კეფის მიდამოში არსებული ტკივილის მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კეფის მიდამოში არსებული ტკივილის მიზეზები

კეფის ტკივილის ძირითადი მიზეზებია:

ხერხემლის კისრის მიდამოს დაავადებები (სპონდილიტი, ხერხემლის კისრის მიდამოს მალათაშუა ანატომიური წარმონაქმნების ქვეამოვარდნილობები, ტრავმის დროს დაჭიმვა, ოსტეოქონდროზი). ამ დროს ტკივილი ან დაბუჟება ხშირად ლოკალიზდება კეფის მიდამოსა და კისერში და შესაძლოა გაძლიერდეს თავის მოძრაობისას.

კისრის სპონდილოზი

ხერხემლის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ხერხემლის გასწვრივ მალების სხეულებზე ნისკარტისებური ან წვეტიანი გამონაზარდები (ოსტეოფიტები) ყალიბდება. ზოგი ოსტეოფიტების გაჩენას "მარილების ჩალაგებას" უწოდებს.

ეს შეცდომაა, რადგან ოსტეოფიტების ჩამოყალიბება მყესების გაძვლოვანებას უკავშირდება. სპონდილოზი უმეტესად ასაკობრივი ცვლილებების შედეგია (განსაკუთრებით - კისრის მიდამოში). გარდა ამისა, იმ ადამიანებსაც შეიძლება განუვითარდეთ, რომლებიც ნაკლებაქტიურ ცხოვრების წესს მისდევენ და იმ ადამიანებსაც, ვისი საქმიანობაც გონებრივ შრომასთან არის დაკავშირებული.

კისრის მიდამოს სპონდილოზის სიმპტომებია კეფის მიდამოს, ხშირად - მხრის სარტყლის, თავის უკანა ნაწილის, თვალებისა და ყურების ტკივილი. ტკივილი მაშინაც კი იგრძნობა, როცა თავი უმოძრაოდაა. გარდა ამისა, დამახასიათებელია კისრის მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილი მისი მოძრაობის, განსაკუთრებით - თავის მობრუნების დროს.

ავადმყოფს უჭირს ძილისათვის მოხერხებული პოზის პოვნა, მას ხშირად აღვიძებს კისრის ტკივილი, რომელიც თავის უხერხული მდებარეობით არის გამოწვეული, რადგან ამ შემთხვევაში ხერხემლის კისრის მიდამოს სახსრებსა და მათ შემაერთებელ ანატომიურ სტრუქტურებს ზედმეტი დატვირთვა ადგება. სპონდილოზისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი ტკივილები, თავის მოძრაობის გაძნელება.

გამოკვლევა ავლენს კისრის მალების მოძრაობის შეზღუდვას. ხერხემლის სახსრის უკანა მხარეს ხელით დაწოლა ტკივილს იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავადმყოფს თავი ოდნავ უკან აქვს გადაწეული.

კისრის მიდამოს მიოგელოზი

კუნთების გამკვრივება. მიოგელოზი შეიძლება გამოიწვიოს:

ორპირმა ქარმა;

უხერხულ პოზაში ხანგრძლივად ყოფნამ;

გადამეტებულმა ნერვულმა დაძაბულობამ, სტრესმა.

ხერხემლის კისრის მიდამოს კუნთების მიოგელოზის სიმპტომებია:

  • კეფის მიდამოს ტკივილი და დაბუჟება;

  • მხრების ტკივილი და მათი მოძრაობის მოცულობის შეზღუდვა;

  • თავბრუხვევა;

  • მწვავე ან ქრონიკული სტრესით გამოწვეული ფსიქიკური დაძაბულობა (25-30 წლიდან მოყოლებული, ამ მიზეზით თავის ტკივილის აღმოცენების ალბათობა იმატებს, განსაკუთრებით - ქალებში);

  • კეფის მიდამოს ნერვის ნევრალგია. ამ ტიპის ნევრალგიის ძირითად სიმპტომად მიიჩნევა შეტევისმაგვარი ტკივილები კეფის მიდამოში. ტკივილი გადაეცემა კისერსა და ზურგს, ყურს, ქვედა ყბას. თავის მოძრაობის, ტკივილისა და ცემინების დროს ტკივილი მკვეთრად ძლიერდება. ხშირად ავადმყოფი ცდილობს არ გაანძრიოს თავი, რათა ინტენსიური ტკივილის შეტევა არ გამოიწვიოს. თუ კეფის ნერვის ნევრალგია დიდხანს გაგრძელდა, თავს იჩენს თავის მთელი უკანა ნაწილის მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერესთეზია).

ხანგრძლივი კუნთოვანი დაძაბულობა

(არასწორად შესრულებული ვარჯიშები). ეგრეთ წოდებული დაძაბულობის თავის ტკივილის დროს ადამიანი კეფისა და შუბლის მიდამოში განიცდის სიმძიმის მუდმივ შეგრძნებას, რომელიც თავის ფიქსირებულ მდგომარეობაში დიდხანს გაჩერების (კითხვის, წერის, მძიმე ფიზიკური დატვირთვის), დაღლილობის, ყურადღების მოკრების, მობილიზებულობის ან მღელვარების დროს ტკივილის შეგრძნებამდე ძლიერდება.

დამახასიათებელია თავში არარსებული ქაოსის შეგრძნება, რომელიც თავს ამძიმებს ან აწვება. არცთუ იშვიათად პაციენტები უჩივიან შუბლის ან კეფის მიდამოში უცხო სხეულის არსებობის (ხშირად გაიგონებთ: "თითქოს რაღაც მაქვს თავში"), ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნებას. ტკივილი, წესისამებრ, საშუალო ინტენსივობისაა, არამფეთქავი. ჩვეულებრივ, შეინიშნება შუბლის, საფეთქლების, კეფისა და კისრის უკანა ზედაპირის კუნთების მტკივნეულობა.

ეს კუნთები დაძაბულია, ზოგიერთ ადგილას კი მტკივნეულად გამკვრივებულიც. კუნთებზე ზეწოლის დროს თავის ტკივილი ძლიერდება, აღმოცენდება თავბრუხვევა, ხმაური თავში, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი თავის ტკივილს ამ ზემოქმედებისგან დამოუკიდებლადაც აღნიშნავს. თუ ხერხემლის კისრის მიდამოს მოძრაობას შევზღუდავთ, თავის ტკივილის ინტენსივობამაც შეიძლება იკლოს. ეს ტკივილები ხშირად ორმხრივია, მათი ლოკალიზაცია კი მუდმივი არ არის.