სისხლჩაქცევები შეიძლება C ვიტამინის დეფიციტმაც გამოიწვიოს - ჰემატომას განვითარების მიზეზები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

სისხლჩაქცევები შეიძლება C ვიტამინის დეფიციტმაც გამოიწვიოს - ჰემატომას განვითარების მიზეზები

სისხლჩაქცევები შეიძლება C ვიტამინის დეფიციტმაც გამოიწვიოს - ჰემატომას განვითარების მიზეზები
6 მიზეზი კანის ფერი


თუ ღია ფერის, თხელი კანი გაქვთ, მათზე გაცილებით ხშირად აღმოაჩენთ სისხლჩაქცევებს. მათ გაჩენას ხელს უწყობს ვარიკოზული ვენები და კანქვეშა ვენური ქსელის გაძლიერებაც - ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი ნივთების შეხებაც კი საკმარისია, რომ ჰემატომა წარმოიქმნას.



ვასკულიტი


ეს დაავადებათა იმ ჯგუფის სახელწოდებაა, რომლის დროსაც სისხლძარღვებს ანთებითი პროცესი აზიანებს. ანთებითი სისხლძარღვები სკდება, რასაც ჰემორაგიული გამონაყარი მოჰყვება. ვასკულიტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. დაავადებას ასევე ახასიათებს სუნთქვის გაძნელება, ხველა, კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა.

ამ სიმპტომების შემჩნევისას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა
დაგინიშნონ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც უსიამოვნო სიმპტომებსაც შეამცირებს და სისხლჩაქცევებსაც ბოლოს მოუღებს.

ხშირი ინსოლაცია


მზის აბაზანების მოჭარბებული სიყვარული ფიტავს კანს და ჰემატომებისადმი მიდრეკილებას ზრდის. ულტრაიისფერი სხივები ასევე ანელებს კანში კოლაგენის წარმოქმნის პროცესს, ამიტომ მზის აბაზანების მიღებისას აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის გამოყენება.


ასპირინის რეგულარული მიღება


ეს
“უმიზეზო” სისხლჩაქცევების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ასპირინი, ისევე როგორც სხვა სისხლის გამათხელებელი პრეპარატები,აფერხებს სისხლის შედედების ბიოლოგიურ პროცესს, ამიტომ მისი მიღების პერიოდში მინიმალური ტრავმაც კი საკმარისია სისხლძარღვის დასაზიანებლად.



C ვიტამინის დეფიციტი


ახალგაზრდებში ავიტამინოზი იშვიათად გვხვდება, ის უმთავრესად ბავშვებსა და ხანდაზმულებს აწუხებთ. ყველაზე საგულისხმოა C ვიტამინის დეფიციტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჭრილობების შეხორცებასა და კოლაგენის წარმოებაში.

ამ ტიპის ავიტამინოზის დროს მცირდება კაპილართა კედლების გამძლეობა, ამიტომ ისინი ადვილად ზიანდებიან და სკდებიან. ავიტამინოზს თან ახლავს აგრეთვე დაღლილობა, დეპრესია, ღრძილებიდან სისხლდენა, სახსრების ტკივილი, პირის ღრუს სიმშრალე და თმის დაზიანება.



პურპურული დერმატიტი


პურპურა, იგივე პურპურული ვასკულიტი, სისხლძარღვთა დაზიანებაა, რომლის დროსაც სისხლი კაპილარებიდან ჟონავს და ათასობით უწვრილეს სისხლჩაქცევას იწვევს. შედარებით რთული ფორმის დროს სისხლჩაქცევებს თან ახლავს ქავილი, თუმცა მზისგან საიმედო დაცვისა და სამკურნალო პრეპარატების გამოყენებისას პრობლემა იოლად გვარდება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ყანდაშვილი.
უშუალოდ ხმის წარმოქმნაში მონაწილე წარმონაქმნების გარდა, ხმის ცვლილება შესაძლებელია შინაგანი ორგანოების დაავადებებსაც უკავშირდებოდეს.
ზრდასრულ ადამიანს დღეღამის განმავლობაში საშუალოდ 1,5 ლ ნერწყვი გამოეყოფა.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად