მედიკამენტები, რომლებიც დაღლილობასა და სისუსტეს იწვევენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მედიკამენტები, რომლებიც დაღლილობასა და სისუსტეს იწვევენ

წნევის დამწევი საშუალებები - მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აქვეითებს გულის შეკუმშვათა სიხშირესა და ძალას, თუ შარდმდენია - იწვევს კალიუმის კარგვას, ამიტომ თუ მკურნალობისას უჩვეულო სისუსტე იგრძენით, მიმართეთ ექიმს.

რასაკვირველია, ეს გვერდითი ეფექტი ჰიპერტენზიის მკურნალობაზე უარის თქმის საფუძველს არ იძლევა - წნევის მოწესრიგება აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ გულის, თავის ტვინისა და თირკმლის დაზიანება.

სტატინი და ფიბრატები - ეს პრეპარატები მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ გამოიყენება.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი და ა. შ.) - მათი დანიშნულებაა კუჭის მჟავა წვენის პროდუქციის დაქვეითება. ამ ჯგუფის პრეპარატების 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებისას შესაძლებელია სისხლში მაგნიუმის შემცველობის დაქვეითება, რაც უმადობას და სისუსტეს იწვევს.

ბენზოდიაზეპინები, იგივე ტრანკვილიზატორები - სისუსტეს იწვევენ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების გამო.

ანტიჰისტამინური საშუალებები -ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები - სისუსტეს იწვევენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დეპრესიული ზემოქმედების გამო. ამგვარი ეფექტი შედარებით სუსტია მეორე თაობის პრეპარატების მიღებისას.

ანტიდეპრესანტები

ანტიფსიქოზური საშუალებები

ანტიბიოტიკები - სისუსტის მიზეზები დაუდგენელია.

ადვილად დაღლა და სისუსტე ზოგჯერ სულ სხვა, სრულიად არასამედიცინო მიზეზით არის გამოწვეული. ეს მიზეზებია:

ზედმეტი აქტიურობა - თუ მთელი დღე საქმიანობთ და არ ისვენებთ, ბუნებრივია, საღამოს ძალიან დაღლილი იქნებით;

სტრესი - მცირე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური სტრესი ენერგიით გვავსებს, ძლიერი და ხანგრძლივი კი ჯანმრთელობას ვნებს;

კვების ხასიათი - ნახშირწყლების სიჭარბე, ისევე როგორც კალორიების მუდმივი დეფიციტი, დაღლილობას გააძლიერებს;

კოფეინიანი სასმელების ჭარბი მიღება, სითხის დეფიციტი და სითხის კარგვა, ბუნებრივია, სისუტეს გამოიწვევს;

უმოძრაობა - ამ დროს კუნთები სუსტდება და მცირე აქტიურობაც კი გვღლის;

დაბერება - ასაკის მატებასთან ერთად ენერგიის დაქვეითება ნორმალურია, მაგრამ სწრაფი და მკვეთრი დასუსტებისას აუცილებელია დაავადების გამორიცხვა.

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობასა და სისუსტეს

თუ სისუსტე ავადმყოფობით არ არის გამოწვეული, მას შესაძლოა მოერიოს:

საკმარისი ძილი;

ბალანსირებული, ჯანსაღი კვება და საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება;

რეგულარული ვარჯიში;

რელაქსაცია;

შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა;

სტრესული ფაქტორების შეძლებისდაგვარად თავიდან აცილება. მაგალითად, სამუშაოს შეცვლა, შვებულების აღება ახლობლებისთვის, პრობლემების გაზიარება;

უარი ალკოჰოლზე, ნიკოტინზე, ნარკოტიკებზე.