალობის გზებიც.

თვალის ქავილის მიზეზები:

თვალის ქავილი ყველაზე ხშირად ალერგიული ანთების ბრალია, რომელიც ჰაერში მოტივტივე ალერგენებით: მცენარის მტვრით, შინაური ცხოველების ბეწვით, ფრინველთა ბუმბულით არის გამოწვეული. ალერგიული ქავილი ხშირად საყოფაცხოვრებო ქიმიკატებსა და კოსმეტიკურ საშუალებებსაც უკავშირდება. ქავილმა შესაძლოა თავი იჩინოს თვალბუდეში უცხო სხეულის - მტვრის უწვრილესი ნაწილაკების, ქვიშის, მწერების და სხვა მიკროსკოპული ზომის საგნების მოხვედრის ან ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის კონიუნქტივიტი და ბლეფარიტი.

თვალის ქავილი ზოგჯერ თვალის ჭრილობის შეხორცების პროცესსაც სდევს თან. მას ჭრილობის შეხორცებისას ორგანიზმში გამომუშავებული ნივთიერებები აპროვოცირებს. ბოლო ხანს თვალის ქავილის გავრცელებული მიზეზია მშრალი თვალის სინდრომი - კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა თვალის ლორწოვანს აშრობს და ძლიერ ქავილს იწვევს. ქავილი, მიზეზის კვალობაზე, ზოგჯერ მხოლოდ ქუთუთოებს მოიცავს, ზოგჯერ - თვალის ლორწოვან გარსს, ხან პერიოდულია, ხან კი მუდმივი.

მკურნალობა

მკურნალობა გამომწვევი მიზეზის მიხედვით ინიშნება.

. ალერგიული ბუნების ქავილის შესამცირებლად თვალში სპეციალური წამლების შემცველი წვეთების ჩაწვეთებაა საჭირო. დროებითი შვების მომგვრელია ცივი და სველი კომპრესები.

. თვალიდან უცხო სხეულის მოცილება თვალის ხშირი ხამხამით, ცივი წყლის ნაკადით ან სველი ბამბის ტამპონით უნდა სცადოთ.

თუ უცხო სხეულმა თვალის ქსოვილი დააზიანა, მისი ამოღება მხოლოდ სპეციალისტს უნდა ანდოთ.

. ოფთალმოლოგის კომპეტენციაა ბაქტერიულ-ვირუსული ეტიოლოგიის კონიუნქტივიტებისა და ბლეფარიტების მკურნალობა.

. მშრალი თვალის სინდრომის დროს ეფექტიანია ხელოვნური ცრემლების გამოყენება და კომპიუტერთან მუშაობის რაციონალური რეჟიმის დაცვა.

ცხვირის ქავილის მიზეზები

ცხვირის ქავილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია მტვერი, მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვისა და ქერტლის ნაწილაკები, მკვეთრი არომატები, ინფექცია. ადგილობრივ მიზეზებთან ერთად ცხვირის ქავილს, განსაკუთრებით ბავშვებში, ნაწლავური პარაზიტებიც აპროვოცირებენ.

მკურნალობა

. თუ ცხვირის ქავილს ერთვის სუნთქვის გაძნელება და სურდო, რეკომენდებულია სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების გამოყენება, უმჯობესია სპრეის სახით და არა წვეთებისა.

. შედეგიანია ცხვირის ღრუს სხვადასხვა ხსნარით გამორეცხვა.

. სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას უმჯობესია ისინი რომელიმე თანამედროვე ანტიალერგიულ მედიკამენტთან ერთად მიიღოთ.

. თუ ეს ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, აუცილებლად უნდა ეწვიოთ სპეციალისტს, რათა ჩატარებულმა თვითმკურნალობამ ნეგატიური შედეგი არ გამოიღოს.

ყურის ქავილის მიზეზები

ყურის ქავილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია სასმენ მილში გოგირდის დაგროვება (გოგირდის საცობი), გარეთა სასმენი მილის მიკოზი (სოკოვანი ინფექცია), გარეთა ყურის ქრონიკული ანთება, გარეთა სასმენი მილის ეგზემა, ფსორიაზი და ზოგიერთი ფორმის კონტაქტური დერმატიტი, ალერგია, შაქრიანი დიაბეტი, სასმენი აპარატის ასაკობრივი ცვლილებანი, აუტოინტოქსიკაციით მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ყურის იდიოპათიური ქავილი.

მკურნალობა

. ნუ ეცდებით ყურის გამოწმენდას ჩვეულებრივზე უფრო გრძელი და უხეში საგნით - ასე პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებთ.

. ჩაიწვეთეთ ორივე ყურში 2-2 წვეთი ნუშის, ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი. ეს ქავილს მომენტალურად გააქრობს.

. სასმენ მილში მოხეტიალე მიკრობების გამოდევნას თავადაც შეძლებთ, თუ ყურს თბილი წყლით გამოირეცხავთ ან სპირტის წყალხსნარს ჩაიწვეთებთ (თანაფარდობით 1:1) და რამდენიმე წუთი გაიჩერებთ - მიკრობები ზედაპირზე ამოვლენ.

. გოგირდის პატარა საცობის მოცილება ყურზე ცხელი წყლით სავსე ბოთლის მიდებით შეგიძლიათ. ასეთი სათბურა საცობს არბილებს და ადვილად მოსაცილებელს ხდის. თუმცა, გოგირდოვანი სეკრეტის მთლიანად მოცილებას ნუ ეცდებით, თორემ ქავილს კიდევ უფრო გააძლიერებთ.

მიმართეთ ექიმს, თუ:

. ქავილი რამდენიმე დღეა გრძელდება და ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებით ვერაფერი მოუხერხეთ;

. გარეთა სასმენი მილის ირგვლივ სიწითლეს ამჩნევთ;

. ქავილს ერთვის გამონადენი, ტემპერატურის მატება და ტკივილი.