კლეპტომანიით დაავადებული ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კლეპტომანიით დაავადებული ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი

კლეპტომანიით დაავადებული ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი
კლეპტომანია ეს არის ხშირად იმპულსური, ზოგჯერ კი ზედმიწევნით დაგეგმილი მისწრაფება ქურდობისაკენ ყოველგვარი ანგარების გარეშე.
კლეპტოპმანები ერთგვარი კეთილშობილი ქურდები არიან: მათთვის დამახასიათებელია უანგარობა, გულადობა, რისკის სიყვარული, სინდისიერება. კლეპტომანისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთიც კი არ წარმოადგენს მატერიალურ ფასეულობას - ის არ აპირებს მის გაყიდვას ან ტარებას. აი, შენახვა და თვალიერება კი დიდ სიამოვნებას ანიჭებს - იმ ნეტარებას ახსენებს, რომელსაც მისი მითვისების მომენტში განიცდიდა. ამ გზით კლეპტომანი იხსნის სტრესს, თავისუფლდება შინაგანი დაძაბულობისგან, მერე კი ხელახლა ქურდობს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კლეპტომანებს დაქვეითებული აქვთ თვითგადარჩენის ინსტინქტი
- ისინი რისკზე მიდიან და ებმებიან სახიფათო თამაშში, რომელშიც მათთვის ყველაზე მიმზიდველი ის არის, რომ შეიძლება ყველაფერი დაკარგონ.

ქურდობის სიხშირე შინაგანი დისკომფორტის პერიოდულობაზეა დამოკიდებული. სწორედ იგი აიძულებს კლეპტომანს იქურდოს, პირომანს - გააჩინოს ხანძარი, ნარკომანს - იჩხვლიტოს. 


მასშტაბური გამოკვლევის შედეგად კანადელმა მეცნიერებმა საშუალოსტატისტიკური კლეპტომანის ფსიქოლოგიური პორტრეტი
შეადგინეს: ეს არის დაახლოებით 36 წლის ქალი, რომელიც უკვე დიდი ხანია ქურდობს; ის საქურდლად მარტო დადის; ძირითადად იპარავს ნივთებს, რომლებიც არაფერში სჭირდება და მისთვის არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენს. იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება სპონტანურ აღტყინებას, მაგრამ თავის ხელში აყვანას და ქურდობისკენ სწრაფვის დაოკებას ვერ ახერხებს.


კლეპტომანიით შეპყრობილ ადამიანს, განსაკუთრებით - ქალს, ქურდობის წინ უჩნდება ნერვული დაძაბულობის განცდა, რომელიც თანდათან ძლიერდება (სპეციალისტები ასეთ ადამიანებს ურჩევენ, დაძაბულობა სირბილით, ფიტნესკლუბში ვარჯიშით ან სექსით მოიხსნან). ამ მდგომარეობას ზოგჯერ რაიმე მნიშვნელოვანი ამბავი იწვევს. ქურდობას კი უდიდესი შვება და სიამოვნება მოაქვს.


ყველაზე აღტკინებული კლეპტომანებიც კი არ დადიან საქურდლად ყოველდღე - ფსიქოლოგიური დატვირთვა მეტისმეტად დიდია. ქურდობის შემდეგ კლეპტომანები ერთხანს განცდილი სიამოვნების ხარჯზე ცხოვრობენ. კლეპტომანები გამოირჩევიან დაბალი თვითშეფასებით, მარტოობის განცდით და ზარალის ანაზღაურების ქვეცნობიერი სურვილით. ამიტომაც უწოდებენ მათ პატიოსან ქურდებს. ისინი კანონმორჩილი მოქალაქეები არიან, მაგრამ რომ არ იქურდონ, არ შეუძლიათ; გამოსავალი ერთია - ფსიქოთერაპიის სეანსები, ასევე - ენდოკრინული ფონის სტაბილიზაცია: სისხლში ჰორმონული ქარიშხალი დაავადების გამძაფრებას იწვევს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ჩივილი, რომლის გამოც პაციენტები თავს ხშირად შეუძლოდ გრძნობენ და ექიმსაც მიმართავენ,
ამ პათოლოგიის მკურნალობის, პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის მეთოდებზე გვესაუბრება ქირურგი ენდოსკოპისტი ირაკლი პაიჭაძე.
მიოზიტი ჩონჩხის კუნთების ანთებაა(ეს ის კუნთებია, რომლებიც სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობასა და წონასწორობას უზრუნველყოფს).
ხვრინვას უჩივის ზრდასრული მოსახლეობის 30%-ზე მეტი, მათ შორის - 60 წელს გადაცილებულთა 60%.
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად