ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკივილი

ტკივილის ფიზიოლოგია

წინათ მიაჩნდათ, რომ ტკივილი სპეციფიკური ფიზიკური შეგრძნება იყო და არ არსებობდა არავითარი სპეციალური რეცეპტორი, რომელიც მას აღიქვამდა. იგი აღმოცენდებოდა ნებისმიერი ტიპის რეცეპტორის გაღიზიანებისას, როდესაც გამღიზიანებლის ძალა საკმაოდ დიდი იყო. თანამედროვე შეხედულებით, დამაზიანებელი სტიმულების არსებობისას ტკივილს სპეციალური ტკივილის რეცეპტორები (ნოციცეპტორები) აღიქვამენ, რომლებიც კანში, შინაგან ორგანოთა და სასახსრე ზედაპირებზე, ძვლისაზრდელაში არიან განლაგებულნი. არსებობს ტკივილის აღმქმელი მექანიკური, თერმული და ქიმიური რეცეპტორების ორი სახეობა: სწრაფმოქმედი და ნელა მოქმედი. პირველი წარმოადგენს მიელინის გარსით დაფარულ ნერვულ დაბოლოებებს, რომლებიც სიგნალს 30-50 მ/წმ სიჩქარით ატარებენ და აღიქვამენ სწრაფ ტკივილს, რომელიც მტკივნეული სტიმულის გაჩენიდან წამის მეათედში აღიქმება. მეორე სახეობა არამიელინიზებული, ნელი ტკივილის აღმქმელი ნოციცეპტორებია. ისინი სიგნალს 0,5-2 მ/წმ სიჩქარით ატარებენ. მათ მიერ აღქმული ტკივილი მოპულსირე შეგრძნებაა, რომელიც ქიმიური ნივთიერებებით, საკვებით, ჰაერით, წყლით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით, სამედიცინო პრეპარატებით მოწამვლისას ჩნდება. სხეულის სხვადასხვა ნაწილში ტკივილის შეგრძნება სხვადასხვაგვარია. ყველაზე მგრძნობიარეა კანი, განსაკუთრებით - თითის წვერებზე. ნაკლებად მგრძნობიარეა კუნთები, პლევრა, მუცლის ფარი და ტვინის გარსები, კიდევ უფრო ნაკლებმგრძნობიარეა შინაგანი ორგანოები, თავისა და ზურგის ტვინი.

ფიზიკური ტკივილის სახეობანი

დროის პარამეტრების მიხედვით განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ტკივილს.

მწვავე ახლად თავჩენილი, ხანმოკლე ტკივილია, მისი მიზეზის დადგენა სირთულეს არ წარმოადგენს. იგი გამაღიზიანებელი ფაქტორის მოცილებისთანავე ქრება. ჩვეულებრივ, სხეულის რომელიმე ნაწილშია ლოკალიზებული და შემდეგ ვრცელდება, ადვილად ემორჩილება მკურნალობას. მწვავე ტკივილი ორგანიზმს ორგანული დაზიანების ან დაავადებების შესახებ აფრთხილებს. იგი ფიზიოლოგიური ტკივილია.

ქრონიკულია ტკივილი, რომელიც 6 თვეს და მეტხანს გრძელდება. იგი უფრო ძნელად იკურნება, ვიდრე მწვავე და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან გაცილებით პათოლოგიურია. ის ნორმიდან სერიოზული გადახრის მანიშნებელია, რადგან ამოწურა ფიზიოლოგიური ფუნქცია - ორგანიზმს მოსალოდნელ დაზიანებათა შესახებ ამცნო და რაკი მიზეზი არ აღმოიფხვრა, თანდათან თავად დააზიანა ადამიანის ცნობიერება და დამოუკიდებელ დაავადებად ჩამოყალიბდა, გაცილებით საშიშად, ვიდრე საკუთრივ დაზიანება, რომლის შესახებაც პირველმა გვამცნო. ფიზიოლოგიურსა და პათოლოგიურ ტკივილს შორის საზღვარი მეტად პირობითია. მას ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსაზღვრავს. პათოლოგიური ტკივილის მექანიზმში, წამყვანი ფაქტორის მიხედვით, განასხვავებენ კანის, სომატოგენური (ნოციცეპტური), ნეიროგენული და ფსიქოგენური ტკივილის სინდრომებს.

კანის ტკივილი კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაზიანებისას ვითარდება. მას კანში მაღალი კონცენტრაციით განლაგებული ნოციცეპტორები სწრაფად აღიქვამენ. ის ძირითადად ხანმოკლეა. სომატოგენური ტკივილი, თავის მხრივ, სომატურ და ვისცერულ ანუ შინაგან ორგანოსეულ ტკივილებად იყოფა.

სომატური ტკივილი აღმოცენდება მყესებში, იოგებში, სახსრებში, ძვლებში, სისხლძარღვებში და საკუთრივ ნერვებში. მას სომატური ნოციცეპტორები აღიქვამენ. ამ უბნებში სომატური ნოციცეპტორების სიმცირის გამო ტკივილი გაცილებით ყრუ, ცუდად ლოკალიზებული და ხანგრძლივია, თუმცა ზუსტ შეგრძნებასა და ლოკალიზაციას იწვევს კუნთების ტკივილი. სომატოგენურია ანთებითი პროცესების, იშემიის, ქსოვილების დაჭიმვისას აღმოცენებული ტკივილი.


 

ვისცერული ანუ შინაგან ორგანოსეული ტკივილი ვითარდება შინაგან ორგანოებში, სადაც კიდევ უფრო ნაკლები ნოციცეპტორია, ვიდრე სომატურში, ამიტომ ტკივილი ყრუა, გაურკვეველი ლოკალიზაციისა და დიფუზურად არის გავრცელებული, თუმცა შესაძლოა იყოს მეტად ძლიერიც, ჰქონდეს შეტევითი, უცაბედი დასაწყისი და სწრაფი დასასრული, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გაურკვეველია, ფართო ირადიაცია ახასიათებს და ზუსტ ლოკალიზაციას არ იძლევა. ასეთ მდგომარეობას კოლიკა ან კრიზი ეწოდება და მრავალრიცხოვანი მოშლილობა ახასიათებს. ზოგჯერ ტკივილი შენიღბულია, სხეულის იმ ნაწილში შეიგრძნობა, რომელიც დაზიანების ადგილს არც კი ეხება. შენიღბული ტკივილის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია გულის იშემია (გულის კუნთში სისხლის უკმარისობა), როდესაც ტკივილი შეიგრძნობა როგორც გულმკერდში, ისე მის ზევით, მარცხენა მხარში, ხელში და ხელის მტევანშიც კი.

ნეიროგენული ტკივილი ანუ ნევრალგია ვლინდება თავად ნერვული ქსოვილების დაზიანებისა და დაავადების შედეგად,  როდესაც მგრძნობიარე ნერვები ჰიპოთალამუსს სწორ ინფორმაციას ვეღარ აწვდიან და ტვინი, მაშინაც კი, როდესაც ფიზიოლოგიური ტკივილის მიზეზი აშკარად არსებობს, არასწორად რეაგირებს სხვადასხვა სტიმულზე. ნეიროგენული ტკივილის მაგალითია სამწვერა ნერვის ნევრალგია, ფანტომური ტკივილის სინდრომი, თალამური ტკივილი და კაუზალგია.

ფანტომური ტკივილი ვითარდება ამპუტაციისა და დამბლის შედეგად დაკარგულ, ამპუტირებულ კიდურში - პაციენტი მოკვეთილი კიდურის ტკივილს უჩივის.

ფსიქოგენური ტკივილი ფსიქოლო-გიური ბუნებისაა, სომატური, ვისცერული ან ნეიროგენული დაზიანების გარეშე ვლინდება და უმეტესად ფსიქოსოციალური ფაქტორებით არის განპირობებული. ფსიქოგენური ტკივილია ფსიქოემოციური ფაქტორებით გამოწვეული კუნთების რეფლექსური დაჭიმვა, რომელიც დაჭიმვის არეში ქსოვილების შიმშილს და მტკივნეულ დისკომფორტს იწვევს. ასეთია გადაძაბვის თავის ტკივილი. ფსიქოზით დაავადებულ პაციენტებს ბოდვისა და ჰალუცინაციების მსგავსად ეწყებათ ფსიქოგენური ტკივილი, რომელიც ძირითადი დაავადების მკურნალობის შემდეგ ქრება. ზოგს ფსიქოლოგიური კონფლიქტი ფიზიკურ ტანჯვად ექცევა ხოლმე, ეწყება ტკივილი, რომელსაც ნეგატიური მოგონებები და აზრები აძლიერებს. კლინიკაში ტკივილის გამომწვევი მიზეზის კვალობაზე განასხვავებენ ოპერაციისა და ტრავმის შემდგომ, ართრიტულ, სისხლძარღვოვან და ონკოლოგიური ეტიოლოგიის ტკივილებს; წარმოშობის დროისა და ხანგრძლივობის მიხედვით ტკივილი შეიძლება იყოს მუდმივი, ხანმოკლე, შეტევითი; ძალა-ინტენსივობის მიხედვით - ყრუ, სუსტი, აუტანელი, მეტისმეტად ძლიერი; ხასიათის მიხედვით - მწველი, მჭრელი, გამჭოლი, მფეთქავი, მღრღნელი, მორაკუნე, მსერავი, მჩხვლეტი, ზემწოლი; სხეულის პოზიციისადმი დამოკიდებულებით - სიარულთან, სუნთქვასთან, საჭმლის მიღებასთან, აგზნებასთან დაკავშირებული. თან ერთვოდეს: ღებინება, ფაღარათი. აყუჩებდეს: სითბო, სიცივე, სიმშვიდე, სხეულის განსაზღვრული პოზიცია.

 

აღქმის ასაკობრივი და სქესობრივი თავისებურებანი

ქალები და მამაკაცები ტკივილს სხვადასხვანაირად აღიქვამენ. გოგონებსა და ქალბატონებს ტკივილის ამტანობის ზღვარი და ტკივილისადმი ტოლერანტობა გაცილებით დაბალი აქვთ, ვიდრე ბიჭებსა და მამაკაცებს. ქალები ცხოვრების მანძილზე გაცილებით ხშირად უჩივიან თავისა და ვისცერულ ტკივილებს - როგორც მწვავეს, ისე ქრონიკული ხასიათისას. ქირურგიული პრაქტიკიდან ცნობილია, რომ ოპერაციიის შემდგომ პერიოდში მდედრობითი სქესის პაციენტები გაცილებით ხშირად უჩივიან ტკივილს. სტომატოლოგიური პროცედურების დროსაც გაცილებით ძლიერ ტკივილს განიცდიან. ყოველივე ამის მიზეზი სქესთაAშორის ჰორმონული განსხვავებაა. რატომ აღიქვამენ სხვადასხვანაირად ტკივილს სხვადასხვა ასაკის ადამიანები? ესეც ჰორმონების დამსახურებაა. ესტროგენები და ტესტოსტერონი ოპიატების მსგავსად მოქმედებენ და აქტიურად მონაწილეობენ ანტინოციცეფციის (ტკივილის საწინააღმდეგო) მექანიზმებში. ახალგაზრდობისას ქალის ორგანიზმში ჰორმონი ესტროგენი ნორმალური კონცენტრაციით გამოიყოფა, მენოპაუზის შემდგომ კი მისი კონცენტრაცია იკლებს და ტკივილის ამტანობაც მცირდება. არსებული ქრონიკული დაავადებებისთვის დამახასიათებელი ტკივილებიც ამიტომ ძლიერდება. იგივე ემართებათ მამაკაცებს - ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში მცირდება ტესტოსტერონის დონე და სტენოკარდიული თუ სხვა სახის ტკივილებიც ძლიერდება.

 

ტკივილის მნიშვნელობა

იმ დიდი უსიამოვნების მიუხედავად, რომელიც ტკივილს სდევს თან, იგი სასიცოცხლო მნიშვნელობის შეგრძნებაა, ორგანიზმს აიძულებს, მოსცილდეს იმ გამანადგურებელ ობიექტებსა და ძალებს, რომლებიც მტკივნეულ რეაქციებს იწვევენ. ტკივილი ინდიკატორია, იგი გვაფრთხილებს მოსალოდნელი მძიმე დაზიანების შესახებ, ხელს უწყობს შეხორცების პროცესს, ორგანიზმს აიძულებს დაზიანებული უბნების დაცვას, რათა შემდგომი დაზიანება თავიდან ააცილოს.

 

გართულებები

ტკივილმა შესაძლოა გამოიწვიოს:

1. შოკი და უეცარი სიკვდილი;

2. ფსიქიკური მოშლილობა, აგზნება, დაღონება, უძილობა;

3. კუნთოვანი მოუსვენრობა;

4. სუნთქვის მოშლილობა;

5. ვაზომოტორული მოშლილობანი;

6. სისხლის წნევის მატება ან ცვალებადობა;

7. საჭმლის მონელების, შარდის გამოყოფის და სხვა ორგანოთა ფუნქციების მოშლა.

ამიტომაც არ შეიძლება ტკივილის მოთმენა და არად ჩაგდება. მას ფხიზლად უნდა ვუგდოთ ყური, რადგან ტკივილი ჩვენი ჯანმრთელობის დარაჯია.