ტკივილი, რომელიც ჯდომის ან კუდუსუნზე ზეწოლის დროს ძლიერდება - რა არის კოკციგოდინია და როგორ ვლინდება ის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ტკივილი, რომელიც ჯდომის ან კუდუსუნზე ზეწოლის დროს ძლიერდება - რა არის კოკციგოდინია და როგორ ვლინდება ის

ტკივილი, რომელიც ჯდომის ან კუდუსუნზე ზეწოლის დროს ძლიერდება - რა არის კოკციგოდინია და როგორ ვლინდება ის
კუდუსუნის ძვალი არის სამკუთხა ფორმის პარატა ძვალი, რომელიც გავის ძვალს უერთდება. ის ხერხემლის დაბოლოებაა და მნიშვნელოვანი როლი აკისრია ადამიანის მთელი რიგი მოძრაობებისას. მენჯის კუნთებსა და ბარძაყებთან ერთად, მნიშვნელოვანია კუდუსუნის ფუნქცია ჯდომისას სხეულის მდებარეობის შენარჩუნებასა და მოძრაობის დაწყებისას მდებარეობის შეცვლაში.

როცა იწყება კუდუსუნის ძვლის ტკივილი ანუ კოკციგოდინია, ის ჩვეულებრივ ვლინდება ლოკალური, ანუ უშუალოდ კუდუსუნის ძვლის არეში ლოკალიზებული ტკვილით, რომელიც ძლიერდება ჯდომის ან კუდუსუნზე ზეწოლის დროს. პაციენტების უდიდესი ნაწილი კოკციგოდინიას აღწერს მჭრელ ან მწველ ტკივილად, რომელიც კუდუსუნზე ზეწოლისას შეიძლება განსაკუთრებით ძლიერი გახდეს. მართალია,
ტკივილს მნიშვნელოვნად აძლიერებს ხანგრძლივი ჯდომა, მაგრამ მოძრაობაც შეიძლება ამწვავებდეს. ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს ჯდომიდან დგომაზე გადასვლისას მენჯის ძვლებისა და კუდუსუნის მოძრაობის გამო. კოკციგოდინია შეიძლება განაპირობებდეს ტკივილის ირადიაციას ქვედა კიდურებში
ან ზურგისაკენ.

დადგენილია კუდუსუნის ძვლის ტკივილის რამდენიმე ხშირი მიზეზი. უხშირესად ეს არის კუდუსუნის ლოკალური ტრავმა, მაგალითად, დაცემის ან მშობიარობისას. ჰიპერმობილურობაც (სახსრის ზედმეტი ამპლიტუდით მოძრაობა) შეიძლება იწვევდეს ტკივილს გავასა და კუდუსუნს შორის არსებული სახსრის გადაძაბვის გამო.

მკითხველისათვის შეიძლება უცნაური იყოს, რომ კუდუსუნს აზიანებს არასაკმარისი მოძრაობა ანუ ჰიპოდინამიკა. ერთსა და იმავე პოზიციაში ხანგრძლივად ჯდომა იწვევს კუდუსუნის ძვლის პოზიციის შეცვლას, ზედმეტად გადახრას ან მისთვის უჩვეულო მდებარეობის მიღებას, რაც აძლიერებს კუდუსუნსა და მის ირგვლივ ძვლებსა და სახსრებზე ზეწოლას. გარკვეული დროის შემდეგ ვითარდება ტკივილი. გარდა ამისა, ცხოვრების მჯდომარე წესი ხელს უშლის კუნთების გაძლიერებას. როცა ადამიანი უმოძრაოა, მენჯის კუნთები შეიძლება დაიძაბოს და შეიკუმშოს, რაც დისკომფორტის, საბოლოოდ კი, ძლიერი ტკივილის მიზეზია როგორც უმოძრაობისას, ისე მოძრაობისას.

ანალოგიური მექანიზმებით აძლიერებს კოკციგოდინიას სიმსუქნეც. ჭარბწონიანთა მენჯი ნაკლებად მოძრაობს, რაც ხანგრძლივი დროით კუდუსუნზე უწყვეტი ზეწოლის მიზეზია. სიმსუქნე ნიშნავს დამატებით ზეწოლასაც სხეულის ქვედა ნაწილზე, რაც ზრდის ტკივილის ალბათობას.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
პირში ტკბილი გემო შეიძლება სხვადასხვა მიზეზით აღინიშნებოდეს. ნორმალურია, თუ ის ჩნდება ნებისმიერი ტკბილეულის, მაგალითად,
ხმის ჩახლეჩა (დისფონია) ან მისი დაკარგვა (აფონია) ხმის ფუნქციური დარღვევის გამოვლინებაა.
გულის არეში დისკომფორტისა და ტკივილის მიზეზი ყოველთვის გულს არ უკავშირდება.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად