/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

რატომ გვიბუჟდება კიდურები ?- ყველა შესაძლო მიზეზი

რატომ გვიბუჟდება კიდურები ?- ყველა შესაძლო მიზეზი
პირველ რიგში, დაბუჟების იმ შემთხვევებზე ვისაუბრებთ, რომლებიც პერიფერიულ ნეიროპათიას უკავშირდება.

პერიფერიული ნეიროპათიის ათიდან დაახლოებით სამი შემთხვევა დაკავშირებულია შაქრიან დიაბეტთან. დიაბეტური ნეიროპათიის დროს დაბუჟება და სხვა შეგრძნებები თავდაპირველად ტერფებში აღმოცენდება და თანდათან ვრცელდება ზევით.

შესაძლოა, მოიცვას მტევნები, მთელი ზედა კიდურები. ცნობილია, რომ დიაბეტით დაავადებულთა ორ მესამედს საშუალოდ ან მძიმედ გამოხატული ნერვის დაზიანება აქვს.

არის შემთხვევები, როცა ეს ჩივილები დაიბეტის პირველი გამოვლინებაა. ათიდან 3 შემთხვევაში (ანუ შემთხვევათა 30%-ში) პერიფერიული ნეიროპათიის მიზეზი უცნობია. ასეთ შემთხვევებს იდიოპათიურ ნეიროპათიას უწოდებენ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დანარჩენი 40%-ის მიზეზი შეიძლება იყოს:

ნერვზე ზეწოლის სინდრომი - კარპული არხის სინდრომი, სხივის ნერვის დამბლა, წვივის ნერვის დამბლა, სხივის ნერვის დამბლა. ხშირად ნერვზე ზეწოლა დაკავშირებულია ორთოპედიულ პრობლემებთან.

სისტემური დაავადებები - თირკმლის, ღვიძლის დაავადებები, სისხლძარღვთა დაზიანებით მიმდინარე და სისხლის დაავადებები, ამილოიდოზი, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები და ქრონიკული ანთება, ჰორმონული დისბალანსი (ჰიპოთირეოიდიზმის - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების - ჩათვლით), ნერვზე ზეწოლით მიმდინარე ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი სიმსივნეები.

ვიტამინების დეფიციტი. ე, B1, B6, B12 ვიტამინები და ნიაცინი აუცილებელია ნერვის ნორმალური ფუნქციობისთვის. B12-ის დეფიციტი, რაც პერნიციოზულ ანემიას იწვევს, პერიფერიული ნეიროპათიის მნიშვნელოვანი მიზეზია. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ კიდურებში ჩხვლეტის მიზეზი B6 ვიტამინის სიჭარბეც შეიძლება იყოს.

ალკოჰოლიზმი. ალკოჰოლიზმის დროს დიდია ალბათობა, კვების გაუარესების გამო განვითარდეს თიამინისა და სხვა მნიშვნელოვანი ვიტამინების დეფიციტი, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა პერიფერიული ნეიროპათიის მიზეზად იქცეს. გამორიცხული არ არის, ნერვის დაზიანება თავისთავად ალკოჰოლიზმმა განაპირობოს. ამ მდგომარეობას ზოგიერთი მკვლევარი ალკოჰოლურ ნეიროპათიას უწოდებს.

ტოქსინები. ნეიროპათია შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმზე მძიმე ლითონების - ტყვიის, დარიშხნის, ვერცხლისწყლისა და ზოგიერთი სხვა საწარმოო თუ საყოფაცხოვრებო ქიმიკატის ზემოქმედებამ. ამ ტიპის ნეიროპათიას იწვევს ზოგიერთი მედიკამენტიც, განსაკუთრებით - ფილტვის კიბოს ქიმიოთერაპიისას გამოსაყენებელი საშუალებები, ზოგიერთი ანტივირუსული საშუალება და ანტიბიოტიკები.

ინფექციები - ლაიმის დაავადება, ჰერპეს-ზოსტერი, ციტომეგალოვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი, შიდსის ვირუსი.

აუტოიმუნური დაავადებები - გიიენ-ბარეს სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა და რევმატოიდული ართრიტი.

ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადება.

დაზიანება. ტრავმამ შესაძლოა ნერვზე ზეწოლა, მისი მიჭყლეტა თუ დაზიანება გამოიწვიოს. ამის მაგალითია ყველასათვის კარგად ნაცნობი ნერვის კომპრესია მალათაშუა დისკოს თიაქრის ან მოტეხილობისას ძვლების ცდომის გამო.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა ფაქტორები იწვევს ყველაზე ხშირად სისხლძარღვთა პათოლოგიებს
რა ფაქტორები იწვევს ყველაზე ხშირად სისხლძარღვთა პათოლოგიებს
სისხლძარღვთა დაავადებები პათოლოგიათა ჯგუფია,
სრულად
პროგერია იშვიათი გენეტიკური პათოლოგია
პროგერია იშვიათი გენეტიკური პათოლოგია
პროგერია იშვიათი გენეტიკური პათოლოგიაა, რომელიც განუვითარებელი ორგანიზმის ნაადრევად დაბერებით ხასიათდება. დაავადება პირველად გილფორდმა აღწერა. განასხვავებენ ორ ფორმას - ბავშვთა ფორმას, რომელსაც სხვაგვარად გეტჩინსონ (ხატჩინსონ)-გილფორდის სინდრომს უწოდებენ და მოზრდილთა ფორმას, იმავე ვერნერის სინდრომს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რატომ გვიბუჟდება კიდურები ?- ყველა შესაძლო მიზეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები