სისხლჩაქცევები შეიძლება C ვიტამინის დეფიციტმაც გამოიწვიოს - ჰემატომას განვითარების მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლჩაქცევები შეიძლება C ვიტამინის დეფიციტმაც გამოიწვიოს - ჰემატომას განვითარების მიზეზები

კანის ფერი

თუ ღია ფერის, თხელი კანი გაქვთ, მათზე გაცილებით ხშირად აღმოაჩენთ სისხლჩაქცევებს. მათ გაჩენას ხელს უწყობს ვარიკოზული ვენები და კანქვეშა ვენური ქსელის გაძლიერებაც - ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი ნივთების შეხებაც კი საკმარისია, რომ ჰემატომა წარმოიქმნას.

ვასკულიტი

ეს დაავადებათა იმ ჯგუფის სახელწოდებაა, რომლის დროსაც სისხლძარღვებს ანთებითი პროცესი აზიანებს. ანთებითი სისხლძარღვები სკდება, რასაც ჰემორაგიული გამონაყარი მოჰყვება. ვასკულიტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. დაავადებას ასევე ახასიათებს სუნთქვის გაძნელება, ხველა, კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა.

ამ სიმპტომების შემჩნევისას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა დაგინიშნონ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც უსიამოვნო სიმპტომებსაც შეამცირებს და სისხლჩაქცევებსაც ბოლოს მოუღებს.

ხშირი ინსოლაცია

მზის აბაზანების მოჭარბებული სიყვარული ფიტავს კანს და ჰემატომებისადმი მიდრეკილებას ზრდის. ულტრაიისფერი სხივები ასევე ანელებს კანში კოლაგენის წარმოქმნის პროცესს, ამიტომ მზის აბაზანების მიღებისას აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის გამოყენება.

ასპირინის რეგულარული მიღება

ეს “უმიზეზო” სისხლჩაქცევების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ასპირინი, ისევე როგორც სხვა სისხლის გამათხელებელი პრეპარატები,აფერხებს სისხლის შედედების ბიოლოგიურ პროცესს, ამიტომ მისი მიღების პერიოდში მინიმალური ტრავმაც კი საკმარისია სისხლძარღვის დასაზიანებლად.

C ვიტამინის დეფიციტი

ახალგაზრდებში ავიტამინოზი იშვიათად გვხვდება, ის უმთავრესად ბავშვებსა და ხანდაზმულებს აწუხებთ. ყველაზე საგულისხმოა C ვიტამინის დეფიციტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჭრილობების შეხორცებასა და კოლაგენის წარმოებაში.

ამ ტიპის ავიტამინოზის დროს მცირდება კაპილართა კედლების გამძლეობა, ამიტომ ისინი ადვილად ზიანდებიან და სკდებიან. ავიტამინოზს თან ახლავს აგრეთვე დაღლილობა, დეპრესია, ღრძილებიდან სისხლდენა, სახსრების ტკივილი, პირის ღრუს სიმშრალე და თმის დაზიანება.

პურპურული დერმატიტი

პურპურა, იგივე პურპურული ვასკულიტი, სისხლძარღვთა დაზიანებაა, რომლის დროსაც სისხლი კაპილარებიდან ჟონავს და ათასობით უწვრილეს სისხლჩაქცევას იწვევს. შედარებით რთული ფორმის დროს სისხლჩაქცევებს თან ახლავს ქავილი, თუმცა მზისგან საიმედო დაცვისა და სამკურნალო პრეპარატების გამოყენებისას პრობლემა იოლად გვარდება.