ტანის ქავილი, როგორც რკინადეფიციტური ანემიის სიმპტომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტანის ქავილი, როგორც რკინადეფიციტური ანემიის სიმპტომი

- სისხლის სისტემის რომელი დაავადებები იწვევს ქავილს?

- ქავილის მიზეზად შესაძლოა იქცეს რკინის დეფიციტი, ჭეშმარიტი პოლიციტემია, ჰიპერეოზინოფილური სინდრომი (სისხლის სიმსივნეები), თრომბოციტემია, მიელოდისპლაზიური სინდრომი. აღსანიშნავია, რომ ჭეშმარიტი პოლიციტემიის დროს ქავილი შესაძლოა რამდენიმე წლით უსწრებდეს დაავადების გამოვლენას.

დამახასიათებელია ქავილის აღმოცენება შხაპის ან აბაზანის მიღების შემდეგ, რასაც მედიცინაში აკვაგენურ ქავილს უწოდებენ. აკვაგენური ქავილი ჭეშმარიტი პოლიციტემიის მქონე პაციენტთა 48-70%-ს აღენიშნება. ის აღმოცენდება თბილი წყლის ზემოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.

- ჩვენმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ ორგანიზმში რკინის ნაკლებობა რკინადეფიციტური ანემიის მიზეზია. ერთი შეხედვით უცნაურია, რომ ის ქავილის მიზეზიც შეიძლება იყოს.

- დადგენილია, რომ რკინა ორგანიზმში მიმდინარე მრავალი ფერმენტული რეაქციის აუცილებელი კომპონენტია. ცნობილია, რომ უშუალოდ რკინის დეფიციტი არ არის ქავილის მიზეზი, მაგრამ ის ხელს უწყობს ქავილის აღმოცენებას სხვადასხვა მეტაბოლური გზის მეშვეობით. ზოგჯერ ქავილი მაშინაც კი აღმოცენდება, როცა რკინის დეფიციტი ჯერ კიდევ არ არის იმდენად ღრმა, რომ ანემიამ იჩინოს თავი.

რკინის დეფიციტთან დაკავშირებული ქავილი შესაძლოა იყოს როგორც გენერალიზებული, ასევე ლოკალური, მაგალითად, ლოკალიზებული საშოს ან სწორი ნაწლავის არეში. აქვე უნდა ითქვას, რომ რკინის დეფიციტთან დაკავშირებული ქავილი ხშირი არ არის.

- როდის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქავილი რკინის დეფიციტთან არის დაკავშირებული?

- მსგავს შემთხვევებში ქავილთან ერთად შესაძლოა ყურადღება მიიპყროს რკინის დეფიციტისთვის დამახასიათებელმა სხვა სიმპტომებმა: წითელმა ენამ (გლოსიტი), ტუჩის კუთხეების დახეთქვამ (ანგულარული ქეილიტი), ფრჩხილების მტვრევადობამ, თმის ბოლოების გაყოფამ. ანემიის შემთხვევაში ამას ემატება კანისა და ლორწოვანების სიფითრე, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სისუსტე, გულის ფრიალი.

- რომელი გამოკვლევაა საჭირო ქავილის ჰემატოგენური ბუნების დასადგენად?

- უპირველეს ყოვლისა, ტარდება სისხლის საერთო ანალიზი, რომლის მეშვეობით გამოვლენილი ცვლილებებიც რიგ შემთხვევაში საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ქავილი ჰემატოგენურია. გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს სისხლში რკინის შემცველობა.

როცა კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ სისხლის სისტემის სიმსივნესთან გვაქვს საქმე, ვატარებთ დამატებით კვლევას დიაგნოზის დასაზუსტებლად.