რა იწვევს ყელში გაჩხერილი ბურთის შეგრძნებას და რამდენად საშიშია? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს ყელში გაჩხერილი ბურთის შეგრძნებას და რამდენად საშიშია?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი უცნობია. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ მიზეზი ყლაპვაში მონაწილე კუნთების არაკოორდინირებული შეკუმშვაა – ყლაპვის პროცესი ადამიანისათვის შეუმჩნეველი და იოლი რომ იყოს, მასში მონაწილე ყველა კუნთი გარკვეული თანმიმდევრობით უნდა შეიკუმშოს და მოდუნდეს.

ყელში ბურთის შეგრძნებისას კი ყლაპვაში მონაწილე ყველა კუნთი არ დუნდება. ეს განაპირობებს უცხო სხეულის არსებობის შეგრძნებას. უშუალოდ ყლაპვისას კი კუნთის მექანიკური გაღიზიანება მის მოდუნებას იწვევს და არასასიამოვნო შეგრძნებაც ქრება.

არსებობს მოსაზრება, რომ ყელში ბურთის შეგრძნების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება კუჭიდან საყლაპავში მჟავა წვენის რეფლუქსი ანუ უკუდინება იყოს. მისი მომხრეები ვარაუდობენ, რომ მჟავა წვენი აღიზიანებს კუნთებს და მათ მოდუნებას უშლის ხელს.

საშიშია თუ არა

ყელში ბურთის შეგრძნებისას პაციენტთა ნაწილს უჩნდება სერიოზული, მძიმე დაავადების, უხშირესად სიმსივნის ეჭვი. ისინი ექიმს სწორედ ამ ეჭვის გამო მიმართავენ. ასეთ შემთხვევებში უპირველესი ამოცანაა, ერთმანეთისაგან განვასხვაოთ ყელში ბურთის შეგრძნება და ყლაპვის გაძნელება ანუ დისფაგია. დისფაგიისას გაძნელებულია საკვების გადაადგილება პირის ღრუდან საყლაპავისაკენ და შემდეგ საყლაპავიდან კუჭისაკენ.

ზოგჯერ დისფაგიისას პაციენტები ამჩნევენ, რომ ყლაპვა უფრო იოლია, როცა საკვებს წყალს აყოლებენ, საკვებს კარგად აქუცმაცებენ, დისფაგია უფრო მეტადაა გამოხატული მყარი საკვების მიღებისას.

დისფაგიის შესაძლო მიზეზებია:

საყლაპავის სპაზმი;

კუჭის მჟავა წვენის რეფლუქსი;

ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადება (მიასთენია, პარკინსონიზმი);

საყლაპავის ნაწიბური (ქიმიური დამწვრობის შემდგომ).

სამწუხაროდ, ხშირად პაციენტისათვის ძალიან ძნელია ყელში ბურთის შეგრძნების ყლაპვის გაძნელებისაგან განსხვავება. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არის ის, რომ ყელში ბურთის შეგრძნების დროს უშუალოდ ყლაპვის პროცესი გაძნელებული არ არის. გარდა ამისა, დისფაგია მუდმივია, საშიში დაავადების დროს თანდათან უარესდება კიდეც.

მისგან განსხვავებით ყელში ბურთის შეგრძნება პერიოდულად ჩნდება და მოულოდნელად ქრება.

წაიკითხეთ სრულად