კლეპტომანიით დაავადებული ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კლეპტომანიით დაავადებული ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი

კლეპტოპმანები ერთგვარი კეთილშობილი ქურდები არიან: მათთვის დამახასიათებელია უანგარობა, გულადობა, რისკის სიყვარული, სინდისიერება. კლეპტომანისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთიც კი არ წარმოადგენს მატერიალურ ფასეულობას - ის არ აპირებს მის გაყიდვას ან ტარებას. აი, შენახვა და თვალიერება კი დიდ სიამოვნებას ანიჭებს - იმ ნეტარებას ახსენებს, რომელსაც მისი მითვისების მომენტში განიცდიდა. ამ გზით კლეპტომანი იხსნის სტრესს, თავისუფლდება შინაგანი დაძაბულობისგან, მერე კი ხელახლა ქურდობს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კლეპტომანებს დაქვეითებული აქვთ თვითგადარჩენის ინსტინქტი - ისინი რისკზე მიდიან და ებმებიან სახიფათო თამაშში, რომელშიც მათთვის ყველაზე მიმზიდველი ის არის, რომ შეიძლება ყველაფერი დაკარგონ.

ქურდობის სიხშირე შინაგანი დისკომფორტის პერიოდულობაზეა დამოკიდებული. სწორედ იგი აიძულებს კლეპტომანს იქურდოს, პირომანს - გააჩინოს ხანძარი, ნარკომანს - იჩხვლიტოს.

მასშტაბური გამოკვლევის შედეგად კანადელმა მეცნიერებმა საშუალოსტატისტიკური კლეპტომანის ფსიქოლოგიური პორტრეტი შეადგინეს: ეს არის დაახლოებით 36 წლის ქალი, რომელიც უკვე დიდი ხანია ქურდობს; ის საქურდლად მარტო დადის; ძირითადად იპარავს ნივთებს, რომლებიც არაფერში სჭირდება და მისთვის არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენს. იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება სპონტანურ აღტყინებას, მაგრამ თავის ხელში აყვანას და ქურდობისკენ სწრაფვის დაოკებას ვერ ახერხებს.

კლეპტომანიით შეპყრობილ ადამიანს, განსაკუთრებით - ქალს, ქურდობის წინ უჩნდება ნერვული დაძაბულობის განცდა, რომელიც თანდათან ძლიერდება (სპეციალისტები ასეთ ადამიანებს ურჩევენ, დაძაბულობა სირბილით, ფიტნესკლუბში ვარჯიშით ან სექსით მოიხსნან). ამ მდგომარეობას ზოგჯერ რაიმე მნიშვნელოვანი ამბავი იწვევს. ქურდობას კი უდიდესი შვება და სიამოვნება მოაქვს.

ყველაზე აღტკინებული კლეპტომანებიც კი არ დადიან საქურდლად ყოველდღე - ფსიქოლოგიური დატვირთვა მეტისმეტად დიდია. ქურდობის შემდეგ კლეპტომანები ერთხანს განცდილი სიამოვნების ხარჯზე ცხოვრობენ. კლეპტომანები გამოირჩევიან დაბალი თვითშეფასებით, მარტოობის განცდით და ზარალის ანაზღაურების ქვეცნობიერი სურვილით. ამიტომაც უწოდებენ მათ პატიოსან ქურდებს. ისინი კანონმორჩილი მოქალაქეები არიან, მაგრამ რომ არ იქურდონ, არ შეუძლიათ; გამოსავალი ერთია - ფსიქოთერაპიის სეანსები, ასევე - ენდოკრინული ფონის სტაბილიზაცია: სისხლში ჰორმონული ქარიშხალი დაავადების გამძაფრებას იწვევს.