ფილტვის შეშუპება - სიმპტომები და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფილტვის შეშუპება - სიმპტომები და მკურნალობა

ფილტვების შეშუპება ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ფილტვებში, უფრო სწორად, მათ ინტერსტიციულ ქსოვილში, სითხის შემცველობა ნორმალურ დონეს აღემატება.

- რას უჩივის შეშუპებისას ავადმყოფი?

- ფილტვებში უმნიშვნელო რაოდენობის სითხის დაგროვება საგრძნობ დისკომფორტს არ იწვევს, სითხის მოცულობის მნიშვნელოვანი მატებისას კი ირღვევა აირთა ცვლა. ფილტვებში სითხის რაოდენობის მატების ადრეული ნიშანია ქოშინი. ფილტვების შეშუპება ხშირად ერთბაშად ვითარდება, მაგალითად, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ან გულის კომპენსირებული უკმარისობის ფონზე მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებისას.

კარდიული ასთმის შეტევა (ფილტვების ინტერსტიციული შეშუპება) ხშირია ძილის დროს (ღამის პაროქსიზმული ქოშინი). ავადმყოფები უჩივიან ჰაერის უკმარისობას, ქოშინს, ალვეოლური შეშუპების დროს - მოხრჩობის შეგრძნებას, ჰაერის ძლიერ უკმარისობას. წოლისას ეს სიმპტომები ძლიერდება, რაც ავადმყოფს წამოჯდომას ან წამოდგომას აიძულებს. ამ დროს ადამიანი ციანოზურია, ფერმკრთალი, აქვს ცივი, წებოვანი ნამით დაფარული კანი. ტაქიპნოე (გახშირებული სუნთქვა) და ვარდისფერი ქაფიანი ნახველი ტრანსუდატის ალვეოლებში დაგროვებაზე მიუთითებს. თავდაპირველად - ქვედა ნაწილებში, მერე კი ფილტვის მთელ ზედაპირზე ისმინება სველი ხიხინი, რომელსაც ზოგჯერ სითხის სასუნთქ გზებში დაგროვების გამო მსტვენი ხიხინი ახლავს თან. მოგვიანებით ხიხინი ფონენდოსკოპის გარეშეც ისმის.

ავადმყოფი შფოთავს, ცნობიერება ერღვევა, ითრგუნება. შესაძლოა, თავი იჩინოს გულმკერდის ტკივილმა (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ან აორტის ანევრიზმის დროს), არტერიულმა წნევამ მოიმატოს (სიმპათოადრენალური სისტემის გააქტიურების შედეგად) ან დაეცეს (მძიმე მარცხენაპარკუჭოვანი ნაკლოვანებისა და კარდიოგენული შოკის გამო). არც ის არის გამორიცხული, ფილტვების მწვავე შეშუპება ჰიპერტონიული კრიზის ფონზე განვითარდეს. კარდიული ასთმის დიაგნოსტიკის დროს ითვალისწინებენ ავადმყოფის ასაკს, ანამნეზურ მონაცემებს (გულის დაავადება, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა). კარდიული ასთმა ზოგჯერ მოითხოვს დიფერენცირებას ფილტვის არტერიის ტოტების თრომბოემბოლიისგან, იშვიათად - ბრონქული ასთმის შეტევისგან.

- როგორ მკურნალობენ ფილტვების შეშუპებას?

- ფილტვების მწვავე შეშუპების მკურნალობა გულისხმობს სისხლის ოქსიგენაციის გაუმჯობესებას და შეშუპების მიზეზების აღმოფხვრას. ავადმყოფს ნახევრად წამოსვამენ, სასთუმალს უმაღლებენ, რათა სისხლი ქვედა კიდურების მსხვილ ვენებში დაგროვდეს და ვენური უკუდენა შემცირდეს, ნიღბით აძლევენ ჟანგბადს, საჭიროებისამებრ, გადაჰყავთ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე შერჩეული რეჟიმით. მარცხენა პარკუჭისა და ფილტვის კაპილარებში ჰიდროსტატიკური წნევის შესამცირებლად ინიშნება სწრაფად მოქმედი შარდმდენები (ფუროსემიდი) ან ნიტრატები (ნიტროგლიცერინი, იზოსორბიდის დინიტრატი). გარდა ამისა, გამოიყენება აგფ-ინჰიბიტორები (ენალაპრილატი, კაპოტენი), დაქვეითებული არტერიული წნევის შემთხვევაში - ინოტროპული პრეპარატები (დოფამინი, დობუტამინი).

ფსიქომოტორული აღგზნების, ტკივილის, ქოშინის მოსახსნელად იყენებენ სანარკოზე ანალგეტიკებს. ქაფის საწინააღმდეგოდ ხდება ეთილის სპირტის ინჰალაცია, აუცილებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებით ძლიერი ქაფწარმოქმნისას - 2-3 მლ 96%-იანი სპირტის ინტრატრაქეული შეყვანა.