პირში ლითონის გემო შესაძლოა ტყვიით, სპილენძით, იოდით ინტოქსიკაციაზე მიანიშნებდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირში ლითონის გემო შესაძლოა ტყვიით, სპილენძით, იოდით ინტოქსიკაციაზე მიანიშნებდეს

- როგორ შეიძლება შეიცვალოს გემოვნება?

- ცვლილებამ შეიძლება მიგვიყვანოს გემოს შეგრძნების სრულ დაკარგვამდე, რასაც აგევზია ეწოდება. აგევზია შესაძლოა გამოიხატოს როგორც ყოველგვარი, ისე რომელიმე კონკრეტული, მაგალითად, მწარე გემოს შეგრძნების დაკარგვით. დღევანდელი მონაცემებით, გემოვნების დარღვევის ყველაზე გავრცელებული სახეა ჰიპოგევზია - გემოს შეგრძნების დაქვეითება.

უსიამოვნო გემოს შეგრძნებას პარაგევზია ეწოდება, გაუკუღმართებულ გემოვნებას - დისგევზია. ამ უკანასკნელის თვალსაჩინო მაგალითია ლითონის გემო პირში. პარაგევზია და დისგევზია ყველაზე შემაწუხებელია. ხშირად აწუხებთ ხანში შესულებს. მიუხედავად გემოვნების შეგრძნების ცვლილებათა ასეთი მრავალფეროვნებისა, სიმარტივისთვის გემოვნების ცვლილების ყველა ფორმას საერთო სახელს - დისგევზიას უწოდებენ. ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ მუდმივ და დროებით დისგევზიას.

დისგევზია დროებითია, როცა მისი გამომწვევი მიზეზი ან მიზეზები ორგანიზმზე მოკლე ხნის განმავლობაში მოქმედებენ. მაგალითად, მედიკამენტებით გამოწვეული ან ზემო სასუნთქი გზების მწვავე დაავადებებთან დაკავშირებული გემოვნების დარღვევა მალევე გაივლის.

დისგევზია დროებითია, როცა განსაზღვრული ხნის შემდეგ ენის დაზიანებული დვრილები კვლავ აღდგება. ამის მაგალითია გემოვნების შეგრძნების დროებითი დაკარგვა ცხელი საკვების ზემოქმედებით. ნერვის დაზიანებასთან ან თავის ტვინის დაავადებებთან დაკავშირებული დისგევზია კი მუდმივია.

- რა იწვევს პირში ლითონის გემოს?

- პირში ლითონისებრი გემო, უპირველეს ყოვლისა, მედიკამენტების მიღებასთან უნდა დავაკავშიროთ.

ამ მედიკამენტთა შორის უნდა დავასახელოთ ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ვიტამინი, საანესთეზიო საშუალებები (ლიდოკაინი), ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (გულის უკმარისობისა და არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები), მეტრონიდაზოლი, ტინიდაზოლი, კალციუმის პრეპარატები და სხვა.

როგორც ვხედავთ, ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. გარდა ამისა, ლითონისებრი გემო პირში ხშირია სტომატოლოგიური დაავადებების – გინგივიტის (ღრძილების ანთება), პერიოდონტიტის, კბილის ინფექციების დროს.

არ შეიძლება, ყურადღება არ გავამახვილოთ ლითონისებრი გემოს გამომწვევ ისეთ მიზეზებზე, როგორიც არის სიმსივნე, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ალერგია საკვების მიმართ, რკინის პრეპარატების ჭარბი მიღება, თირკმლის დაავადებები.

ლითონისებრი გემოს გამომწვევია ორგანიზმის ინტოქსიკაცია ტყვიით, სპილენძით, სელენით, იოდით, ვერცხლისწყლით.

ქალებში სასქესო ჰორმონების – ესტროგენების დონის მკვეთრი ცვალებადობაც შეიძლება იქცეს აღნიშნული ჩივილის მიზეზად.