ტკივილი, რომელიც ჯდომის ან კუდუსუნზე ზეწოლის დროს ძლიერდება - რა არის კოკციგოდინია და როგორ ვლინდება ის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკივილი, რომელიც ჯდომის ან კუდუსუნზე ზეწოლის დროს ძლიერდება - რა არის კოკციგოდინია და როგორ ვლინდება ის

ის ხერხემლის დაბოლოებაა და მნიშვნელოვანი როლი აკისრია ადამიანის მთელი რიგი მოძრაობებისას. მენჯის კუნთებსა და ბარძაყებთან ერთად, მნიშვნელოვანია კუდუსუნის ფუნქცია ჯდომისას სხეულის მდებარეობის შენარჩუნებასა და მოძრაობის დაწყებისას მდებარეობის შეცვლაში.

როცა იწყება კუდუსუნის ძვლის ტკივილი ანუ კოკციგოდინია, ის ჩვეულებრივ ვლინდება ლოკალური, ანუ უშუალოდ კუდუსუნის ძვლის არეში ლოკალიზებული ტკვილით, რომელიც ძლიერდება ჯდომის ან კუდუსუნზე ზეწოლის დროს. პაციენტების უდიდესი ნაწილი კოკციგოდინიას აღწერს მჭრელ ან მწველ ტკივილად, რომელიც კუდუსუნზე ზეწოლისას შეიძლება განსაკუთრებით ძლიერი გახდეს. მართალია, ტკივილს მნიშვნელოვნად აძლიერებს ხანგრძლივი ჯდომა, მაგრამ მოძრაობაც შეიძლება ამწვავებდეს. ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს ჯდომიდან დგომაზე გადასვლისას მენჯის ძვლებისა და კუდუსუნის მოძრაობის გამო. კოკციგოდინია შეიძლება განაპირობებდეს ტკივილის ირადიაციას ქვედა კიდურებში ან ზურგისაკენ.

დადგენილია კუდუსუნის ძვლის ტკივილის რამდენიმე ხშირი მიზეზი. უხშირესად ეს არის კუდუსუნის ლოკალური ტრავმა, მაგალითად, დაცემის ან მშობიარობისას. ჰიპერმობილურობაც (სახსრის ზედმეტი ამპლიტუდით მოძრაობა) შეიძლება იწვევდეს ტკივილს გავასა და კუდუსუნს შორის არსებული სახსრის გადაძაბვის გამო.

მკითხველისათვის შეიძლება უცნაური იყოს, რომ კუდუსუნს აზიანებს არასაკმარისი მოძრაობა ანუ ჰიპოდინამიკა. ერთსა და იმავე პოზიციაში ხანგრძლივად ჯდომა იწვევს კუდუსუნის ძვლის პოზიციის შეცვლას, ზედმეტად გადახრას ან მისთვის უჩვეულო მდებარეობის მიღებას, რაც აძლიერებს კუდუსუნსა და მის ირგვლივ ძვლებსა და სახსრებზე ზეწოლას. გარკვეული დროის შემდეგ ვითარდება ტკივილი. გარდა ამისა, ცხოვრების მჯდომარე წესი ხელს უშლის კუნთების გაძლიერებას. როცა ადამიანი უმოძრაოა, მენჯის კუნთები შეიძლება დაიძაბოს და შეიკუმშოს, რაც დისკომფორტის, საბოლოოდ კი, ძლიერი ტკივილის მიზეზია როგორც უმოძრაობისას, ისე მოძრაობისას.

ანალოგიური მექანიზმებით აძლიერებს კოკციგოდინიას სიმსუქნეც. ჭარბწონიანთა მენჯი ნაკლებად მოძრაობს, რაც ხანგრძლივი დროით კუდუსუნზე უწყვეტი ზეწოლის მიზეზია. სიმსუქნე ნიშნავს დამატებით ზეწოლასაც სხეულის ქვედა ნაწილზე, რაც ზრდის ტკივილის ალბათობას.