ხმის ჩახლეჩა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხმის ჩახლეჩა

ხმის ფუნქციურ მოშლას ფონასთენია ეწოდება (ბერძნული წარმოშობის ტერმინია). ფონასთენია უმთავრესად პროფესიული დაავადებაა – უმეტესად მომღერლებს, მსახიობებს, მასწავლებლებს, ლექტორებს, ექსკურსიამძღოლებს ემართებათ. ერთი სიტყვით, მათ, ვისი სამუშაოც სამეტყველო აპარატის გადაძაბვას მოითხოვს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ხმის ფუნქციის მოშლა ნერვული სისტემის ფუნქციურ დაზიანებას ან კიდევ ხმის ჰიგიენის დაუცველობას მოჰყვეს. ხმის ჰიგიენა სად გაგონილაო – შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ხმის მართვა მთელი მეცნიერებაა, ხმის ჰიგიენა კი მისი დაცვის ხერხების ერთობლიობა. ამაზე დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ, ახლა კი ხმის ჩახლეჩის სხვა მიზეზებზე.

ხმის ჩახლეჩის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ლარინგიტი ანუ ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება ან მისი შეშუპება. სახმო აპარატი (მბგერავი იოგი, კუნთი და ყია – იგივე ნაპრალი) ხორხის ლორწოვანი გარსის მბგერავი ნაოჭების სისქეშია მოქცეული. შესაბამისად, ლორწოვანი გარსის ანთებისას სახმო აპარატის ნორმალური ფუნქციობა ირღვევა და ხმა იხლიჩება. ქრონიკულ ლარინგიტს თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მოხმარებაც განაპირობებს;
  • ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ძვრები, რომლებიც 40-45 წლის შემდეგ ინტენსიურად მიმდინარეობს; აგრეთვე ჰიპოთირეოზი ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. თუმცა ამ უკანასკნელს, ხმის ჩახლეჩის გარდა, სხვა სიმპტომებიც უნდა ახლდეს. მაგალითად, სიცივისადმი მომატებული მგრძნობელობა, კანისა და თმის სიმშრალე, უმიზეზო დაღლა, კვებისაგან დამოუკიდებელი სხეულის მასის მატება და სხვა.

რჩევები მათთვის, ვისაც დისფონია აწუხებს:

1) სწორად იკვებეთ და ყურადღება მიაქციეთ ხმის ჰიგიენას

პირველ ყოვლისა, ერიდეთ მწარე, ცხარე, მჟავე და მარილიან კერძებს. ლორწოვანს აღიზიანებს ძლიერ ცხელი და ცივი საკვები და სასმელი. აკრძალეთ გაზიანი სასმელები, ნიგოზი და მზესუმზირა. გახსოვდეთ, სახმო აპარატის ყველაზე დიდი მტერი თამბაქოს კვამლია. მბგერავი ნაოჭების გასქელება-გამკვრივება, ანთებითი პროცესებისა და შეშუპების განვითარება, კვანძის წარმოქმნის პროვოცირება, ხმის ტემბრის შეცვლა, ჩახლეჩა, სიმშრალე და ვინ მოთვლის, ნორმიდან რამდენი გადახრა და პათოლოგია უკავშირდება თამბაქოს მოწევას! ყვირილი რომ ვნებს სახმო აპარატს, ეს ყველამ კარგად იცის. ბევრს ჰგონია, რომ ჩურჩული ხმას იცავს. სამწუხაროდ, ასე არ არის. სინამდვილეში, სწორედ რომ პირიქითაა. ჩურჩულის დროს მბგერავი ნაოჭები არ ვიბრირებს და აპარატი მეტისმეტად იძაბება (ამიტომაც არის, რომ ზოგიერთებს საერთოდ არ შეუძლიათ ჩურჩული, მოხრჩობის შეგრძნება კლავთ). ყურადღებით მოეკიდეთ ხმის ჰიგიენას, ერიდეთ აპარატის გადაძაბვას, ილაპარაკეთ საშუალო ტონალობაზე, ერიდეთ მშრალ, დაბინძურებულ, თამბაქოს კვამლით გაჟღენთილ გარემოში საუბარს. ხშირად გაანიავეთ ოთახი, რომელშიც იმყოფებით.

2) შეეცადეთ სწორად ისუნთქოთ

სახმო აპარატმა დატვირთვას რომ გაუძლოს, სუნთქვის მართვა უნდა შეძლოთ. სუნთქვის ჩვეულებრივი აქტი – ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის მონაცვლეობა – იმდენად ბუნებრივი რამაა ჩვენთვის, რომ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ აკეთებს ამას ჩვენი ორგანიზმი. დიდი მნიშვნელობა აქვს, პირით სუნთქავთ თუ ცხვირით. როცა ადამიანი პირით იტაცებს ჰაერს, ლორწოვანი თანდათან შრება, ყელში ღიტინის შეგრძნება ჩნდება და წამოხველების სურვილი წარმოიშობა. სახმო აპარატი რომ დაგეზოგოთ, საუბრის დაწყებამდე ჩაისუნთქეთ, შემდეგ კი ჰაერის ნაკადი ნელ-ნელა ამოუშვით ფილტვებიდან და ნელა წარმოთქვით ფრაზა. ფრაზის დასასრულებლად ჰაერი არ გყოფნით? ნუ დაღონდებით, ამას ეშველება. არსებობს საგანგებო ვარჯიშები, რომლებიც სუნთქვის რეგულირებასა და ჰაერნაკადის თანაბარ განაწილებას მიგაჩვევთ. ფილტვების ტევადობა ინდივიდუალურია, მაგრამ ამ ვარჯიშების მეშვეობით მისი გაზრდაც შეიძლება. ხმოვანი აპარატის პრობლემების კორექცია, ვარჯიშებისა თუ სხვაგვარი მკურნალობის შერჩევა ექიმ-ფონიატრის პრეროგატივაა.

3) მიირთვით შემდეგი ნაყენები:

ნ შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ტუხტის ფესვი, სელის თესლი, გვირილის ყვავილი და ვირისტერფას ფოთოლი. აიღეთ ორი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, 7-10 წუთით ადუღეთ წყლის აბაზანაზე, გადმოდგით, 2 საათით გააჩერეთ და შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით 1/3-1/4 ჭიქის მოცულობით დღეში 3-4-ჯერ.

ნ იმავე წესით მოამზადეთ და მიირთვით ნაყენი შემდეგი ნარევისა: არყის ფოთოლი, მუხის ქერქი, კრაზანას ბალახი, ევკალიპტისა და მრავალძარღვას ფოთლები.